მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7098.1
-0.0024
flag
AZN 1.5741
-0.0005
flag
CNY 38.756
-0.0013
flag
EUR 3.148
-0.0086
flag
GBP 3.6067
-0.0042
flag
KZT 53.78
-0.0059
flag
TRY 0.061
-0.0002
flag
USD 2.676
-0.0009

როგორ დავიცვათ თავი ფიშინგ სქემებისგან - რჩევები

news image

ფიშინგი ინტერნეტთაღლითობის ფორმაა, რომელიც მომხმარებელს მოტყუების გზით აიძულებს, თავისი პერსონალური ინფორმაცია თაღლითების მიერ შექმნილ ყალბ ვებგვერდზე შესვლისას გაამჟღავნოს.

თაღლითები სხვადასხვა გზით ცდილობენ პოტენციური მსხვერპლის მოტყუებას და მისი თანხების მითვისებას. ეს შეიძლება იყოს ყალბი შეტყობინება ან ზარი, რომელიც თითქოსდა ბანკისგანაა. ამასთან, ხშირად ფიშინგის საფრთხის შემცველია მაცდური შეთავაზებები, რომელიც სოციალური ქსელების გამოყენებით მომხმარებელს სხვადასხვა მოგებას ან გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობს. ფულის დაბანდების სანაცვლოდ შემოთავაზებულია მაღალი სარგებელი, რომელიც ბევრად აღემატება ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებს; ამასთან შექმნილია მავნე/ვირუსული პროგრამები, რომელთა საშუალებითაც თაღლითებს მსხვერპლის მოწყობილობაში შეღწევა შეუძლიათ და ა.შ.

Business Insider Georgia განიხილავს ფიშინგის საფრთხის შემცველ შეთავაზებებს, რომლის დროსაც მომხმარებელმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

სოც ქსელებში გავრცელებული შეთავაზებები -  მობილური სერვისები ან იაფი ინტერნეტ პაკეტები - ასეთი „იაფი“  შეთავაზების გააქტიურების მიზნით  მომხმარებელი ინტერნეტ/მობილური სერვისების შესაძენად გადადის ბანკის დისტანციური არხების Mbank/Ibank-ის მსგავს  გვერდზე სადაც შეჰყავს იუზერი და პაროლი. ამ მომენტში, მომხმარებლის მხრიდან  ინფორმაციის შეყვანა ხდება  ყალბ გვერდზე, რითიც  სარგებლობს კიბერთაღლითი და ახდენს  იუზერისა და პაროლის „მოპარვას“.  კლიენტს სმს -ით ეგზავნება მიღებული ერთჯერადი კოდები, რომელსაც მომხმარებელი  თავად უზიარებს თაღლითს ან თავად შეჰყავს ყალბ ვებგვერდზე.  კოდით დადასტურების შემდეგ კი  ხდება თანხის მითვისება.

ფიშინგის საფრთხეს შეიცავს ბანკის სახელით დაანონსებული აქციები და გათამაშებები-მაგალითად: ტელეფონების გათამაშება; სადღესასწაულო გათამაშებები, რასაც მომხმარებელს ახალი წლის დღეებში ან სხვა დღესასწაულებზე სთავაზობენ. (საკითხი შესაძლოა აღდგომის დღესასწაულებზეც აქტუალური იყოს) ამ შემთხვევაში თანხის მითვისება ზემოთ აღწერილი სქემით ხდება.

ყოველთვის დაუკავშირდით ბანკს ან იმ ორგანიზაციას, ვისი სახელითაც ვრცელდება ინფორმაცია გათამაშების ან შეთავაზების შესახებ.  გადაამოწმეთ, რეალურად ატარებს თუ არა ამგვარ გათამაშებას, აქვს თუ არა შემოთავაზება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ მასში მონაწილეობა.

ფიშინგის საფრთხეს ხშირად შეიცავს ვებგვერდები, სადაც მომხმარებელი ნივთებს ონლაინ ყიდულობს. მაგალითისთვის განვიხილოთ, MyMarket  /MyAuto: თუ მომხმარებელს აქვს ვებგვერდზე გასაყიდი ნივთი, მას „დაინტერესებული პირები“ უკვაშირდებიან WhatsApp-ისა ან Viber-ის მეშვეობით და სთხოვენ ნივთის საფოსტო ან საკურიერო სერვისით მიწოდებას.  ამისთვის კი უგზავნიან  საფოსტო სერვისის ყალბ ბმულს (შესაძლოა იყოს DHL ან ნებისმიერი სხვა კომპანია). შემდეგ, მომხმარებელი საკურიერო სერვისის გადახდისთვის გადადის  თაღლითის მიერ გამოგზავნილ  ბმულზე, ყალბ გვერდზე, რომელიც რომელიმე ბანკის მობილ ბანკის ან ინტერნეტბანკის გვერდის მსგავსია და შეჰყავს დისტანციური არხის მონაცემები  (Mbank/Ibank იუზერი და პაროლი). კიბერთაღლითის მიერ თანხის მითვისების სქემა კი აქაც იგივეა.

ასევე არის მაგალითები, როდესაც მომხმარებელს, ვითომ ნივთის ღირებულების თანხის ჩარიცხვის მიზნით, უგზავნიან ლინკს, რომლის გახსნის შემდეგაც იხსენაბ მეროე გვერდი - „აირჩიეთ ბანკი სადაც გსურთ თანხის მიღება“. ბანკის არჩევის შემთხვევაში მოტყუებული მომხმარებელი გადადის რომელიმე  ბანკის Mbank/Ibank-ის  მსგავს, ყალბ  ვებგვერდზე, სადაც შეჰყავს დისტანციური არხის იუზერი და პაროლი. ამ მომენტში, ამომხმარებლის მხრიდან  ინფორმაციის შეყვანა ხდება  ყალბ გვერდზე, რითიც სარგებლობს კიბერთაღლითი და ახდენს  იუზერისა და პაროლის „მოპარვას“.  კლიენტს სმს -ით ეგზავნება მიღებული ერთჯერადი კოდები, რომელსაც მომხმარებელი  თავად უზიარებს თაღლითს ან თავად შეჰყავს ყალბ ვებგვერდზე.  კოდით დადასტურების შემდეგ კი  ხდება თანხის მითვისება.

ინტერნეტთაღლითები ასევე ცდილობენ ფიშინგი Western union -ის ყალბი ბმულის მეშვეობით განახორციელონ. სქემა შემდეგია: კიბერთაღლითი ნახულობს სხვადასხვა ვებგვერდებზე  უძრავი ქონების გაქირავების განცხადებებს (Booking.com, MyHome…..), უკავშირდება განმცხადებელს, დაახლოებით ნახევარი საათი  არკვევს სხვადასხვა დეტალებს ქონებასთან დაკავშირებით, მათ შორის შეიძლება დაუსვას კითხვები ცხოველები დაიშვებიან თუ არა და ა.შ. აღნიშნულს აკეთებს, რომ გამქირავლებლის მეტი ნდობა მოიპოვოს. შემდეგ უკვე საბოლოო გადაწყვეტილებამდე მიდის და ეუბნება, რომ სურს ქირაობა და პირველი თვის ქირას გამოუგზავნის გზავნილის საშუალებით.

უზიარებს ლინკს (Western Union ფიშინგ ლინკი) და ასევე კოდს, რომელიც ვითომ  გზავნილის მიღების კოდია. მომხმარებელი უმეტეს შემთხვევაში აღნიშნული კოდით ცდილობს გზავნილის მიღებას მობილბანკში, მაგრამ რეალურად ვერ პოულობს, ვინაიდან არარსებული გზავნილია, შემდეგ უკვე თაღლითი მას სთავაზობს მის მიერ გამოგზავნილი ვესტერნის ბმულით ისარგებლოს და ისე მიიღოს გზავნილი.  აღნიშნულ ბმულზე  გადასვლის შემდეგ მომხმარებელს, გამქირავებელს  პირველ რიგში შეჰყავს თაღლითის მიერ   გაზიარებული ვითომ გზავნილის კოდი (ეს სქემა უფრო მეტად დახვეწულია წინა ქეისებისგან განსხვავებით, ვინაიდან კიბერდამნაშავე თვითონ უზიარებს მომხმარებელს კოდს თავიდან, რომელსაც თუ არ ჩაწერს მომხმარებელი,  ვესტერნის ყალბ გვერდზე, შემდეგ ეტაპზე ვერ გადავა.

შესაბამისად, როდესაც მომხმარებელი თაღლითის  მიერ გაზიარებული კოდს წერს და ვებგვერდს შემდეგ ეტაპზე გადაყავს, მას უჩნდება განცხდა, რომ ყველაფერი რიგზეა.  მეორე გვერდზე კი არის ბანკის არჩევი შეთავაზება, რომლითაც  მომხმარებელს გზავნილის მიღება სურს.  ბანკის არჩევის შემდეგ უკვე იხსნება მესამე გვერდი, სადაც მოტყუებულ მომხმარებელს ინტერნეტ ბანკის მსგავს, მაგრამ  ფიშინგ გვერდზე სთხოვენ იუზერის და  პაროლის შეყვანას. ამ ინფორმაციის გაზიარების შემდეგ კი პროცესი სტანდარტულად მიდის. კიბერთაღლითი ახდენს  იუზერისა და პაროლის „მოპარვას“.  კლიენტს სმს -ით ეგზავნება მიღებული ერთჯერადი კოდები, რომელსაც მომხმარებელი  უზიარებს თაღლითს ან თავად შეჰყავს ყალბ ვებგვერდზე.  კოდით დადასტურების შემდეგ კი  ხდება თანხის მითვისება.

კიდევე რთი სქემა, რომელსაც თაღლითები იყენებენ, არ გახლავთ ტრადიციული ფიშინგი, თუმცა კარგად აპრობირებული ხერხია:

კიბერდამნაშავეები ტეხავენ  პოტენციური მსხვერპლის ფეისბუქგვერდს და რომელიმე მეგობრის სახელით უგზავნიან მესიჯს, რომ სჭირდებათ ფინანსური დახმარება. ამის შემდეგ  კი უზიარებენ საბანკო ანგარიშს,  სადაც უნდა მოხდეს თანხის გადარიცხვა. (არის შემთხვევები, როდესაც თანხის მიმღების და გატეხილი facebook- გვერდის მფლობელის მეგობრის გვარები ემთხვევა ერთმანეთს). ამ სცენარის ყველაზე ხშირი ვერსიით,  თაღლითები უკავშირდებიან თანხის მიმღებსაც და სთხოვენ ჩარიცხული თანხის სხვაგან გადარიცხვას. როგორც წესი,  ეს ონლაინ გემბლინგის ანგარიშებია.

ახლა, როცა უკვე იცით რა სქემებით მოქმედებენ კიბერთაღლითები, უფრო მეტად დაცული ხართ, რომ არ გაებათ ხაფანგში. 

დაიმახსოვრეთ!

ნდობის მოპოვებისა და მოტყუების მიზნით თაღლითები იმისთვის, რომ „ვითომ  ფული“ ჩაგირიცხონ, ანგარიშის ნომრის ნაცვლად შენგან ითხოვენ:

· საბანკო ბარათის 16-ნიშნა კოდს;

· CVV კოდს, რომელიც ბარათის უკანა მხარესაა მითითებული;

· ბარათის მოქმედების ვადას;

· ბარათის 2-ვე მხარეს სურათის გადაღებას და გაგზავნას;

· ტელეფონზე მიღებული ერთჯერადი კოდის გაზიარებას.

აღნიშნული მონაცემების სხვისთვის გაზიარების შემთხვევაში სასწრაფოდ დაუკავშირდით ბანკს და შეატყობინეთ მომხდარის შესახებ. გახსოვდეთ, რომ საბანკო ანგარიშთან დაკავშირებული დეტალები მხოლოდ თქვენ უნდა იცოდეთ და დაუშვებელია მისი მესამე პირისთვის გაზიარება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსური განათლება
image საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

09.02.2026.21:29

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და საუნივერსიტეტიო საზოგადოება ეხმაურებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „რეგიონში ერთ-ერთ დიდ, მძლავრ ტექნიკურ-ტექნოლოგიურ უმაღლეს დაწესებულებად ჩამოყალიბების შესახებ”. 

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. 

როგორც სტუ-ის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, სწრაფად ცვალებადი გლობალური რეალობა, შრომის ბაზრის მოთხოვნები და ინოვაციური ეკონომიკის განვითარება თანამედროვე, მოქნილ და ხარისხზეორიენტირებულ საგანმანათლებლო პოლიტიკას მოითხოვს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თავისიმრავალწლიანი გამოცდილებით, აკადემიური და სამეცნიერო პოტენციალით სრულ მზადყოფნას გამოთქვამსაქტიურად ჩაერთოს განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში.  

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და საუნივერსიტეტო საზოგადოება გულწრფელ მადლობასუხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს  კონსტრუქციული, ღია და პროფესიულ ინტერესებზე დაფუძნებულიდიალოგისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გადაწყვეტილება ასახავს როგორც აკადემიურისაზოგადოების პოზიციას, ისე ქვეყნის გრძელვადიან საგანმანათლებლო ინტერესებს: ტექნიკური უნივერსიტეტის - როგორც წამყვანი საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური განათლების ცენტრის - თვითმყოფადობისშენარჩუნება და მისი სამეცნიერო-ტექნიკური პროფილის გამოკვეთა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვანწინაპირობას ქვეყნის ტექნოლოგიური და ინდუსტრიული განვითარებისა და მდგრადი ეკონომიკის ფორმირებისთვის.

მიღებული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების სისტემის დივერსიფიკაციის, სპეციალიზაციისა და ინსტიტუციური იდენტობის განმტკიცების საერთაშორისო პრაქტიკასთან. 

გლობალური ტექნოლოგიური ცვლილებების, ციფრული ტრანსფორმაციისა და შრომის ბაზრის სტრუქტურული გარდაქმნების პირობებში, განათლების სისტემის რეფორმა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს. რეფორმის მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ ინსტიტუციური რეორგანიზაცია, არამედ საგანმანათლებლო პროცესის შინაარსობრივი განახლება, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაძლიერება და უმაღლესი განათლების მჭიდრო კავშირი ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებთან. ამ კონტექსტში ტექნიკური განათლება განიხილება როგორც  კომპონენტი ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიაში. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოთქვამს სრულ მზაობას, სისტემურად და აქტიურად ჩაერთოს განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში. უნივერსიტეტი ფლობს მნიშვნელოვან ინსტიტუციურ, აკადემიურ და სამეცნიერო რესურსს, რაც საშუალებას აძლევს მას მონაწილეობა მიიღოს რეფორმის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ეტაპებზე. უნივერსიტეტის ხედვა ეფუძნება ხარისხზე ორიენტირებულ მართვას, სწავლებისა და კვლევის ინტეგრაციას, ინოვაციური პედაგოგიური მოდელების დანერგვას და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

სტრატეგიული განვითარების პერსპექტივაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრიორიტეტები მოიცავს ტექნიკური და საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციას, კვლევითი და ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განახლებას, საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო ქსელებში ინტეგრაციის გაღრმავებას და ტექნოლოგიური ტრანსფერის მექანიზმების გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უნივერსიტეტის როლის გაძლიერებას ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებაში, კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაფართოებას და ახალგაზრდა მკვლევრებისა და ინჟინრების პროფესიულ განვითარებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განიხილავს საკუთარ მისიას როგორც განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების ერთიან პლატფორმას, რომელიც ემსახურება  ეროვნული და რეგიონული განვითარების მიზნებს. სახელმწიფოსა და სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოების პარტნიორობა ამ პროცესში განიხილება კრიტიკულ ფაქტორად რეფორმის ეფექტიანობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად. უნივერსიტეტი მზად არის, გააგრძელოს პასუხისმგებლიანი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა განათლების სისტემის იმგვარი ტრანსფორმაციისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან კონკურენტუნარიანობას.

დარწმუნებული ვართ, სახელმწიფოსა და აკადემიური საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელიიქნება ისეთი განათლების სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უპასუხებს დღევანდელ გამოწვევებს და მომავლისსაჭიროებებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავ დარჩება პროგრესის, ცოდნისა და ინჟინრულიაზროვნების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად საქართველოსა და რეგიონში“, - აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.

ინფორმაციისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებსა და აკადემიური საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“ პრინციპის შესაბამისად სტუ გარდაიქმნება „წმინდა ტექნიკურ" უნივერსიტეტად. სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამები მილევად რეჟიმში გადავა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა