მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება იქნება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება - მიხეილ სარჯველაძე

news image

მიხეილ სარჯველაძემ, პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სამომავლო რეფორმების ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად ფარმაცევტული სფერო დაასახელა და აღნიშნა,  რომ ამ მიმართულებით, რეგულირების მექანიზმების დახვეწა მოხდება.  ამასთანავე,  მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, გაფართოვდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიკამენტების სია და ბენეფიციართა რაოდენობა. 
„უწყვეტად გაგრძელდება, მოსახლეობისთვის, ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტების მიწოდება. მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით, უზარმაზარი პროგრამა აქვს ჩვენს სახელმწიფოს, სადაც პროგრამის ბენეფიციარებისთვის, მედიკამენტების დიდი ნაწილი არის აბსოლუტურად უფასო. ეს არის მნიშვნელოვანი სოციალური შეღავათი, რომელიც ზრდად პენსიასთან და სოციალურ დახმარებასთან ერთად, მნიშვნელოვანი კომპონენტია, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით. 
გაფართოვდება მედიკამენტების, მათ შორის ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვის ეფექტიანი მექანიზმები, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მედიკამენტების ჩამონათვალი და მოსარგებლეების ჯგუფები - არამხოლოდ საპენსიო, არამედ უფრო დაბალი ასაკობრივი ჯგუფებიც მოიცვას და ამით, შემცირდეს ქრონიკული დაავადებების გართულებებთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური წნეხი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება იქნება ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ამასთანავე, ყველაფერი გაკეთდება მედიკამენტებზე პერიოდული დეფიციტების გაჩენის რისკების დასაზღვევად. ამ მიმართულებით, ვმუშაობთ სხვადასხვა ბერკეტების შექმნაზე, იმისთვის რომ ეს დეფიციტები არცერთ შემთხვევაში არ იყოს მტკივნეული, ჩვენი მოქალაქეებისათვის. ამის დასაზღვევად გაკეთდება უკლებლივ ყველაფერი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image მიხეილ სარჯველაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა

26.06.2025.11:22

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა

მხარეებმა, შეხვედრაზე, მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ციფრული ჯანდაცვის სერვისების განვითარების, შინმოვლის სერვისების გაფართოებისსაავადმყოფოებზე დატვირთვის შემცირებისა და ზოგადად, ჯანდაცვის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს ინტეგრირებული ზრუნვის სერვისების ეფექტურ მიწოდებას.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა, სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასეს და მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია და გიორგი პატარიძე, ასევე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა