ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიზეზი ეპიდემიაა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ვირუსები ვრცელდება, მათ შორის ინფლუენზა, „ეიჩ ემ ფი ვი“, მიკო პლაზმური პნევმონია და „კოვიდ 19“.
ვირუსების სწრაფი გავრცელების გამო საავადმყოფოებში პაციენტების სიჭარბეა. არიან გარდაცვლილებიც.
სხვა სიახლეები
24.07.2025.10:27
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ევროპის პროფესიული კავშირების კონფედერაციის (ETUC) წარმომადგენლებსა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს შეხვდა.
მხარეებმა, შრომისა და სოციალური დაცვის სფეროში არსებული ვითარება, მიმდინარე რეფორმები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შრომის უსაფრთხოებაზე, შრომითი პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, სოციალური დიალოგის განვითარებასა და დასაქმებულთა უფლებების ეფექტიან დაცვაზე.
მინისტრმა, ევროპის პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს, მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საერთო ღირებულებების საფუძველზე, მათი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. თავის მხრივ, ევროპის პროფკავშირების წარმომადგენლებმა, დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე პროცესები.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, არსებული საკითხების გადასაწყვეტად, მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.