ჯანდაცვის სფეროში ძალიან ამბიციური გეგმებია - ირაკლი კობახიძე
ჯანდაცვის სფეროში არის ძალიან ამბიციური გეგმები, მათ შორის, დღეს გვექნება ჩვენ ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს პრეზენტაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სექტორის განვითარებას.
„ჯანდაცვის სფეროში არის ძალიან ამბიციური გეგმები, მათ შორის, დღეს გვექნება ჩვენ ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს პრეზენტაცია. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სექტორის განვითარებას და ზოგადად, ჩვენი მოსახლეობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მათ ჯანმრთელობაზე უკეთ ზრუნვის საშუალებს მოგვცემს ეს და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია - ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით“ ხელმისაწვდომია - ჯანდაცვის სამინისტრო
18.11.2025.11:21
დანიური კომპანია Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია, შესაბამისად, ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით“ ხელმისაწვდომია, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პაციენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ ძველი სქემის მიხედვით, ისევ „ნოვორაპიდს“ დაუბრუნდნენ, თუ მკურნალობა მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის წარმოებული „აპიდრათი“ განაგრძონ
„აღსანიშნავია, რომ პაციენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ ძველი სქემის მიხედვით, ისევ „ნოვორაპიდს“ დაუბრუნდნენ, თუ მკურნალობა მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის წარმოებული „აპიდრათი“ განაგრძონ. არჩევანის საშუალება აქვთ მათაც, ვინც თავიდანვე „აპიდრას“ იყენებდა.
შეგახსენებთ, მწარმოებელ ქარხანაში შექმნილი პრობლემების გამო, Novo Nordisk-მა წინასწარ შესყიდული მედიკამენტი საქართველოს დროულად ვერ მოაწოდა. თუმცა, ქვეყანაში ინსულინის დეფიციტი არ ყოფილა და ბენეფიციარებმა მკურნალობა „ნოვორაპიდის“ ანალოგი „აპიდრათი“ გააგრძელეს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში, „ნოვორაპიდი“ რაც შეიძლება სწრაფად, კვლავ ყოფილიყო ხელმისაწვდომი. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, Novo Nordisk-თან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება, რომ სამომავლოდ მსგავსი გართულებები თავიდან იყოს აცილებული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.