მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083.7
-0.0032
flag
AZN 1.5996
-0.0007
flag
CNY 37.95
-0.0051
flag
EUR 3.2029
-0.0126
flag
GBP 3.7284
-0.0218
flag
KZT 52.43
0
flag
TRY 0.0683
0
flag
USD 2.7203
-0.0012

მიღწეული პროგრესი ქმნის მომავალს, სადაც ყველა ონკოლოგიური პაციენტი მიიღებს უმაღლესი სტანდარტის მკურნალობას - City Cancer Challenge-ის აღმასრულებელი დირექტორი

news image
„დღეს მიღწეული პროგრესი ქმნის მომავალს, სადაც ყველა ონკოლოგიური პაციენტი მიიღებს უმაღლესი სტანდარტის მკურნალობას, გეოგრაფიული ბარიერების მიუხედავად“, - ასე გამოეხმაურა City Cancer Challenge-ის (C/Can) აღმასრულებელი დირექტორი იზაბელ მესტრესი, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მარტივდება. იზაბელ მესტრესი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და City Cancer Challenge-ის პარტნიორობით, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. „მოხარული ვარ, გაცნობოთ C/Can-ის ძალისხმევით განხორციელებული მთავარი მიღწევის შესახებ საქართველოში. ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პარტნიორობის შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება ონკოლოგიური მედიკამენტების უსაფრთხო შენახვა, მომზადება და პაციენტამდე მიტანა. რას ნიშნავს ეს პაციენტებისთვის? საქართველოში, ონკოლოგიური პაციენტები მიიღებენ თავიანთ მედიკამენტებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში და აღარ ექნებათ პრეპარატების შეძენასა და აფთიაქებიდან გადატანის საჭიროება. ეს საშუალებას მისცემს პაციენტებს, მიიღონ გაუმჯობესებული სერვისები და ფოკუსირდნენ საკუთარ გამოჯანმრთელებაზე“, - წერს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, სოციალურ ქსელში. City Cancer Challenge შვეიცარიაში დაფუძნებული ფონდია, რომელიც მხარს უჭერს ქალაქებს, მთელს მსოფლიოში, ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ხარისხიან მკურნალობაზე წვდომის გასაუმჯობესებლად.
news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image მიხეილ სარჯველაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა

26.06.2025.11:22

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა

მხარეებმა, შეხვედრაზე, მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ციფრული ჯანდაცვის სერვისების განვითარების, შინმოვლის სერვისების გაფართოებისსაავადმყოფოებზე დატვირთვის შემცირებისა და ზოგადად, ჯანდაცვის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს ინტეგრირებული ზრუნვის სერვისების ეფექტურ მიწოდებას.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა, სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასეს და მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია და გიორგი პატარიძე, ასევე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა