მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

news image
mbc image

ჯანდაცვის მინისტრი დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა, დიალიზის სერვისის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს, განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. 
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დიალიზის სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანია სერვისის უწყვეტ განვითარებაზე ზრუნვა, რათა პაციენტის საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული. მინისტრისგანცხადებით, სექტორი მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, სამინისტრო კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს, სფეროს კიდევ უფრო განვითარებას. 
შეხვედრაზე, საუბარი შეეხო დიალიზის სერვისის დაფინანსების, აპარატურის განახლების, ერთიანი სამკურნალო პროტოკოლის შექმნის, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებისა და მათი უწყვეტი განათლების საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება. შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელიც სექტორისა და სამინისტროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება და უახლოეს პერიოდში, სამედიცინო სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საჭირო ცვლილებებს შეიმუშავებს. 
შეხვედრას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თეა გიორგაძე და გიორგი პატარიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი და დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე ესწრებოდნენ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image სადაზღვევო სექტორს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესებაში - მიხეილ ჯაფარიძე

13.11.2026.12:40

სადაზღვევო ინდუსტრიაში დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება და მონაცემები მნიშვნელოვანი რესურსია ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობისა და მდგრადობის გასაძლიერებლად, - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 33-ე დისკუსიის „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები“ ფარგლებში განაცხადა.

მისი შეფასებით, სადაზღვევო კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში უფრო აქტიურად ჩაერთონ და არსებული გამოცდილება სისტემის ეფექტიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესებას მოახმარონ.

„საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს სადაზღვევო კომპანიების მხრიდან იმისათვის, რომ სისტემას მეტი ეფექტიანობა და მდგრადობა შევთავაზოთ. სადაზღვევო ინდუსტრიაში დაგროვილია ცოდნა, გამოცდილება და მონაცემები, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს იმისათვის, რომ სისტემამ უფრო მდგრადად და ეფექტიანად იმუშაოს“, – განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაწყებული დიალოგის გაგრძელება და განხილული საკითხების კონკრეტულ ნაბიჯებსა და შედეგებში ასახვა.

„მოხარული ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ ამ დისკუსიაში და რომ ასეთი ფორმატი არსებობს. ვფიქრობთ, შემდგომი დისკუსიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც კონკრეტულ შედეგებამდე მიგვიყვანს“, – აღნიშნა მიხეილ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 33-ე დისკუსია „საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის ახალი შესაძლებლობები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოსა“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე და სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი ქვეყნის უმსხვილესი პლატფორმაა საჯარო-კერძო დიალოგისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა