გაზრდილი მომართვიანობა და უნიკალური ოპერაციები ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში
ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა, რომელიც მრავალპროფილური პედიატრიული სამედიცინო დაწესებულებაა და 0-დან 18 წლამდე პაციენტებს მართავს, გაზრდილი დატვირთვითა და მომართვიანობით განაგრძობს ფუნქციონირებას.
ჰოსპიტალში გამოიყო დამატებითი საწოლფონდი, გაიზარდა მედპერსონალის რაოდენობა და დაწესდა მორიგეობის საგანგებო რეჟიმი. კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, სამედიცინო მომსახურებასა და პერსონალზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება ადმინისტრაციამ იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს პროფესიონალთა გუნდთან თანამშრომლობით შეძლო.
„ბოლო 2 თვე ჩვენი კლინიკისთვის გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, ქვეყანაში ვირუსული ინფექციების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ასევე, საგრძნობლად გაიზარდა მომართვიანობა ისეთი რთული სამედიცინო შემთხვევების კუთხით, სადაც პოლიპროფილური მიდგომაა საჭირო (ავტოსაგზაო შემთხვევები, სიმაღლიდან ვარდნა, უცხო სხეული სასუნთქ გზებსა და საყლაპავში, თავის ტვინის სიმსივნეები, ნეიროქირურგიული ოპერაციები და სხვა). სწორედ ამ ფონზე ჩვენს მედპერსონალსა და ადმინისტრაციას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრა და მინდა თამამად აღვნიშნო, რომ ამ პასუხისმგებლობას შესანიშნავად გაართვა თავი,“ - აცხადებს კლინიკის დირექტორი, დავით რეხვიაშვილი.
ურთულესი ქირურგიული ოპერაციები პედიატრიულ სეგმენტში იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმების გუნდთან თანამშრომლობით განხორციელდა. მოეწყო შესაბამისი სამედიცინო სივრცეები და განყოფილებები დამატებითი სერვისების მისაწოდებლად. მათ შორის, შეიქმნა კიდევ ერთი საოპერაციო ბლოკი. მობილიზდა დამატებითი საწოლფონდიც და მედპერსონალი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. შედეგად, ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მიღებულ პაციენტთა პროცენტული მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, 57%-ით გაიზარდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.17:32
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე Max Foundation-ის დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ პატ გარსია-გონსალესს შეხვდა.
Max Foundation ჯანდაცვის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 2003 წლიდან ოპერირებს და ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფს ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიით , კუჭ-ნაწლავის სტრომალური სიმსივნით, თირკმლის უჯრედული კარცინომით და სხვა იშვიათი სიმსივნეებით დაავადებულ პაციენტებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ონკოჰემატოლოგიური და იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის წამლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს საქართველოში ფუნდამენტური სერვისების გაძლიერებისა და ინოვაციური მოდელების დანერგვის პერსპექტივებიც.
მინისტრმა Max Foundation-ის საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან პარტნიორობის შედეგად პაციენტებს კიდე უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიეწოდებათ.
პატ გარსია-გონსალესმა პაციენტებზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვისთვის საქართველოს მთავრობის მუშაობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერების მიზნით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.