მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7103
-0.0066
flag
AZN 1.5758
-0.0004
flag
CNY 38.798
-0.0014
flag
EUR 3.1724
-0.0078
flag
GBP 3.6428
-0.015
flag
KZT 54.6
0.0011
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6789
-0.001

მიხეილ სარჯველაძე ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ

news image

პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებით, საზოგადოების საჭიროებების მიმართ სრულად რელევანტურია. ეს ერთმნიშვნელოვნად დადებითი პროექტია და არავითარი სპეკულაციის საფუძველს არ აჩენს“,  - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა

მინისტრი, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ აიკრძალება და ჩანაცვლებით მკურნალობაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, არც ერთი მოქალაქე, ვისაც ჩანაცვლებითი თერაპია სჭირდება, სათანადო მკურნალობისა და მომსახურების გარეშე არ დარჩება

ამაზე პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო. ამავდროულად, სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს, რომ აღნიშნული სერვისის მიწოდებისას, მაქსიმალურად დაცული იყოს საზოგადოების უსაფრთხოებისთვის აუცილებელი სტანდარტები. ეს არა უბრალოდ მოსაწონი და კარგი ინიციატივაა, არამედ საკმაოდ ამბიციური და საზოგადოებისთვის ერთმნიშვნელოვნად სიკეთის მომტანი პროექტია“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ

მინისტრის განცხადებით, ჩანაცვლებითი თერაპიისას, უცვლელი დარჩება პროგრამის დიზაინი

ამასთან, პროგრამა ორიენტირებული იქნება არა რომელიმე სუბიექტის გამდიდრებაზე, არამედ, ბენეფიციართა საჭიროებებსა და მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ამას პრემიერ-მინისტრმაც მკაფიოდ გაუსვა ხაზი. რაც შეეხება ჩანაცვლებითი თერაპიის განმახორციელებელი ობიექტების დასახლებული პუნქტებიდან დისტანცირებას - ეს პრობლემა, რეალურად, ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ამ მიმართულებით, ბუნებრივია, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამდით, თუმცა, მუშაობა ახლა გაცილებით ინტენსიური გახდება. პრემიერ-მინისტრისგან მივიღე კონკრეტული დავალება და ბუნებრივია, ეს უალტერნატივოდ, ზუსტად ისე შესრულდება, როგორც მან თავის გამოსვლისას აღნიშნა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა

მიხეილ სარჯველაძემ, ასევე, ისაუბრა კერძო კომპანიების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვაზე, რის შემდეგაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება

არც ერთი პაციენტი, ვისაც ფსიქოტროპული მედიკამენტები სჭირდება, სამკურნალო პრეპარატების გარეშე არ დარჩება. იქნება მკაცრი კონტროლი მათ გაცემაზე, ამასთან, მკაცრად გაკონტროლდება ყველა ჩართული სუბიექტი, რომ გარკვეულმა კომერციულმა ინტერესმა, მეტი ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება არ განაპირობოს. ვფიქრობთ, ამისთვის, აბსოლუტურად სწორი კონსტრუქცია იქნა შემუშავებული, რასაც ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს. საზოგადოებაც სწრაფად დაინახავს და მხარს დაუჭერს იმ დადებით შედეგებს, რაც ამ ინიციატივას ძალიან მალე მოჰყვება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image არსად მინახავს, რამდენიმე კონკურენტი ფარმაცევტული ქსელი გვერდი-გვერდ ხსნიდეს აფთიაქს, ჩვენთან ეს უცნაურობა არის, ერთი რომ გაიხსნება, მის გვერდით იხსნება რამდენიმე დასახელების აფთიაქი - მიხეილ სარჯველაძე

05.02.2026.11:07

„ჩვენთან ეს უცნაურობა არის, ერთი სადმე რომ გაიხსნება, იმას მიჰყვება რამდენიმე დასახელების აფთიაქი. ეს, ბუნებრივია, გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აფთიაქების რაოდენობაზე საუბრისას.

„ამას არ სჭირდება დიდი ცოდნა და დიდი ანალიტიკა სტატისტიკის, ყველას სახლთან სადმე არის რამდენიმე დასახელების ერთდროულად, გვერდიგვერდ ჩაყოლებული. ეს, რასაკვირველია, უცნაურად გამოიყურება. ყველა ვყოფილვართ სადმე, გვინახავს ევროპულ სახელმწიფოებში როგორ არის. ასეთი რამ მე პირადად არსად შემიმჩნევია, რომ რამდენიმე კონკურენტი დასახელების ფარმაცევტული ქსელის წარმომადგენელი გვერდიგვერდ ხსნიდეს ობიექტს. ასეთი რამ მე მართლა არ მინახავს. ჩვენთან ეს უცნაურობა არის. ერთი სადმე რომ გაიხსნება, იმას მიჰყვება რამდენიმე დასახელების აფთიაქი. ეს ბუნებრივია, გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე. ეს ტვირთი სად უნდა წავიდეს? უნდა აისახოს ფასში. ამიტომ, თუ მაგალითად იგივე რეფერენტული ფასების პირობებში მოგებისა და ზედმეტი ხარჯის შემცირების საკითხი დადგება, ბუნებრივია, რომ ასეთ დროს, თქვენ რომ ბრძანეთ, სხვა რამიდან შეეცდება დაიკმაყოფილოს თავისი ჭარბი მოგების მოთხოვნა, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მეთოდი არის ხარჯების შემცირებაც. ხარჯების შემცირების ყველაზე კარგი ინსტრუმენტია, რომ გარკვეულწილად ეს იყოს რეგულირებული. შევხედოთ, ამ თვალსაზრისით ბუნებრივია, რომ სინქრონულად უნდა დარეგულირდეს, სინქრონულად იმასთან, როგორიც იქნება დამოკიდებულება იგივე მარკეტებთან. ალბათ ესეც არის ერთ-ერთი მიმართულება რეალური ხარჯების შემცირება, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. იქ იყო არა მხოლოდ ამაზე საუბარი, იქ იყო საუბარი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართულ წარმოებას, რა თქმა უნდა, გულშემატკივრობენ.

„ჩვენ ამაზე არასდროს გვითქვამს უარი, რომ მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ წარმოებას. სხდომაზეც გამოითქვა ეს შეხედულება, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ამოცანები მოკლევადიანი, საშუალოვადიანი, გრძელვადიანი. ალბათ, წარმოების ხელშეწყობა და განვითარება უპირატესად გრძელვადიანია. უფრო სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი აქტივობაა მაგრამ, დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის აქტივობა. ამ ინიციატივას მხარდაჭერა ისედაც და ასედაც აქვს. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ ქართულ წარმოებას. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამე შეიძლება გაკეთდეს და ამ დრომდეც კეთდება“, - განაცხადა მან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა