2025 წლიდან სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ევალებათ - გადაიხედება თუ არა რეგულაციის დაწყების თარიღი
2025 წლის 1-ლი იანვრიდან, სტაციონარულ და ამბულატორიულ/დღის სტაციონარს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ევალება. ბიზნეს საერთაშორისო აკრედიტაციის მისაღებად მზადება უკვე დაწყებული აქვს, ნაწილს მიზნის მისაღწევად გარკვეული ინვესტიციის განხორციელებაც უწევს, თუმცა სერვისის ხარისხის ასამაღლებლად და საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებად სამედიცინო დაწესებულების გამართულად მუშაობა უმნიშვნელოვანესია.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე Business Insider Georgia-სთან საუბრისას განმარტავს, რომ სამედიცინო დაწესებულებებს პროცესი უკვე დაწყებული აქვთ და ამ ეტაპზე აღნიშნული რეგულაციის ძალაში შესვლის თარიღის გადახედვა არ იგეგმება.
„ესეც ისეთი საკითხია, რომ ერთის მხრივ უნდა გვახსოვდეს, რომ მიზანი ასეთი ინიციატივის თუ რეგულაციის გახლავთ პაციენტისთვის აუცილებელი სერვისის მაღლა ზრდა და მუდმივად გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ალბათ მთავარი რაც რაც ჯანდაცვის სექტორს სჭირდება. მეორეს მხრივ უნდა გვესმოდეს, რომ ბიზნესთან კონსულტაციით, კლინიკებთან, სამედიცინო სექტორთან კონსულტაციით უნდა შევძლოთ, რომ მუდმივად მზარდი ეს ტემპი იყოს ისეთი, რომელიც დაძლევადი იქნება ჩვენი სამედიცინო სექტორისთვის. ამ ეტაპზე ნამდვილად არის გამოკვეთილი ისეთი ფაქტორი, რომელიც დღესვე გვაიძულებს ამ თემაზე ფიქრის დაწყების საჭიროებას, თუმცა შეიძლება აღნიშნულზე ნებისმიერ დროს მოვისმინოთ კრიტიკული მოსაზრება და ამის მიხედვით რელევანტური გადაწყვეტილებებიც მივიღოთ“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს მიხეილ სარჯველაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედ 210 ჰოსპიტალს, რაც კლინიკების 78%-ს შეადგენს, საერთაშორისო აკრედიტაციაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. აღნიშნულის შესახებ საუბარია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.
„საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით, 2023 წლიდან დაწყებულია სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაცია: 210 ჰოსპიტალს (კლინიკების 78%) დაწყებული აქვს მუშაობა საერთაშორისო აკრედიტაციაზე. რამდენიმე დაწესებულებამ უკვე მოიპოვა საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც საქართველოში მაღალი სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს,“ - ნათქვამია მოხსენებაში.
არსებული რეგულაციით, კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის ქონა მომავალი წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ხდება. საქართველოს ბაზარზე უკვე შემოსულია რამდენიმე უცხოური მააკრედიტებელი ორგანიზაცია, რომლებსაც სამედიცინო დაწესებულებებთან მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
01.08.2025.11:00
2025 წლის ივნისში კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 2 734 ერთეული შეადგინა, რაც მაისის მაჩვენებლებთან შედარებით 18%-იანი ზრდაა, ხოლო 2024 წლის ივნისის მაჩვენებლებთან ზრდა 8%-ია სებ-ის ინფორმაციით, 2025 წლის მაისში კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მხრიდან 2 323 პრეტენზია დაფიქსირდა, ხოლო 2024 წლის ივნისში 2 531 პრეტენზია.
ივნისში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი, საუბარია 68%-ზე მიმდინარე ანგარიშთან/სადებეტო ბარათთან დაკავშირებული პრეტენზიები იყო. ასევე, მხოლოდ ივნისში სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებით კომერციულ ბანკები 266 პრეტენზია დაფიქსირდა.
პროდუქტის მიხედვით:
რაც შეეხება პრეტენზიის ხასიათის მიხედვით სტატისტიკას, ის ასე გამოიყურება: