საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა დელეგაციამ, Erasmus+ CBHE-ის პროექტ „DIGITECH“-ის ფარგლებში, საერთაშორისო ვორკშოპსა და მმართველი საბჭოს სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა დელეგაციამ სლოვენიაში, მარიბორის უნივერსიტეტში (University of Maribor, MU), Erasmus+ CBHE-ის პროექტ „DIGITECH“-ის ფარგლებში, საერთაშორისო ვორკშოპსა და მმართველი საბჭოს სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, პროექტის - „DIGITECH“ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა დელეგაციას წარმოადგენდნენ პროექტის ხელმძღვანელები, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი და ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილე, პროფესორი მარიამ რაზმაძე. ასევე სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბორის გითოლენდია, დეკანის მოადგილე პროფესორი ირინე უგრეხელიძე და პროფესორი ალექსანდრე მეტრეველი და კონსორციუმის სხვა წევრები - პარტნიორი ქვეყნების (ყირგიზეთი, სომხეთი, სლოვენია და გერმანია) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლები.
ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილის განცხადებით, ღონისძიების მთავარი მიზანს წარმოადგენდა პარტნიორ უნივერსიტეტებში დაგეგმილი კურიკულუმების მოდერნიზაციის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარება. როგორც პროფესორი მარიამ რაზმაძე აცხადებს, ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები ეფუძნებოდა მარიბორის უნივერსიტეტის წარმატებულ გამოცდილებას, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო ინდუსტრიაში არსებულ რეალურ საჭიროებებსა და აკადემიურ სივრცესთან კავშირების გაძლიერებას, სწავლა-სწავლების პროცესში სიმულაციური მეთოდებისა და ბიზნესთან თანამშრომლობის პრაქტიკულ გამოცდილებას.
„სამუშაო ვიზიტის პროგრამა აერთიანებდა როგორც სააუდიტორიო აქტივობებს, ასევე პრაქტიკულ ვიზიტებს ადგილობრივ ბიზნეს ორგანიზაციებსა და სხვადასხვა დარგობრივ ინსტიტუციებში. პროექტის ყველა მონაწილეს საშუალება მოგვეცა თეორიული ცოდნა რეალურ ლაბორატორიულ გარემოში განხორციელებული პროექტების მაგალითებზე გვენახა. ვიზიტის ფარგლებში ვესტუმრეთ University of Maribor-ის თანამედროვე სიმულაციურ და კვლევით ლაბორატორიებს, რომლებიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ლაბორატორიაში განხორციელებულმა ვიზიტმა, სადაც წარმოდგენილი იყო Ledinek Engineering-ის საწარმოო პროცესების სიმულაციური და პრაქტიკული კომპონენტები. ადგილზე გავეცანით ხის გადამამუშავებელი თანამედროვე ინდუსტრიული ტექნოლოგიების, ავტომატიზებული საწარმოო პროცესებისა და ინჟინრული გადაწყვეტილებების პრაქტიკულ დანერგვას. წარმოდგენილი იყო შთამბეჭდავი შედეგების სიმულაცია, რაც ნათლად წარმოაჩენდა თანამედროვე წარმოების ეფექტიანობასა და ტექნოლოგიურ სიზუსტეს. ვიზიტის ფარგლებში ასევე ჩატარდა სპეციალურად მომზადებული ლექცია, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციას, ხარისხის კონტროლს, სისტემებსა და ინდუსტრია 4.0-ის ელემენტების პრაქტიკულ დანერგვას. ამასთან, განსაკუთრებულად აღინიშნა საგანმანათლებლო პროგრამებში პროექტზე დაფუძნებული სწავლების მოდელების არსებობის მნიშვნელობა, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტების ჩართულობას რეალურ ინდუსტრიულ პროცესებში და ხელს უწყობს მათ მომზადებას შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში“, - აცხადებს მარიამ რაზმაძე.
სტუ-ის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა საჯარო ლექცია გამართა.
„პროექტი „DIGITECH“ - „ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოების დიგიტალიზაციაში“ მიზნად ისახავს „ინდუსტრია 4.0“-ისთვის აუცილებელი კომპეტენციების დეფიციტის შემცირებას და კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სამრეწველო განათლების სისტემის ტრანსფორმაციას. პროექტის ძირითადი შედეგების პილოტირება და ეტაპობრივი დანერგვა დაგეგმილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ უძველეს და წამყვან სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე. პროექტის ფარგლებში შემუშავდება ახალი სასწავლო კურსები და მოდულები, განხორციელდება მათი იმპლიმენტაცია არსებულ და ახალ სასწავლო პროგრამებში. სამეცნიერო ხაზით დაგეგმილია ერთობლივი სამეცნირო ნაშრომების მომზადება, საუკეთესი პრაქტიკების სახელმძღვანელოების შექმნა და ახალი მულტიდისციპლინური კვლევების დაგეგმვა. პროექტის განხორციელების ერთი წლის თავზე უნივერსიტეტის სივრცეში დაფუძნდება უახლესი ტექნიკით აღჭურვილი „Digital Twins“-ის ლაბორატორია, რომელიც ხელს შეუწყობს აკადემიური და მოწვეული პერსონალის გადამზადებას და დარგში არსებული მოწინავე ტექნოლოგიების გათვალისწინებით სწავლების მეთოდების მოდერნიზებას. პროექტის შედეგად განხორციელდება სასწავლო პროცესის მნშივნელოვანი განახლება, განხორციელდება ისეთი მიმართულებების განვითარება როგორიცაა დიდი მონაცემები (Big Data), მანქანური სწავლება (Machine Learning) და ხელოვნური ინტელექტი (Artificial Intelligence).
პროექტის შედეგები ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას, განათლების შედეგებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის არსებული შეუსაბამობის შემცირებას და ინდუსტრიის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას. მსგავსი ინიციატივები ნათლად აჩვენებს, თუ როგორი ნაყოფიერია საუნივერსიტეტო სივრცეში არსებული ინფრასტრუქტურის, ადამიანური რესურსებისა და სამეცნიერო კომპეტენციების სინერგია და ინტეგრირება საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით პროცესებში“, - აცხადებს კარლო კოპალიანი.
სტუ-ის ინფორმაციით, სამუშაო კვირის ფარგლებში პროექტის კონსორციუმის მმართველი საბჭოს საკოორდინაციო შეხვედრები გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტის ინსტიტუციური კოორდინატორი, სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი და საქართველოდან კონსორციუმის ხელმძღვანელი, სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტ „ტექინფორმი“-ს დირექტორის მოადგილე, პროფესორი მარიამ რაზმაძე.
Erasmus+ CBHE-ის პროექტი „DIGITECH“-ს სტუ-ს ინსტიტუტ ტექინფორმის ხელმძღვანელობით მომდევნო 3 წლის განმავლობაში განხორციელდება.
სხვა სიახლეები

30.03.2026.18:04