მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7202.8
-0.0395
flag
AZN 1.6014
-0.0083
flag
CNY 39.518
-0.0185
flag
EUR 3.1336
-0.0046
flag
GBP 3.6286
-0.0014
flag
KZT 56.66
0.0027
flag
TRY 0.0616
-0.0003
flag
USD 2.7223
-0.0142

მიხეილ სარჯველაძე აბუ დაბის გლობალური ჯანმრთელობის კვირეულში მონაწილეობს

news image

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აბუ დაბის გლობალური ჯანმრთელობის კვირეულში (Abu Dhabi Global Health Week) მონაწილეობს. ღონისძიება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა გახსნა

 

კონფერენციაზე, პანელური დისკუსიის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის თანასწორობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში, ჯანდაცვის პოლიტიკა და რეფორმები ამ პრინციპით განისაზღვრება

 

„2025 წლის იანვარში, საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად ცნო. ეს გარდამტეხი ნაბიჯი მრავალწლიანი, თანმიმდევრული მუშაობის შედეგია და გვიჩვენებს, რა არის შესაძლებელი, როდესაც თანასწორობა მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიებისა და გლობალური თანამშრომლობის ნაწილია“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ

 

მისივე განცხადებით, ჯანდაცვის თანასწორობისთვის, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ფინანსური დაცულობაა. მიხეილ სარჯველაძემ, ამ მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე - სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების DRG მოდელზე, მედიკამენტების რეფერენტულ ფასებსა და ონკოლოგიის სამკურნალო პრეპარატებზე, წლიური ლიმიტის მოხსნაზე ისაუბრა

 

ჯანმრთელობის თანასწორობის მომავალი საერთო ხედვასა და პასუხისმგებლობაზე დგას, როგორც მთავრობებს, ისე - მრავალმხრივ ინსტიტუტებსა და თვით საზოგადოებებს შორის. საქართველო ამ გზის ერთგულია და მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს - WHO-, მსოფლიო ბანკს, აზიის განვითარების ბანკს და სხვებს, რომ ამ გზაზე ერთად მივდივართ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა

 

ღონისძიებას, ასევე, ესწრება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გიორგი ჯანჯღავა

 

გლობალური ჯანმრთელობის კვირეულის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის სისტემაში ხელოვნური ინტელექტის პოტენციალზე ისაუბრებს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა აბუ დაბის ჯანმრთელობის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და კონფერენციის ხელმძღვანელთან მანსურ ალ მანსურისთან

 

Abu Dhabi Global Health Week (ADGHW) აბუ დაბის ჯანდაცვის დეპარტამენტისა (DoH) და მთავრობის მიერ ორგანიზებული, ყოველწლიური ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც, პანელური დისკუსიებსა და გამოსვლების ფორმატში, ადგილობრივი, რეგიონული და გლობალური ჯანდაცვის სისტემებზე მსჯელობენ. კონფერენციის მიზანია ჯანდაცვის ლიდერების, ინოვატორების, მარეგულირებლების, ექსპერტების, ინვესტორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების გაერთიანება, ტექნოლოგიური პროგრესისა და მდგრადობის ხელშეწყობისთვის.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო, მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა - სოფიო ასპანიძე პატრიარქზე

17.03.2026.16:48

პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო, მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა, - განაცხადა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა სოფიო ასპანიძემ.

მისი თქმით, ამავდროულად შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები.

„პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. როგორც მოგეხსენებათ, ამავდროულად შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები. ფაქტობრივად, შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოვახდინოთ დაკვირვება შემდგომ უკვე ყველა პარამეტრის და მაქსიმალურად, შეთანხმებულად ვიაროთ პატრიარქის ჯანმრთელობის მართვის საკითხებში“, - აღნიშნა მან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა