მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე, ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოპოვებისთვის, ჯანდაცვის მინისტრს სერტიფიკატი გადასცა

news image

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო 78-ე ასამბლეის გახსნას დაესწრო. ასამბლეა, რომლის თემაც არისერთიანი მსოფლიო - ჯანმრთელობისთვის“,  ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა  გახსნა

ტედროს ადანომ გებრეისუსმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა და ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის მიზნით ჩატარებული სამუშაოები, ასევე მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად გაწეული საქმიანობა და წარმატება აღინიშნა

ჟენევაში, ასამბლეის გახსნის ღონისძიებაზეჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მოპოვებისთვის, სერტიფიკატი გადასცა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად 2025 წლის დასაწყისში გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო 78-ე ასამბლეაზე, ჯანდაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორთან, ჰანს კლუგესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. მინისტრთან ერთად, ასამბლეაზე, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძეც იმყოფებოდა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image მიხეილ სარჯველაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა

26.06.2025.11:22

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა

მხარეებმა, შეხვედრაზე, მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ციფრული ჯანდაცვის სერვისების განვითარების, შინმოვლის სერვისების გაფართოებისსაავადმყოფოებზე დატვირთვის შემცირებისა და ზოგადად, ჯანდაცვის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს ინტეგრირებული ზრუნვის სერვისების ეფექტურ მიწოდებას.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა, სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასეს და მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია და გიორგი პატარიძე, ასევე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა