მარიამ ქვრივიშვილი, შეხვედრა ენერგეტიკის სექტორთან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო-ს შეხვედრა ენერგეტიკის სექტორთან | GREDA-საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია-ის განვითარების ასოციაცია;
მარიამ ქვრივიშვილი / Mariam Kvrivishvili | ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
ლევან ვეფხვაძე | Business Association of Georgia - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია-ის აღმასრულებელი დირექტორი;
გიორგი აბრამიშვილი | GREDA-საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია - ს გამგეობის თავმჯდომარე;
გიორგი მარგებაძე | „მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის“ ხელმძღვანელი.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელ ანნ მონტავონს შეხვდა
26.03.2026.16:47
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელ ანნ მონტავონს შეხვდა.
ანნ მონტავონმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სახელით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებულ ეფექტიან თანამშრომლობას. განსაკუთრებით აღინიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მნიშვნელოვანი როლი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და იდენტიფიკაციის მიმართულებით.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია დაესწრო.