ევექსი ჰოსპიტლების რეზიდენტების მეოთხე ნაკადი დამოუკიდებელ პროფესიულ საქმიანობას შეუდგება
ევექსი ჰოსპიტლების 2022 წლის სარეზიდენტო პროგრამის 70-მდე კურსდამთავრებული პროფესიული საექიმო საქმიანობის შესრულებას ამიერიდან დამოუკიდებლად განაგრძობს.
ევექსი ჰოსპიტლები დიპლომისშემდგომი (რეზიდენტურა, სერტიფიცირებული ექიმების გადამზადება, უწყვეტი სამედიცინო განათლება) მზადების პროგრამას 2015 წლიდან ახორციელებს და დღემდე 567 რეზიდენტი მიიღო.
კურსდამთავრებულთა უმრავლესობა ქვეყნის მასშტაბით არსებულ ქსელის სხვადასხვა ჰოსპიტალშია დასაქმებული.
პროგრამაზე მიღება ყოველწლიურად ცხადდება და მოქმედებს მოქნილი საგრანტო სისტემა, რომლის მიხედვითაც რეზიდენტები მისაღები კონკურსის შედეგების საფუძველზე 100%-იანი გრანტით ფინანსდებიან.
სწავლების პროცესი თბილისში, სამეგრელოში, აჭარაში, კახეთსა და იმერეთში მიმდინარეობს. სარეზიდენტო პროგრამას ხელმძღვანელობენ როგორც ადგილობრივი, ასევე - ევროპისა და ამერიკის წამყვანი სამედიცინო ცენტრების პროფესორები.
ახალგაზრდა ექიმებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება კავკასიის მედიცინის ცენტრში გაიმართა, სადაც 2 ყველაზე წარმატებული რეზიდენტი დაჯილდოვდა.
კომპანია მათ პრაქტიკულ გამოცდილებას საზღვარგარეთ, წამყვან კლინიკებში დაუფინანსებს.
ევექსი ჰოსპიტლები მომავალშიც განაგრძობს წარმატებული რეზიდენტებისთვის სასწავლო გრანტების გაცემასა და საექიმო პრაქტიკის საზღვარგარეთ დაფინანსებას.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
06.05.2025.17:32
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე Max Foundation-ის დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორ პატ გარსია-გონსალესს შეხვდა.
Max Foundation ჯანდაცვის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 2003 წლიდან ოპერირებს და ჯანდაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფს ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიით , კუჭ-ნაწლავის სტრომალური სიმსივნით, თირკმლის უჯრედული კარცინომით და სხვა იშვიათი სიმსივნეებით დაავადებულ პაციენტებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ონკოჰემატოლოგიური და იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის წამლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს საქართველოში ფუნდამენტური სერვისების გაძლიერებისა და ინოვაციური მოდელების დანერგვის პერსპექტივებიც.
მინისტრმა Max Foundation-ის საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან პარტნიორობის შედეგად პაციენტებს კიდე უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიეწოდებათ.
პატ გარსია-გონსალესმა პაციენტებზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვისთვის საქართველოს მთავრობის მუშაობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერების მიზნით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.