ჯანდაცვის სამინისტროში, დიალიზის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებთან შეხვედრა გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები იმართება - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, სექტორის საჭიროებები მოისმინეს და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე, საუბარი შეეხო დიალიზის სერვისის დაფინანსების, აპარატურის განახლების, ერთიანი სამკურნალო პროტოკოლის შექმნის, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებისა და მათი უწყვეტი განათლების საკითხებს.
მინისტრის მოადგილის თეა გიორგაძის განცხადებით, სამინისტრო, აღნიშნული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმუშავებს და საკუთარ ხედვებს, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დარგობრივი კავშირის წარმომადგენლებს წარუდგენს.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროში პერმანენტულად იმართება შეხვედრები და დისკუსიები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან - უშუალოდ ბენეფიციარებთან, ჯანდაცვის სფეროს, სამედიცინო და სოციალური მომსახურებების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.
სამუშაო შეხვედრების მიზანია სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრა და მომავალი წლის ბიუჯეტის საჭიროებების მიხედვით ფორმირება. ასევე - სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და მათი დაძლევის შესაძლო გზების განხილვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს საკუთარი ძლიერი შემოსავლების წყარო - რუსთავის მერი
სხვა სიახლეები
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების სერვისმა „ვიან კარდიო-ნეირო" დაიწყო მუშაობა
24.02.2026.13:03
ამერიკის საერთაშორისო კომისიის (AACI) მიერ აკრედიტებულ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ფუნქციონირება დაიწყო სპეციალურად აღჭურვილმა სასწრაფო დახმარების სერვისმა - ვიან კარდიო-ნეირო, რომელიც განკუთვნილია გადაუდებელი კარდიოლოგიური და ნევროლოგიური პაციენტებისთვის. სერვისი ამ ეტაპზე მხოლოდ ქუთაისის მასშტაბით ოპერირებს.
სერვისი დაფუძნებულია პაციენტის დროულ და უსაფრთხო მართვაზე. გამოძახების (16 003) შემთხვევაში ადგილზე ფასდება ჯანმრთელობის მდგომარეობა, გადაუდებელი სამედიცინო რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში — სწრაფი და უსაფრთხო ჰოსპიტალიზაცია დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, სადაც მაღალპროფესიონალური, მულტიდისციპლინური გუნდის მხრიდან ხდება ყოვლისმომცველი კარდიოლოგიური და ნევროლოგიური მაღალტექნოლოგიური კვლევების, ინტერვენციული ან/და ქირურგიული მკურნალობის სრული სპექტრის ჩატარება.
სასწრაფო დახმარების მაღალკვალიფიციური გუნდი, თანამედროვე, სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება და ბრიგადისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ვიან კარდიო-ნეიროს სერვისის უწყვეტ, ზუსტ და პროფესიონალურ ფუნქციონირებას. შედეგად, ყოველი გამოძახება სრულად კოორდინირებული პროცესია, რომელიც ხორციელდება გამოცდილ ემერჯენსი სერვისთან პარტნიორობით — პაციენტის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვის უმაღლესი სტანდარტით.
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი კვლავ აგრძელებს ზრუნვას, პაციენტთათვის თანამედროვე მკურნალობის მეთოდების, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ახალი ინოვაციების დანერგვის გზით.
როცა სიცოცხლეს წუთები წყვეტს — მოქმედებს ვიან კარდიო-ნეირო 24/7-ზე.
16 003