მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

მაგდა მაღრაძე | პროფესიული განათლება საქართველოში

news image
mbc image

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image მიხეილ სარჯველაძე WHO-ს ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა

28.10.2026.12:39

ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 76-ე სესიის ფარგლებში გამართულ გენერალურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.

მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ჯანდაცვის სისტემის მასშტაბური რეფორმები განახორციელა, რამაც მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყო.

მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს. ამასთან, გაფართოვდა აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მოცულობა, განხორციელდა მედიკამენტებზე ფასების რეგულირების რეფორმა და გაიზარდა ინოვაციური მედიკამენტების ხელმისაწვდომობა.

მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარების ძირითად პრიორიტეტებად პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, არაგადამდები დაავადებების პრევენცია და მართვა, ციფრული ჯანდაცვის განვითარება და გადამდები დაავადებების აღმოფხვრის მიმართულებით მუშაობის გაგრძელება დაასახელა. ამასთან, ყურადღება გაამახვილა C ჰეპატიტის ელიმინაციისა და აივ ინფექციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებასა და მიღწეულ პროგრესზე.

სესიის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღო პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში, სადაც საქართველოს გამოცდილებასა და ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

შეხვედრებს მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი სასანია და საქართველოს ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა