მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7251.1
-0.0139
flag
AZN 1.6094
-0.0035
flag
CNY 39.608
-0.0166
flag
EUR 3.1677
-0.0156
flag
GBP 3.6465
-0.0115
flag
KZT 55.39
-0.0031
flag
TRY 0.0621
-0.0002
flag
USD 2.7362
-0.0057

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 108-ე წლისთავს ულოცავს

news image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, დაარსებიდან 108-ე წლისთავს ულოცავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, მკვლევრებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. 

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„გულითადად გილოცავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 108-ე წლისთავს. 

1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნება უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცისთვის, არამედ მთლიანად ეროვნული თვითმყოფადობის, სახელმწიფოებრივი და სამეცნიერო აზრის განვითარებისა და კულტურული პროგრესისთვის. სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაუყარა საფუძველი ქართულ საუნივერსიტეტო ტრადიციას, რომელიც ეფუძნება აკადემიურ თავისუფლებას, სამეცნიერო  კეთილსინდისიერებასა და ცოდნის ეროვნულ და ზნეობრივ ღირებულებებთან ინტეგრაციას.

108 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო და რჩება ფუნდამენტური მეცნიერებების, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო კვლევებისა და ინტელექტუალური დისკურსის მთავარ კერად -  უნივერსიტეტის მრავალმხრივმა აკადემიურმა საქმიანობამ გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოებრივი, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესებში, ხოლო მისი კურსდამთავრებულები დღესაც ღირსეულად მონაწილეობენ ქვეყნის წინსვლაში. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წვლილი სამეცნიერო სკოლების ჩამოყალიბება-განვითარებაში, ინტერდისციპლინური კვლევების გაძლიერებასა და საერთაშორისო სამეცნიერო-აკადემიურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მრავალწლოვან თანამშრომლობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო აკადემიურ ღირებულებებს, მეცნიერებისა და განათლების განვითარების ერთობლივ მიზნებს და მომავალზე ორიენტირებულ ხედვას, რაც ქმნის მყარ საფუძველს კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

დღეს, როდესაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღნიშნავს დაარსებიდან 108-ე წლისთავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ ზეიმის ორგანული ნაწილია, რადგან ერთ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთმანეთის გვერდით იდგნენ და თანაზიარად ატარებდნენ ქართული უმაღლესი განათლების, სამეცნიერო აზრისა და ეროვნული განვითარების ისტორიულ პასუხისმგებლობას. სხვადასხვა ეპოქის პოლიტიკურ, სოციალურ და ტექნოლოგიურ გამოწვევათა პირობებში, ტექნიკური და კლასიკური საუნივერსიტეტო განათლების ურთიერთშევსებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს სამეცნიერო-ინტელექტუალური პოტენციალის ფორმირებაში, რაც დღემდე განსაზღვრავს ქვეყნის მდგრადი განვითარების საფუძვლებს.

ვუსურვებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შემდგომ პროგრესს, ინოვაციურ აკადემიურ მიღწევებს, საერთაშორისო აღიარების კიდევ უფრო გაძლიერებას და მრავალი თაობის წარმატებულ მეცნიერთა და პროფესიონალთა აღზრდას საქართველოსა და მსოფლიოს საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ ექვსი წელი

03.03.2026.11:23

საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ ექვსი წელი, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმაზე საუბრისას.

„ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ ექვსი წელი“, - აღნიშნა მან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა