ჯანდაცვის მინისტრი ბავშვთა სახლს ესტუმრა
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილე ირინე წაქაძესთან და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორ რუსუდან კოხოძესთან ერთად, მცირე საოჯახო ტიპის სახლში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ახალი წელი მიულოცა.
მცირე საოჯახო ტიპის სახლები სრულიად ადაპტირებულია შშმ პირებზე. სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლი ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული და უზრუნველყოფს, როგორც 24 საათიან ზრუნვას, ისე საექთნო მომსახურებასა და ფსიქოსოციალურ დახმარებას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ფარგლებში გაიხსნა.
სხვა სიახლეები
Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია - ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით“ ხელმისაწვდომია - ჯანდაცვის სამინისტრო
18.11.2025.11:21
დანიური კომპანია Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია, შესაბამისად, ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით“ ხელმისაწვდომია, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პაციენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ ძველი სქემის მიხედვით, ისევ „ნოვორაპიდს“ დაუბრუნდნენ, თუ მკურნალობა მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის წარმოებული „აპიდრათი“ განაგრძონ
„აღსანიშნავია, რომ პაციენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ ძველი სქემის მიხედვით, ისევ „ნოვორაპიდს“ დაუბრუნდნენ, თუ მკურნალობა მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის წარმოებული „აპიდრათი“ განაგრძონ. არჩევანის საშუალება აქვთ მათაც, ვინც თავიდანვე „აპიდრას“ იყენებდა.
შეგახსენებთ, მწარმოებელ ქარხანაში შექმნილი პრობლემების გამო, Novo Nordisk-მა წინასწარ შესყიდული მედიკამენტი საქართველოს დროულად ვერ მოაწოდა. თუმცა, ქვეყანაში ინსულინის დეფიციტი არ ყოფილა და ბენეფიციარებმა მკურნალობა „ნოვორაპიდის“ ანალოგი „აპიდრათი“ გააგრძელეს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში, „ნოვორაპიდი“ რაც შეიძლება სწრაფად, კვლავ ყოფილიყო ხელმისაწვდომი. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, Novo Nordisk-თან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება, რომ სამომავლოდ მსგავსი გართულებები თავიდან იყოს აცილებული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.