მიხეილ სარჯველაძე, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ანგარიშით წარსდგა
„მოგეხსენებათ რომ საქართველოს გაცხადებული, დეკლარირებული, პრიორიტეტული მიმართულება არის ევროპული სტანდარტების დამკვიდრება ჩვენს სახელმწიფოში და მთავარი გზამკვლევი ამ მიზნით, გახლავთ სწორედ ასოცირების შეთანხმება“, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ" კანონისა და მისი მიხედვით შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე, რომელიც დონორთა შერჩევას, სისხლის კომპონენტების შეგროვების წესს და სხვა პროცედურებს განსაზღვრავს. მინისტრის თქმით, საკითხის მნიშვნელობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე მაქსიმალური სიფრთხილით ხდება აღნიშნულ აქტებზე მუშაობა. ასევე, აღნიშნა, რომ „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ და „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონის მიხედვით, მიმდინარეობს, შესაბამისი, კანონქვემდებარე აქტების შემუშავება. ყურადღება გაამახვილა, ინოვაციურ ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვის ახალ წესზე, რომლითაც შესაძლებელი გახდა სახელმწიფოს მიერ, მწარმოებლისგან, პირდაპირი მოლაპარაკებითა და სპეციალური პირობებით მედიკამენტების შესყიდვა, რაც პაციენტისთვის, მაღალი ხარისხის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. აღნიშნა, რომ შემუშავდა კანონის პროექტი „სამედიცინო მოწყობილობების შესახებ“, რომელიც შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ, ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტებთან და ახლო მომავალში, შესაძლებელი იქნება მისი ინიცირება. მინისტრის თქმით, მომზადებულია ცვლილებები კოსმეტიკური პროდუქციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების მიმართულებითაც, დაგეგმილია შემდგომი პროცედურების ინიცირება და პროცესი სექტორთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე გაგრძელდება. მიხეილ სარჯველაძემ „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებითაც ისაუბრა. აღნიშნა, რომ დოკუმენტი, ჯერ კიდევ, წინა მოწვევის პარლამენტშია წარმოდგენილი და მისი განხილვები მიმდინარეობს, რომელიც აქტიურ ფაზაში გადავა.
„ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, არ არის პროცესი, სადაც უბრალოდ რაღაც ეტაპს უნდა მიაღწიო, დახურო და დაივიწყო. ეს არის ის სფერო და დიდი პოტენციალი, რომ რეალურად ადამიანებმა საკუთარ თავზე იგრძნონ დადებითი ცვლილებები. ასოცირების შეთანხმებას, წინ უძღოდა დიდი, ხანგრძლივი მოლაპარაკებები, ის რაც ქვეყნისთვის სასარგებლო, აუცილებლად განსახორციელებელი იყო რა თმა უნდა მოხვდა ასოცირების დღის წესრიგში.
ჩვენი ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით და მაღალი ტემპით, ამას მოწმობს როგორც ეკონომიკური მაჩვენებლები, ასევე აბსოლუტურად დადებითია შეფასება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მიმართულებით. პრაქტიკულად ყველა კვლევა მოწმობს იმას, რომ ჯანდაცვის სექტორის მიმართულებით, მისი მდგრადობის გასაუმჯობესებლად, სწორი ნაბიჯები იდგმება და სწორად ვითარდება მთლიანად სექტორი. ამაზე მეტყველებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვიდან - დღემდე მიღებული გადაწყვეტილებები, თუნდაც ბოლოს, ონკოლოგიური მიმართულებით, ლიმიტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება თუ სხვა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
11.06.2025.17:35
„უნგრეთთან თანამშრომლობას კონკრეტული შედეგები მოჰყვება, რომელსაც თითოეული მოქალაქე იგრძნობს“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ უნგრეთში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრი, ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უნგრულ მხარესთან, გამოცდილების გაზიარება მომავალში ორივე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისა და სოციალური მიმართულებების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
“დღეს, საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის, რაც შეიძლება მეტად ინტენსიფიკაცია, იმისთვის, რომ ორმხრივად საინტერესო შესაძლებლობები, უფრო კარგად წარმოჩინდეს და რაც შეიძლება სწრაფად მოჰყვეს ამას კონკრეტული შედეგები, რომელსაც თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე იგრძნობს .
უნგრეთს აქვს მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, როგორც ფარმაცევტიკის მიმართულებით, ისე სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარება იქნება ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო, როგორც საუნივერსიტეტო მიმართულებით, ისე ფარმაცევტიკის მიმართულებით.
ასევე, განსაკუთრებით საინტერესოა, ტრანსპლანტაციის მიმართულებით. ბევრი ეს თემა იქნა მიმოხილული ორმხრივი შეხვედრის დროს.
უნგრულმა მხარემ არაჩვეულებრივი მასპინძლობა აჩვენა. ყველა სექტორული მიმართულებით ეს ჩარჩო, ანუ მემორანდუმის არსებობა არის გზამკვლევი, რომელიც ნებისმიერი კარის გაღებას ამარტივებს. აღნიშნული, ძალიან სასარგებლოა და საინტერესოა. ეს სამომავლო განვითარების ერთ ერთი მთავარი არხია ქვეყნისთვის. ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში, ყველა სექტორული მიმართულებით მემორანდუმის არსებობა არის გზამკვლევი“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.