მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7103
-0.0066
flag
AZN 1.5758
-0.0004
flag
CNY 38.798
-0.0014
flag
EUR 3.1724
-0.0078
flag
GBP 3.6428
-0.015
flag
KZT 54.6
0.0011
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6789
-0.001

3 მიზეზი: რატომ უნდა მიიღოთ ფლუკონაზოლი სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ?

news image

სოკოვან დაავადებებთან ხუმრობა არ შეიძლება — ხშირ შემთხვევაში, სოკოვანი დაავადების მკურნალობა იმაზე დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით წარმოგიდგენიათ. თუ სხვადასხვა მიზეზით იმუნიტეტი დაქვეითებული გაქვთ, ამ ტიპის დაავადებები თქვენთვის დიდ პრობლემას უნდა წარმოადგენდეს.

სტანდარტული ბაქტერიული ინფექციებისგან განსხვავებით, სოკოვან დაავადებებს ხშირად ანტიბიოტიკებით მკურნალობის მიმართ თავდაცვითი მექანიზმი აქვთ და ძალიან მძიმე გვერდითი ეფექტებისა და ინფექციების გამოწვევა შეუძლიათ.

ჩამოთვლილი მიზეზების “დამსახურებით”, სოკოვანი დაავადებების მკურნალობის ეფექტიანი საშუალება ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია — საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინა მრავალ ასეთ საშუალებას გვთავაზობს, რომელთა შორისაც ფლუკონაზოლი ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. ამ სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე მიზეზს, რომლის გამოც არჩევანი ფლუკონაზოლზე უნდა შეაჩეროთ.

მკურნალობის ფართო სპექტრი

პირველ მნიშვნელოვან მახასიათებელს შესავალში უკვე გაკვრით შევეხეთ — ფლუკონაზოლი მომხმარებელს მკურნალობის ფართო სპექტრსა და ხელსაყრელ ფარმაკოკინეტიკურ თვისებებს სთავაზობს.

როგორც წესი, ფლუკონაზოლი ინიშნება ტვინის სოკოვანი ინფექცია კრიპტოკოკური მენინგიტის, სოკო კანდიდას (Candida) მიერ გამოწვეული ინფექციების, გენიტალიური კანდიდოზის, კანდიდოზური სტომატიტის, კოკციდიომიკოზისა და კანის სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ.

მარტივი გამოყოფა

ფლუკონაზოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ისიც, რომ ის სხეულში დიდი ხნით არ რჩება. პირის ღრუს საშუალებით პრეპარატი მიღებისას კარგად შეიწოვება. ფლუკონაზოლი კარგად აღწევს ორგანიზმის ყველა შესწავლილ სითხეში. პრეპარატის დონე ნერწყვსა და ნახველში სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის პროპორციულია.

სისხლის პლაზმიდან ფლუკონაზოლის ნახევრადგამოყოფის პერიოდი მიახლოებით 30 საათს შეადგენს. პრეპარატის უმეტესი ნაწილი თირკმელებით გამოიყოფა. ასევე, შეყვანილი დოზის 80% შარდში უცვლელი სახით ვლინდება. სისხლის პლაზმიდან  პრეპარატის ნახევრადგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდი იძლევა საშუალებას, პრეპარატის ერთჯერადად იქნეს გამოყენებული ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ, ხოლო სხვა ჩვენებების შემთხვევაში, კვირაში ერთხელაც კი.

ხშირად ჩნდება კითხვები რეპროდუქციულ უნარებზე ფლუკონაზოლის გავლენის შესახებ – პრეპარატის გამოყენება სადღეღამისო დოზით 50 მგ 28 დღის განმავლობაში არ ახდენს გავლენას ტესტოსტერონის დონეზე  სისხლის პლაზმაში მამაკაცებში ან ენდოგენური სტეროიდების დონეზე რეპროდუქციული ასაკის ქალებში.

ცხოვრების წესის უცვლელობა

ფლუკონაზოლს სხვა არაერთი ძლიერმოქმედი საშუალებისგან გამოარჩევს ისიც, რომ მისი მოხმარების პარალელურად, ცხოვრების წესის რადიკალური ცვლილება არ გიწევთ. მაგალითად, პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე, არ იწვევს თავბრუსხვევასა და სხვა ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც კოორდინაციაზე უარყოფითად მოქმედებენ. თუ ასეთი შეგრძნებები მაინც დაგეუფლებათ (რისი ალბათობაც ძალიან დაბალია), უბრალოდ, თავი შეიკავეთ იმ მომენტში ავტომობილის მართვისგან.

ასევე, ფლუკონაზოლი არ ითხოვს თქვენგან კვებითი ჩვევების ცვლილებას, განსაკუთრებულ დიეტას ან განსაკუთრებულ შეზღუდვას, მაგალითად, ალკოჰოლზე — დამეთანხმებით, ხშირად მკურნალობის პროცესში ეს ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს.

მიუხედავად ამისა, ზედმეტად მაინც ნუ გათამამდებით, ალკოჰოლმა და ცხოვრების არაჯანსაღმა წესმა, შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანიც მიაყენოს.

საბოლოოდ, მიუხედავად ჩამოთვლილი უპირატესობებისა, უნდა გახსოვდეთ, რომ ფლუკონაზოლი საკმაოდ ძლიერმოქმედი პრეპარატია, შესაბამისად, თვითმკურნალობა დაუშვებელია — აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, სანამ ამ პრეპარატით მკურნალობას დაიწყებთ, ჩვენ კი, ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია დაგაიმედოთ და გითხრათ, რომ ფლუკონაზოლის დამსახურებით, სოკოვანი დაავადებები მალე აღარც გაგახსენდებათ!

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image არსად მინახავს, რამდენიმე კონკურენტი ფარმაცევტული ქსელი გვერდი-გვერდ ხსნიდეს აფთიაქს, ჩვენთან ეს უცნაურობა არის, ერთი რომ გაიხსნება, მის გვერდით იხსნება რამდენიმე დასახელების აფთიაქი - მიხეილ სარჯველაძე

05.02.2026.11:07

„ჩვენთან ეს უცნაურობა არის, ერთი სადმე რომ გაიხსნება, იმას მიჰყვება რამდენიმე დასახელების აფთიაქი. ეს, ბუნებრივია, გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე“ - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აფთიაქების რაოდენობაზე საუბრისას.

„ამას არ სჭირდება დიდი ცოდნა და დიდი ანალიტიკა სტატისტიკის, ყველას სახლთან სადმე არის რამდენიმე დასახელების ერთდროულად, გვერდიგვერდ ჩაყოლებული. ეს, რასაკვირველია, უცნაურად გამოიყურება. ყველა ვყოფილვართ სადმე, გვინახავს ევროპულ სახელმწიფოებში როგორ არის. ასეთი რამ მე პირადად არსად შემიმჩნევია, რომ რამდენიმე კონკურენტი დასახელების ფარმაცევტული ქსელის წარმომადგენელი გვერდიგვერდ ხსნიდეს ობიექტს. ასეთი რამ მე მართლა არ მინახავს. ჩვენთან ეს უცნაურობა არის. ერთი სადმე რომ გაიხსნება, იმას მიჰყვება რამდენიმე დასახელების აფთიაქი. ეს ბუნებრივია, გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე. ეს ტვირთი სად უნდა წავიდეს? უნდა აისახოს ფასში. ამიტომ, თუ მაგალითად იგივე რეფერენტული ფასების პირობებში მოგებისა და ზედმეტი ხარჯის შემცირების საკითხი დადგება, ბუნებრივია, რომ ასეთ დროს, თქვენ რომ ბრძანეთ, სხვა რამიდან შეეცდება დაიკმაყოფილოს თავისი ჭარბი მოგების მოთხოვნა, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მეთოდი არის ხარჯების შემცირებაც. ხარჯების შემცირების ყველაზე კარგი ინსტრუმენტია, რომ გარკვეულწილად ეს იყოს რეგულირებული. შევხედოთ, ამ თვალსაზრისით ბუნებრივია, რომ სინქრონულად უნდა დარეგულირდეს, სინქრონულად იმასთან, როგორიც იქნება დამოკიდებულება იგივე მარკეტებთან. ალბათ ესეც არის ერთ-ერთი მიმართულება რეალური ხარჯების შემცირება, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. იქ იყო არა მხოლოდ ამაზე საუბარი, იქ იყო საუბარი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართულ წარმოებას, რა თქმა უნდა, გულშემატკივრობენ.

„ჩვენ ამაზე არასდროს გვითქვამს უარი, რომ მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ წარმოებას. სხდომაზეც გამოითქვა ეს შეხედულება, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ამოცანები მოკლევადიანი, საშუალოვადიანი, გრძელვადიანი. ალბათ, წარმოების ხელშეწყობა და განვითარება უპირატესად გრძელვადიანია. უფრო სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი აქტივობაა მაგრამ, დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის აქტივობა. ამ ინიციატივას მხარდაჭერა ისედაც და ასედაც აქვს. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ ქართულ წარმოებას. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამე შეიძლება გაკეთდეს და ამ დრომდეც კეთდება“, - განაცხადა მან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა