კავკასიის მედიცინის ცენტრი დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სამედიცინო მხარდაჭერას აღმოუჩენს
კავკასიის მედიცინის ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ:
,,კავკასიის მედიცინის ცენტრი დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სამედიცინო მხარდაჭერას აღმოუჩენს: უფასო სატელეფონო კონსულტაცია ოჯახის ექიმთან, დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 600 600, ექიმის მიერ საჭიროებისამებრ დანიშნული უფასო ამბულატორიული კვლევები კავკასიის მედიცინის ცენტრში. გისურვებთ ჯანმრთელობას!", - აღნიშნულია განცხადებაში.
სხვა სიახლეები
ადიგენის მუნიციპალიტეტში სკრინინგ აქცია ჩატარდა
29.09.2026.17:03
ქვეყნის მასშტაბით სკრინინგ აქციები გრძელდება. მორიგი მასშტაბური აქცია ადიგენის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომლის მიზანიც მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
აქციის ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა უფასოდ ჩაეტარებინა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და კოლორექტული კიბოს, ასევე არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.
შეგახსენებთ, რომ სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.
გამოკვლევები ადგილზე თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა.
სკრინინგ აქციის მიმდინარეობას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილე ეკა ადამიასთან, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა ქიმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.