დაიხურება თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფო - თამარ გაბუნიას განმარტება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. შესაბამისად კლინიკა დროებით დაიხურება და პაციენტებს ვეღარ მოემსახურება.
„პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას. იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი, რაც დაეთმობა სამშენებლო სამუშაოებს, კონსტრუქციულ სამუშაოებსა და აღჭურვას.
ამ ხნის განმავლობაში სრულად იქნება დაცული სამედიცინო პერსონალის უფლებები, როგორც ანაზღაურების, ასევე დასაქმების კუთხით. ჯანდაცვის სამინისტრო ცოტა ხანში გააკეთებს დეტალურ პრეზენტაციას, კონცეფციისას რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის და ვფიქრობ, რომ ამოიწურება ყველა შეკითხვა, რაც საზოგადოებაში ისმის“, - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს კომერციალიზაცია გამორიცხულია.
„რესპუბლიკური საავადმყოფო ჯანდაცვის სისტემის მთავარი საყრდენია და განვითარება მიმდინარეობს სწორედ ამ მიმართულებით. საავადმყოფოს ლოკაცია შენარჩუნდება. ეს არის ჩვენთვის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი,”- განაცხადა გაბუნიამ.
მანამდე ექიმების ჯგუფმა საავადმყოფოს დახურვის შესახებ განცხადება Facebook-ზე გაავრცელა.
სხვა სიახლეები
08.09.2025.14:09
„საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მართლაც ძალიან აქტიურია სახელმწიფო, ონკოპაციენტების მხარდაჭერის თვალსაზრისით. რიცხვებიც ამას ადასტურებს - თუ რამდენიმე წლის წინ, ონკოლოგიური პაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი, 50 მილიონს არ აჭარბებდა, დღეისთვის, თითქმის, 300 მილიონს უტოლდება. ეს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო შედეგია. ინიციატივები, რომლებიც ცალკეულ გაუმჯობესებებს უკავშირდება, ჩვენ ისედაც მუდმივად, ყოველგვარი ხელოვნურად მოგონილი აქციების გარეშე, ყურადღების ქვეშ გვაქვს.
ონკოლოგია ის თემა არ არის, სადაც გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხელის მოთბობის მცდელობები უნდა დააფიქსირონ, ეს ძალიან ცუდი საქმეა, მათ შორის ეთიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძე, სამინისტროსთან შეკრებილი, რამდენიმე ადამიანის აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მუდმივად მართავს შეხვედრებს პროგრამების ბენეფიციარებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
„არასდროს მათ შეხვედრის პრობლემა არ ჰქონიათ და არ ვიცი, რისთვის შეიძლება, ჭირდებოდეთ ხმამაღლა თქმა, რომ მოთხოვნა აქვთ სამინისტროსთან შეხვედრის, როდესაც ეს შეხვედრები ისედაც იმართება. არ მგონია, რომ სადმე დახურულ კარს წააწყდნენ. ჩვენი სამინისტროს კარი, ამ თვალსაზრისით, ყოველთვის ღია გახლავთ.
რაც შეეხება თვითონ საკითხის შინაარსს, ალბათ, კონკრეტულად უნდა ითქვას, რა მოთხოვნებია, რა საკითხებია და კონკრეტული გადაწყვეტილებები როგორ უნდა იქნას მიღებული, სწორი მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.