მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7265
0.0505
flag
AZN 1.6129
0.011
flag
CNY 39.774
0.0287
flag
EUR 3.1833
0.0138
flag
GBP 3.658
0.0149
flag
KZT 55.7
0.0094
flag
TRY 0.0623
0.0003
flag
USD 2.7419
0.0185

თიბისი, ფონდ „ვიზიონერთან“ პარტნიორობით, სტუდენტების განათლებას უწყობს ხელს

news image

თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ გზაზე ახალი თაობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს.  

წელს თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის“ პარტნიორი გახდა და რამდენიმე სტუდენტს სრულად უფინანსებს სწავლის საფასურს.  

ვიზიონერი საგანმანათლებლო ფონდია, რომელიც სოციალურად დაუცველ და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს ეხმარება პროფესიის შერჩევასა და კარიერული მიზნების დასახვაში

ამ მიზნით, ვიზიონერი სტუდენტებს სამ საგანმანათლებლო მიმართულებას სთავაზობს, რომლებიც სტუდენტებსა და აბიტურიენტებისთვის, მათი ინტერესების იდენტიფიცირებას და არჩეულ სპეციალობებში პროფესიულ რეალიზებას უზრუნველყოფენ.  

აბიტურიენტებს ვიზიონერში ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების შესაძლებლობაც ეძლევათ, ხოლო უნივერსიტეტში საშუალოზე მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში - სწავლის დაფინანსების გარანტია.  

პროფესიული თვითგამორკვევისა და კარიერის დაგეგმვის მხრივ ვიზიონერმა 2 პროექტი განახორციელა: კარიერული ორიენტაციის ღონისძიება და HR მენტორინგის პროგრამა “UP – U Pathfinder”. Ეს პროექტები შექმნილია ახალგაზრდების გაძლიერებისა და მათი სრული პოტენციალის გამოვლენის მიზნით

დაინტერესების შემთხვევაში, ახალგაზრდებს შეუძლიათ, ეწვიონ ვიზიონერის ვებ-გვერდს ან სოციალურ ქსელებს და გაუგზავნონ ფონდს თავიანთი მონაცემები. ვიზიონერი მოუთმენლად ელის აბიტურიენტებსა და სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება და საკუთარი უნარების რეალიზებისთვის საჭირო მოტივაცია აქვთ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ ექვსი წელი

03.03.2026.11:23

საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ ექვსი წელი, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმაზე საუბრისას.

„ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ ექვსი წელი“, - აღნიშნა მან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა