გასულ წელს 70 ექიმს სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა, ხოლო 6 ექიმს საერთოდ გაუუქმდა - ანგარიში
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2022 წლის მუშაობის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს 70 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა, ხოლო 6 ექიმს - საერთოდ გაუუქმდა.
ანგარიში ორგანიაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
„პროფესიული განვითარების საბჭომ განიხილა პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 140 საკითხი (426 ექიმი, მათ შორის, ერთ ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა ორ საექიმო სპეციალობაში;
აღნიშნულიდან გამომდინარე, 426 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგა 427 შემთხვევაში).
საბჭოს მიერ გადაიდო 39 ექიმის საკითხი. პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა 121 ექიმს. 267 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა; მათ შორის, 191 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“;
სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 70 ექიმს (1 თვით - 25 ექიმს; 2 თვით - 11 ექიმს; 3 თვით - 13 ექიმს; 6 თვით - 21 ექიმს); სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა 6 ექიმს,“- ნათქვამია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ანგარიშში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.17:32
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე Max Foundation-ის დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ პატ გარსია-გონსალესს შეხვდა.
Max Foundation ჯანდაცვის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 2003 წლიდან ოპერირებს და ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფს ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიით , კუჭ-ნაწლავის სტრომალური სიმსივნით, თირკმლის უჯრედული კარცინომით და სხვა იშვიათი სიმსივნეებით დაავადებულ პაციენტებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ონკოჰემატოლოგიური და იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის წამლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს საქართველოში ფუნდამენტური სერვისების გაძლიერებისა და ინოვაციური მოდელების დანერგვის პერსპექტივებიც.
მინისტრმა Max Foundation-ის საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან პარტნიორობის შედეგად პაციენტებს კიდე უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიეწოდებათ.
პატ გარსია-გონსალესმა პაციენტებზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვისთვის საქართველოს მთავრობის მუშაობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერების მიზნით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.