მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.0085
flag
AZN 1.5256
-0.0005
flag
CNY 38.883
0.0005
flag
EUR 2.9111
0.007
flag
GBP 3.4835
0.0014
flag
KZT 58.01
0.0018
flag
TRY 0.0516
-0.0001
flag
USD 2.5936
-0.0007
news banner

თიბისი, ფონდ „ვიზიონერთან“ პარტნიორობით, სტუდენტების განათლებას უწყობს ხელს

news image
mbc image

თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ გზაზე ახალი თაობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს.  

წელს თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის“ პარტნიორი გახდა და რამდენიმე სტუდენტს სრულად უფინანსებს სწავლის საფასურს.  

ვიზიონერი საგანმანათლებლო ფონდია, რომელიც სოციალურად დაუცველ და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს ეხმარება პროფესიის შერჩევასა და კარიერული მიზნების დასახვაში. 

ამ მიზნით, ვიზიონერი სტუდენტებს სამ საგანმანათლებლო მიმართულებას სთავაზობს, რომლებიც სტუდენტებსა და აბიტურიენტებისთვის, მათი ინტერესების იდენტიფიცირებას და არჩეულ სპეციალობებში პროფესიულ რეალიზებას უზრუნველყოფენ.  

აბიტურიენტებს ვიზიონერში ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების შესაძლებლობაც ეძლევათ, ხოლო უნივერსიტეტში საშუალოზე მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში - სწავლის დაფინანსების გარანტია.  

პროფესიული თვითგამორკვევისა და კარიერის დაგეგმვის მხრივ ვიზიონერმა 2 პროექტი განახორციელა: კარიერული ორიენტაციის ღონისძიება და HR მენტორინგის პროგრამა “UP – U Pathfinder”. Ეს პროექტები შექმნილია ახალგაზრდების გაძლიერებისა და მათი სრული პოტენციალის გამოვლენის მიზნით. 

დაინტერესების შემთხვევაში, ახალგაზრდებს შეუძლიათ, ეწვიონ ვიზიონერის ვებ-გვერდს ან სოციალურ ქსელებს და გაუგზავნონ ფონდს თავიანთი მონაცემები. ვიზიონერი მოუთმენლად ელის აბიტურიენტებსა და სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება და საკუთარი უნარების რეალიზებისთვის საჭირო მოტივაცია აქვთ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი კოლეგებს მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს

10.11.2026.16:34

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მეცნიერებს, მკვლევრებს, დოქტორანტებსა და კოლეგებს მეცნიერების საერთაშორისო დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. 

„ძვირფასო კოლეგებო!

გულითადად გილოცავთ მეცნიერების საერთაშორისო დღეს - თარიღს, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამეცნიერო საქმიანობის განსაკუთრებულ როლს კაცობრიობის პროგრესის, მშვიდობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში.

განსაკუთრებული პატივისცემითა და სიამაყით ვულოცავ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ მეცნიერებს - გიორგი სალუქვაძესა და გიორგი აბრამიშვილს, მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის დამსახურებული ჯილდოს მიღებას, ხოლო ახალგაზრდა მეცნიერებს - ინგა სამხარაძეს, ქრისტინე მუსელიანსა და ნინო ბენდიანიშვილს - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის მოპოვებას.

ეს აღიარება მათი მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომის, პროფესიული ერთგულებისა და მაღალი სამეცნიერო კომპეტენციის დაფასებაა. თითოეული მათგანის წარმატება არა მხოლოდ პირადი მიღწევა, არამედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალისა და ქართული სამეცნიერო სკოლის განვითარების მნიშვნელოვანი დასტურია.

დღეს, როდესაც მსოფლიო უპრეცედენტო ტექნოლოგიური გარდაქმნების, ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ტრანსფორმაციის, ეკოლოგიური გამოწვევებისა და ახალი სამრეწველო რევოლუციის ეპოქაში ცხოვრობს, მეცნიერების განვითარება სახელმწიფოს განვითარების, ეკონომიკური მდგრადობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის პირდაპირ პროპორციულია.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი საუკუნოვანი სამეცნიერო ტრადიციებით, გამორჩეული სამეცნიერო სკოლებით, კვლევითი ინსტიტუტებითა და მაღალკვალიფიციური სამეცნიერო პერსონალით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული მეცნიერების განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქვეყნის პოზიციების განმტკიცებაში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი ჩარჩო პროგრამის - Horizon Europe-ის ფარგლებში. ევროკომისიის ოფიციალური მონაცემებით, უნივერსიტეტი საქართველოში ამ პროგრამის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსების მოცულობით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუციას წარმოადგენს.

ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მოპოვებული აღიარება. 2025 წელს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა Times Higher Education-ის (THE) საერთაშორისო რეიტინგის ფარგლებში საქართველოში პირველი ადგილი დაიკავა სწავლებისა და ინტერდისციპლინური კვლევების მიმართულებებით. 2026 წელს კი უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა QS Stars-ის საერთაშორისო შეფასება და მიიღო საერთო სამვარსკვლავიანი შეფასება, ამასთანავე, აკადემიური განვითარების მიმართულებით უმაღლესი - ხუთვარსკვლავიანი, ხოლო კარგი მმართველობის მიმართულებით ოთხივარსკვლავიანი შეფასება. აღსანიშნავია ისიც, რომ Center for World University Rankings-ის (CWUR) მონაცემებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიოს უნივერსიტეტების საუკეთესო 7.9 პროცენტშია წარმოდგენილი.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი მკვლევრების საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა ისეთ წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან და ორგანიზაციებთან, როგორებიცაა CERN - ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია, იაპონიის KEK, ამერიკის შეერთებული შტატების Fermilab, გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი, იტალიის INFN და სხვა საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუციები. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ქართველი მეცნიერები მონაწილეობენ ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების განხორციელებაში, თანამედროვე სამეცნიერო ექსპერიმენტებში, ახალი ცოდნის შექმნასა და გლობალური სამეცნიერო ამოცანების გადაწყვეტაში.

მეცნიერების განვითარება შეუძლებელია სახელმწიფოს თანმიმდევრული, სისტემური და გრძელვადიანი მხარდაჭერის გარეშე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელობას ვანიჭებთ სახელმწიფოს, ხელისუფლების, სამეცნიერო საზოგადოების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კერძო სექტორის მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. მსურს, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ბატონი გივი მიქანაძის მიმართ ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცის განვითარების, უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობისა და ამ მიმართულებით გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის. ასევე, მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა მეცნიერის, პროფესორის, მკვლევრის, აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლისა და ახალგაზრდა მკვლევრის მიმართ. თქვენი ყოველდღიური შრომა, პროფესიული ერთგულება, სამეცნიერო ძიება და მიღწევები ქმნის უნივერსიტეტის ინტელექტუალურ კაპიტალს, აძლიერებს მის საერთაშორისო ავტორიტეტს და მნიშვნელოვან საფუძველს უქმნის ქართული მეცნიერების მომავალს.

მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, სამეცნიერო ორგანიზაციებსა და ინსტიტუციებს, რომლებთან თანამშრომლობაც ხელს უწყობს ახალი ცოდნის შექმნას, გამოცდილების გაზიარებასა და ქართული მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო პროცესებში ინტეგრაციას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ მეცნიერების საერთაშორისო დღეს“, - აღნიშნულია მილოცვის ტექსტში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა