ჩემს ძალიან ღრმა სიზმრებში შესაძლოა ვოცნებობდი განსაკუთრებულ თამაშზე, თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი იმას, რომ ეს იქნებოდა ევროპის ჩემპიონატზე და ეს იქნებოდა მერვედფინალში - გიორგი გველესიანი
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა გადაცემაში „ნოესთან“ მის მიერ განვლილ გზაზე ისაუბრა და ბავშვობის ოცნებები და ფიქრები გაიხსენა. მისი თქმით, ვერც ერთ სიზმარსა თუ ოცნებაში ვერ წარმოიდგენდა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ შედეგებს.
„როდესაც უკვე რაღაც ასაკში შედიხარ, ფაქტობრივი გარემოებაა ისეთი, რომ რეალობას თვალი უნდა გაუსწორო. როცა ბავშვი ხარ ოცნებობ, რომელ გუნდში გინდა თამაში, პლაკატებს გააკრავ კედლებზე, ქომაგობ გუნდებს და ოცნებობ, თუ რომელ გუნდში რა პოზიციაზე ითამაშებ.
მე ჩემს ძალიან ღრმა სიზმრებში შესაძლოა ვოცნებობდი იმაზე, რომ ამ წლების კომპენსაცია იქნებოდა, თუ ერთ თამაშს მაინც ჩავატარებდი რაიმე განსაკუთრებულ მატჩში, თუმცა ჩემს ღრმა ფიქრებსა და სიზმრებშიც კი ვერასდროს წარმოვიდგენდი იმას, რომ ეს იქნებოდა ევროპის ჩემპიონატზე და ეს იქნებოდა მერვედფინალში. ეს წარმოუდგენელი შეგრძნებაა ჩემთვის“, - აღნიშნა გიორგი გველესიანმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
განათლების შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
სხვა სიახლეები
ბოლო პერიოდის განმავლობაში, ძალიან აქტიურია სახელმწიფო, ონკოპაციენტების მხარდაჭერის თვალსაზრისით, რიცხვებიც ამას ადასტურებს - რამდენიმე წლის წინ, ბიუჯეტი, 50 მილიონს არ აჭარბებდა, დღეისთვის, 300 მილიონს უტოლდება | მიხეილ სარჯველაძე
08.09.2025.14:09
„საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მართლაც ძალიან აქტიურია სახელმწიფო, ონკოპაციენტების მხარდაჭერის თვალსაზრისით. რიცხვებიც ამას ადასტურებს - თუ რამდენიმე წლის წინ, ონკოლოგიური პაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი, 50 მილიონს არ აჭარბებდა, დღეისთვის, თითქმის, 300 მილიონს უტოლდება. ეს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო შედეგია. ინიციატივები, რომლებიც ცალკეულ გაუმჯობესებებს უკავშირდება, ჩვენ ისედაც მუდმივად, ყოველგვარი ხელოვნურად მოგონილი აქციების გარეშე, ყურადღების ქვეშ გვაქვს.
ონკოლოგია ის თემა არ არის, სადაც გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხელის მოთბობის მცდელობები უნდა დააფიქსირონ, ეს ძალიან ცუდი საქმეა, მათ შორის ეთიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძე, სამინისტროსთან შეკრებილი, რამდენიმე ადამიანის აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მუდმივად მართავს შეხვედრებს პროგრამების ბენეფიციარებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
„არასდროს მათ შეხვედრის პრობლემა არ ჰქონიათ და არ ვიცი, რისთვის შეიძლება, ჭირდებოდეთ ხმამაღლა თქმა, რომ მოთხოვნა აქვთ სამინისტროსთან შეხვედრის, როდესაც ეს შეხვედრები ისედაც იმართება. არ მგონია, რომ სადმე დახურულ კარს წააწყდნენ. ჩვენი სამინისტროს კარი, ამ თვალსაზრისით, ყოველთვის ღია გახლავთ.
რაც შეეხება თვითონ საკითხის შინაარსს, ალბათ, კონკრეტულად უნდა ითქვას, რა მოთხოვნებია, რა საკითხებია და კონკრეტული გადაწყვეტილებები როგორ უნდა იქნას მიღებული, სწორი მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.