განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება იქნება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება - მიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სამომავლო რეფორმების ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად ფარმაცევტული სფერო დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, რეგულირების მექანიზმების დახვეწა მოხდება. ამასთანავე, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, გაფართოვდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიკამენტების სია და ბენეფიციართა რაოდენობა.
„უწყვეტად გაგრძელდება, მოსახლეობისთვის, ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტების მიწოდება. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით, უზარმაზარი პროგრამა აქვს ჩვენს სახელმწიფოს, სადაც პროგრამის ბენეფიციარებისთვის, მედიკამენტების დიდი ნაწილი არის აბსოლუტურად უფასო. ეს არის მნიშვნელოვანი სოციალური შეღავათი, რომელიც ზრდად პენსიასთან და სოციალურ დახმარებასთან ერთად, მნიშვნელოვანი კომპონენტია, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
გაფართოვდება მედიკამენტების, მათ შორის ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვის ეფექტიანი მექანიზმები, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მედიკამენტების ჩამონათვალი და მოსარგებლეების ჯგუფები - არამხოლოდ საპენსიო, არამედ უფრო დაბალი ასაკობრივი ჯგუფებიც მოიცვას და ამით, შემცირდეს ქრონიკული დაავადებების გართულებებთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური წნეხი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება იქნება ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ამასთანავე, ყველაფერი გაკეთდება მედიკამენტებზე პერიოდული დეფიციტების გაჩენის რისკების დასაზღვევად. ამ მიმართულებით, ვმუშაობთ სხვადასხვა ბერკეტების შექმნაზე, იმისთვის რომ ეს დეფიციტები არცერთ შემთხვევაში არ იყოს მტკივნეული, ჩვენი მოქალაქეებისათვის. ამის დასაზღვევად გაკეთდება უკლებლივ ყველაფერი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სხვა სიახლეები
პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო, მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა - სოფიო ასპანიძე პატრიარქზე
17.03.2026.16:48
პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო, მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა, - განაცხადა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა სოფიო ასპანიძემ.
მისი თქმით, ამავდროულად შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები.
„პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. როგორც მოგეხსენებათ, ამავდროულად შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები. ფაქტობრივად, შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოვახდინოთ დაკვირვება შემდგომ უკვე ყველა პარამეტრის და მაქსიმალურად, შეთანხმებულად ვიაროთ პატრიარქის ჯანმრთელობის მართვის საკითხებში“, - აღნიშნა მან.