მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

ჯანდაცვის შემოსავლებში 48%-ი მთავრობის მიერ, ხოლო 44%-ი პაციენტების ჯიბიდან გადახდილი თანხებია

news image

2021 წელს ჯანდაცვაში ყველზე მეტი თანხა მთავრობამ ჩადო.

როგორც Galt & Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული, 2021 წელს ჯანდაცვის სისტემის შემოსავლებში მთავრობის წილი 48%-ს შეადგენდა. მთავრობის მიერ გადახდილი თანხებიდან 31%-ით საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულება დაფინანსდა, ხოლო 44%-ით covid-19-თან ბრძოლის სამუშაოები. 26%-ი კი სხვადასხვა მიმართულებაზე მოდის. 

ირკვევა, რომ 2021 წელს ჯანდაცვის სისტემის შემოსავლების 44%-ი პაციენტების ჯიბიდან გადახდილი თანხებია. სისტემის შემოსავლებში 4%-ი აქვს კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ გაწეულ ხარჯებს, ხოლო 4%-ი უცხოურ დახმარებაზე მოდის.

2021 წლის სტატისტიკით სექტორში ჯანდაცვის მიმწოდებლების სტატისტიკა ასე გამოიყურება: 269 - სტაციონარი, 2272 - ამბულატორიული დაწესებულება, 79- სასწრაფო დახმარების სადგური, 22 - სისხლის გადასხმის სადგური, 61 - ეპიდემიოლოგიური ცენტრი და 23 - სხვა.

როგორც Galt & Taggart-ში განმარტავენ, საქართველოში ჯანდაცვაზე დანახარჯების სწრაფი ზრდა 2013 წლიდან სახელმწიფო დაფინანსების ზრდამ განაპირობა.

„სახელმწიფო ხარჯები ჯანდაცვაზე 2014-22 წლებში თითქმის გასამმაგდა და 2.0 მლრდ ლარი შეადგინა. იმავე წლებში, მთავრობის დაფინანსების ზრდამ და კერძო სადაზღვევო სექტორის განვითარებამ ჯიბიდან გადახდების წილი ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში 15 პროცენტული პუნქტით 56%-მდე შეამცირა, რაც კვლავ მაღალი მაჩვენებელია ევროკავშირის (16%) და შესადარისი ქვეყნების (38%) საშუალოსთან შედარებით. ჯიბიდან გადახდების მაღალ დონეს საქართველოში, ძირითადად, მედიკამენტებზე დანახარჯები განაპირობებს. საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების პოლიტიკის მიხედვით, 2030 წლისთვის, მთავრობა ჯიბიდან გადახდების წილის 30%-მდე შემცირებას გეგმავს“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის ანგარიშში. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

03.04.2026.10:02

მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელს, რეკა მენონსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსახლეობისათვის მისი ხელმისაწვდომობის ზრდაზე.

საუბარი შეეხო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დადგენის მექანიზმსა და შესაბამისი კომისიის საქმიანობას, რომელიც, როგორც ეფექტიანი და სისტემური რეგულირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, დადებითად შეფასდა. აღინიშნა, რომ მექანიზმი ხელს უწყობს ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობას, სამართლიანი ფასების ფორმირებასა და პაციენტების ინტერესების დაცვას.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ადამიანური კაპიტალის განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც ქვეყნის გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს.

აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა სექტორში მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების პროცესში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა