გოგიტა თოდრაძე, 2026-ის გეგმები / პრიორიტეტები და მიმდინარე სიახლეები
#ბიზნესინსაიდერისსტუმარი | გოგიტა თოდრაძე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური / National Statistics Office of Georgia აღმასრულებელი დირექტორი და საქსტატის საბჭოს თავჯდომარე;
გაეროს სტატისტიკის კომისიის 57-ე სესია | შედეგები;
ინვესტიციების განახლებული მონაცემები | როგორია ტენდენცია;
საქსტატის საერთაშორისო თანამშრომლობა;
2026-ის გეგმები / პრიორიტეტები;
მოსახლეობის აღწერა | არსებული ვითარება;
რა სიახლეებს შესთავაზებს საქსტატი მოსახლეობას 2026 წელს;
მეთოდოლოგია რომელსაც საქსტატი იყენებს | სანდოობის კომპონენტი;
როგორ და რა მეთოდოლოგიით ითვლის საქსტატი უმუშევრობას, ეკონომიკურ ზრდას;
რა მთავარ გამოწვევებს აწყდება საქტატი საქმიანობის პროცესში.
სხვა სიახლეები
ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
03.04.2026.10:02
მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელს, რეკა მენონსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსახლეობისათვის მისი ხელმისაწვდომობის ზრდაზე.
საუბარი შეეხო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დადგენის მექანიზმსა და შესაბამისი კომისიის საქმიანობას, რომელიც, როგორც ეფექტიანი და სისტემური რეგულირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, დადებითად შეფასდა. აღინიშნა, რომ მექანიზმი ხელს უწყობს ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობას, სამართლიანი ფასების ფორმირებასა და პაციენტების ინტერესების დაცვას.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ადამიანური კაპიტალის განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც ქვეყნის გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს.
აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა სექტორში მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების პროცესში.