მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

როგორ დავიცვათ თავი ფიშინგ სქემებისგან - რჩევები

news image
mbc image

ფიშინგი ინტერნეტთაღლითობის ფორმაა, რომელიც მომხმარებელს მოტყუების გზით აიძულებს, თავისი პერსონალური ინფორმაცია თაღლითების მიერ შექმნილ ყალბ ვებგვერდზე შესვლისას გაამჟღავნოს.

თაღლითები სხვადასხვა გზით ცდილობენ პოტენციური მსხვერპლის მოტყუებას და მისი თანხების მითვისებას. ეს შეიძლება იყოს ყალბი შეტყობინება ან ზარი, რომელიც თითქოსდა ბანკისგანაა. ამასთან, ხშირად ფიშინგის საფრთხის შემცველია მაცდური შეთავაზებები, რომელიც სოციალური ქსელების გამოყენებით მომხმარებელს სხვადასხვა მოგებას ან გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობს. ფულის დაბანდების სანაცვლოდ შემოთავაზებულია მაღალი სარგებელი, რომელიც ბევრად აღემატება ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთებს; ამასთან შექმნილია მავნე/ვირუსული პროგრამები, რომელთა საშუალებითაც თაღლითებს მსხვერპლის მოწყობილობაში შეღწევა შეუძლიათ და ა.შ.

Business Insider Georgia განიხილავს ფიშინგის საფრთხის შემცველ შეთავაზებებს, რომლის დროსაც მომხმარებელმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

სოც ქსელებში გავრცელებული შეთავაზებები -  მობილური სერვისები ან იაფი ინტერნეტ პაკეტები - ასეთი „იაფი“  შეთავაზების გააქტიურების მიზნით  მომხმარებელი ინტერნეტ/მობილური სერვისების შესაძენად გადადის ბანკის დისტანციური არხების Mbank/Ibank-ის მსგავს  გვერდზე სადაც შეჰყავს იუზერი და პაროლი. ამ მომენტში, მომხმარებლის მხრიდან  ინფორმაციის შეყვანა ხდება  ყალბ გვერდზე, რითიც  სარგებლობს კიბერთაღლითი და ახდენს  იუზერისა და პაროლის „მოპარვას“.  კლიენტს სმს -ით ეგზავნება მიღებული ერთჯერადი კოდები, რომელსაც მომხმარებელი  თავად უზიარებს თაღლითს ან თავად შეჰყავს ყალბ ვებგვერდზე.  კოდით დადასტურების შემდეგ კი  ხდება თანხის მითვისება.

ფიშინგის საფრთხეს შეიცავს ბანკის სახელით დაანონსებული აქციები და გათამაშებები-მაგალითად: ტელეფონების გათამაშება; სადღესასწაულო გათამაშებები, რასაც მომხმარებელს ახალი წლის დღეებში ან სხვა დღესასწაულებზე სთავაზობენ. (საკითხი შესაძლოა აღდგომის დღესასწაულებზეც აქტუალური იყოს) ამ შემთხვევაში თანხის მითვისება ზემოთ აღწერილი სქემით ხდება.

ყოველთვის დაუკავშირდით ბანკს ან იმ ორგანიზაციას, ვისი სახელითაც ვრცელდება ინფორმაცია გათამაშების ან შეთავაზების შესახებ.  გადაამოწმეთ, რეალურად ატარებს თუ არა ამგვარ გათამაშებას, აქვს თუ არა შემოთავაზება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ მასში მონაწილეობა.

ფიშინგის საფრთხეს ხშირად შეიცავს ვებგვერდები, სადაც მომხმარებელი ნივთებს ონლაინ ყიდულობს. მაგალითისთვის განვიხილოთ, MyMarket  /MyAuto: თუ მომხმარებელს აქვს ვებგვერდზე გასაყიდი ნივთი, მას „დაინტერესებული პირები“ უკვაშირდებიან WhatsApp-ისა ან Viber-ის მეშვეობით და სთხოვენ ნივთის საფოსტო ან საკურიერო სერვისით მიწოდებას.  ამისთვის კი უგზავნიან  საფოსტო სერვისის ყალბ ბმულს (შესაძლოა იყოს DHL ან ნებისმიერი სხვა კომპანია). შემდეგ, მომხმარებელი საკურიერო სერვისის გადახდისთვის გადადის  თაღლითის მიერ გამოგზავნილ  ბმულზე, ყალბ გვერდზე, რომელიც რომელიმე ბანკის მობილ ბანკის ან ინტერნეტბანკის გვერდის მსგავსია და შეჰყავს დისტანციური არხის მონაცემები  (Mbank/Ibank იუზერი და პაროლი). კიბერთაღლითის მიერ თანხის მითვისების სქემა კი აქაც იგივეა.

ასევე არის მაგალითები, როდესაც მომხმარებელს, ვითომ ნივთის ღირებულების თანხის ჩარიცხვის მიზნით, უგზავნიან ლინკს, რომლის გახსნის შემდეგაც იხსენაბ მეროე გვერდი - „აირჩიეთ ბანკი სადაც გსურთ თანხის მიღება“. ბანკის არჩევის შემთხვევაში მოტყუებული მომხმარებელი გადადის რომელიმე  ბანკის Mbank/Ibank-ის  მსგავს, ყალბ  ვებგვერდზე, სადაც შეჰყავს დისტანციური არხის იუზერი და პაროლი. ამ მომენტში, ამომხმარებლის მხრიდან  ინფორმაციის შეყვანა ხდება  ყალბ გვერდზე, რითიც სარგებლობს კიბერთაღლითი და ახდენს  იუზერისა და პაროლის „მოპარვას“.  კლიენტს სმს -ით ეგზავნება მიღებული ერთჯერადი კოდები, რომელსაც მომხმარებელი  თავად უზიარებს თაღლითს ან თავად შეჰყავს ყალბ ვებგვერდზე.  კოდით დადასტურების შემდეგ კი  ხდება თანხის მითვისება.

ინტერნეტთაღლითები ასევე ცდილობენ ფიშინგი Western union -ის ყალბი ბმულის მეშვეობით განახორციელონ. სქემა შემდეგია: კიბერთაღლითი ნახულობს სხვადასხვა ვებგვერდებზე  უძრავი ქონების გაქირავების განცხადებებს (Booking.com, MyHome…..), უკავშირდება განმცხადებელს, დაახლოებით ნახევარი საათი  არკვევს სხვადასხვა დეტალებს ქონებასთან დაკავშირებით, მათ შორის შეიძლება დაუსვას კითხვები ცხოველები დაიშვებიან თუ არა და ა.შ. აღნიშნულს აკეთებს, რომ გამქირავლებლის მეტი ნდობა მოიპოვოს. შემდეგ უკვე საბოლოო გადაწყვეტილებამდე მიდის და ეუბნება, რომ სურს ქირაობა და პირველი თვის ქირას გამოუგზავნის გზავნილის საშუალებით.

უზიარებს ლინკს (Western Union ფიშინგ ლინკი) და ასევე კოდს, რომელიც ვითომ  გზავნილის მიღების კოდია. მომხმარებელი უმეტეს შემთხვევაში აღნიშნული კოდით ცდილობს გზავნილის მიღებას მობილბანკში, მაგრამ რეალურად ვერ პოულობს, ვინაიდან არარსებული გზავნილია, შემდეგ უკვე თაღლითი მას სთავაზობს მის მიერ გამოგზავნილი ვესტერნის ბმულით ისარგებლოს და ისე მიიღოს გზავნილი.  აღნიშნულ ბმულზე  გადასვლის შემდეგ მომხმარებელს, გამქირავებელს  პირველ რიგში შეჰყავს თაღლითის მიერ   გაზიარებული ვითომ გზავნილის კოდი (ეს სქემა უფრო მეტად დახვეწულია წინა ქეისებისგან განსხვავებით, ვინაიდან კიბერდამნაშავე თვითონ უზიარებს მომხმარებელს კოდს თავიდან, რომელსაც თუ არ ჩაწერს მომხმარებელი,  ვესტერნის ყალბ გვერდზე, შემდეგ ეტაპზე ვერ გადავა.

შესაბამისად, როდესაც მომხმარებელი თაღლითის  მიერ გაზიარებული კოდს წერს და ვებგვერდს შემდეგ ეტაპზე გადაყავს, მას უჩნდება განცხდა, რომ ყველაფერი რიგზეა.  მეორე გვერდზე კი არის ბანკის არჩევი შეთავაზება, რომლითაც  მომხმარებელს გზავნილის მიღება სურს.  ბანკის არჩევის შემდეგ უკვე იხსნება მესამე გვერდი, სადაც მოტყუებულ მომხმარებელს ინტერნეტ ბანკის მსგავს, მაგრამ  ფიშინგ გვერდზე სთხოვენ იუზერის და  პაროლის შეყვანას. ამ ინფორმაციის გაზიარების შემდეგ კი პროცესი სტანდარტულად მიდის. კიბერთაღლითი ახდენს  იუზერისა და პაროლის „მოპარვას“.  კლიენტს სმს -ით ეგზავნება მიღებული ერთჯერადი კოდები, რომელსაც მომხმარებელი  უზიარებს თაღლითს ან თავად შეჰყავს ყალბ ვებგვერდზე.  კოდით დადასტურების შემდეგ კი  ხდება თანხის მითვისება.

კიდევე რთი სქემა, რომელსაც თაღლითები იყენებენ, არ გახლავთ ტრადიციული ფიშინგი, თუმცა კარგად აპრობირებული ხერხია:

კიბერდამნაშავეები ტეხავენ  პოტენციური მსხვერპლის ფეისბუქგვერდს და რომელიმე მეგობრის სახელით უგზავნიან მესიჯს, რომ სჭირდებათ ფინანსური დახმარება. ამის შემდეგ  კი უზიარებენ საბანკო ანგარიშს,  სადაც უნდა მოხდეს თანხის გადარიცხვა. (არის შემთხვევები, როდესაც თანხის მიმღების და გატეხილი facebook- გვერდის მფლობელის მეგობრის გვარები ემთხვევა ერთმანეთს). ამ სცენარის ყველაზე ხშირი ვერსიით,  თაღლითები უკავშირდებიან თანხის მიმღებსაც და სთხოვენ ჩარიცხული თანხის სხვაგან გადარიცხვას. როგორც წესი,  ეს ონლაინ გემბლინგის ანგარიშებია.

ახლა, როცა უკვე იცით რა სქემებით მოქმედებენ კიბერთაღლითები, უფრო მეტად დაცული ხართ, რომ არ გაებათ ხაფანგში. 

დაიმახსოვრეთ!

ნდობის მოპოვებისა და მოტყუების მიზნით თაღლითები იმისთვის, რომ „ვითომ  ფული“ ჩაგირიცხონ, ანგარიშის ნომრის ნაცვლად შენგან ითხოვენ:

· საბანკო ბარათის 16-ნიშნა კოდს;

· CVV კოდს, რომელიც ბარათის უკანა მხარესაა მითითებული;

· ბარათის მოქმედების ვადას;

· ბარათის 2-ვე მხარეს სურათის გადაღებას და გაგზავნას;

· ტელეფონზე მიღებული ერთჯერადი კოდის გაზიარებას.

აღნიშნული მონაცემების სხვისთვის გაზიარების შემთხვევაში სასწრაფოდ დაუკავშირდით ბანკს და შეატყობინეთ მომხდარის შესახებ. გახსოვდეთ, რომ საბანკო ანგარიშთან დაკავშირებული დეტალები მხოლოდ თქვენ უნდა იცოდეთ და დაუშვებელია მისი მესამე პირისთვის გაზიარება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ქართულ და აფხაზურ ენებზე საერთაშორისო კონფერენციის თეზისების კრებული გამოსცა

30.09.2026.17:50

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პირველად შექმნა შესაძლებლობა, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სამეცნიერო კომუნიკაცია ქართულ და აფხაზურ ენებზე განხორციელებულიყო, ხოლო კონფერენციის თეზისების კრებული ორივე ენაზე გამოცემულიყო. ჩვენთვის ეს ინიციატივა მხოლოდ ორენოვანი სამეცნიერო გამოცემის შექმნას არ გულისხმობს. მისი მნიშვნელობა გაცილებით ფართოა. იგი ადასტურებს უნივერსიტეტის პასუხისმგებლობას, ხელი შეუწყოს მეცნიერების განვითარებას, აკადემიური ენის გაძლიერებას და ისეთი სამეცნიერო გარემოს შექმნას, სადაც ცოდნის წარმოება და გაზიარება მრავალენოვან, ინკლუზიურ და თანამედროვე აკადემიურ სივრცეშია შესაძლებელი. ვფიქრობთ, ეს გამოცდილება შეიძლება გახდეს საფუძველი ახალი აკადემიური თანამშრომლობისთვის და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული და აფხაზური სამეცნიერო ტერმინოლოგიის, სამეცნიერო კომუნიკაციისა და თანამედროვე ცოდნის განვითარების მიმართულებით. აკადემიური კულტურის გაძლიერებასა და ისეთი მომავლის შექმნაში, სადაც ენა არის მეცნიერების განვითარების ცოცხალი სივრცე“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, მეორე საერთაშორისო კონფერენციის - “საქართველოს სახელმწიფო ენები ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ეკონომიკის ეპოქაში - კულტურული და ტექნოლოგიური ასპექტები”, ფარგლებში ქართულ და აფხაზურ ენებზე კონფერენციის თეზისების კრებულის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ორენოვანი გამოცემა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც სამეცნიერო, ისე კულტურული თვალსაზრისით, ვინაიდან კრებულში წარმოდგენილია 21 სამეცნიერო თემა, რომლებიც სახელმწიფო ენების თანამედროვე გამოწვევებს, მათი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ენობრივი რესურსების შექმნისა და გამოყენების საკითხებს აერთიანებს. ასევე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ფაქტი, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ქართულ და აფხაზურ ენებზე ჩატარდა და მისი თეზისების კრებულიც ორივე ენაზე გამოიცა.

სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის პროფესორ კონსტანტინე ფხაკაძის თქმით, ორენოვანი კრებულის გამოცემა სახელმწიფო ენების სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან აკადემიურ მოვლენად შეიძლება განვიხილოთ, რადგან ქართული და აფხაზური ენები ერთიან სამეცნიერო სივრცეშია წარმოდგენილი არა მხოლოდ როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და ენობრივი იდენტობის მატარებლები, არამედ როგორც თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ინსტრუმენტები.

„თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების პირობებში ენის კულტურული დაცვა სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდება მის ციფრულ არსებობას. ხელოვნური ინტელექტის სისტემების, დიდი ენობრივი მოდელების, ავტომატური თარგმნის, მეტყველების ამოცნობისა და სინთეზის, საძიებო სისტემებისა და სხვა ციფრული ტექნოლოგიების განვითარება თითოეული ენისთვის ახალი ტიპის რესურსების შექმნას მოითხოვს. ამდენად, ენის სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან განმსაზღვრელ ფაქტორად იქცა მისი წარმოდგენა ციფრულ და ტექნოლოგიურ სივრცეში. სწორედ ამ გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ქართული და აფხაზური ენებისთვის თანამედროვე ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიების განვითარებაა. ინსტიტუტის კვლევითი მიმართულებები მოიცავს ბუნებრივი ენის დამუშავებას, ენობრივი რესურსების შექმნას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, ქართული და აფხაზური ენების ტექნოლოგიურ მხარდაჭერასა და შესაბამისი სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარებას. კონფერენციის ორენოვანი თეზისების კრებულის გამოცემა სწორედ ამ სამეცნიერო პროცესის მნიშვნელოვანი შედეგია. გამოცემა ქმნის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო ენებთან დაკავშირებული თანამედროვე კვლევები ხელმისაწვდომი იყოს როგორც ქართულ, ისე აფხაზურ ენებზე და ამავე დროს ხელს უწყობს სამეცნიერო ტერმინოლოგიის, ენობრივი რესურსებისა და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებას“, - აცხადებს კონსტანტინე ფხაკაძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თქმით, ორენოვანი თეზისების კრებულის გამოცემა აკადემიური გამოცდილებაა და, ამავე დროს, მკაფიო გზავნილი, რომ ქართული და აფხაზური ენები სამეცნიერო დიალოგისა და აკადემიური თანამშრომლობის სივრცეში უნდა იყოს თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სრულფასოვანი ენები. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიზე აცხადებს, ქართული და აფხაზური ენების სამეცნიერო სივრცეში განვითარება ნიშნავს მომავალ თაობებში ცოდნის შექმნისა და აკადემიური საქმიანობის შესაძლებლობების გაძლიერებას.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ ინიციატივით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის განსაკუთრებულ მისიას - შექმნას აკადემიური გარემო, სადაც მეცნიერება ქმნის ახალ ცოდნას, განათლება აჩენს ახალ შესაძლებლობებს, ხოლო აკადემიური თანამშრომლობა აძლიერებს სამეცნიერო კავშირებს და ხელს უწყობს საერთო სამეცნიერო სივრცის განვითარებას. ამასთან, უნივერსიტეტი საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს, ხელი შეუწყოს ქართული და აფხაზური ენების განვითარებას თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ენებად. კრებულში თავმოყრილი 21 სამეცნიერო თემა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ მრავალდისციპლინურ გარემოს, რომელშიც დღეს სახელმწიფო ენების საკითხები განიხილება. ენა თანამედროვე ეპოქაში მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება აღარ არის, იგი წარმოადგენს ციფრულ მონაცემს, ცოდნის საცავს, ტექნოლოგიური დამუშავების ობიექტს და ხელოვნური ინტელექტის სისტემების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს. ამ კონტექსტში ქართული და აფხაზური ენების ციფრულ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაცია დაკავშირებულია ისეთი რესურსების განვითარებასთან, როგორიცაა ელექტრონული კორპუსები, ციფრული ლექსიკონები, ტერმინოლოგიური ბაზები, ენობრივი მონაცემთა ნაკრებები, ავტომატური თარგმნის სისტემები და ბუნებრივი ენის დამუშავების ტექნოლოგიები. ამ საჭიროებისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით დასაფასებელია სახელმწიფოს ყურადღება და ზრუნვა ქართული და აფხაზური ენების განვითარებისა და თანამედროვე სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სივრცეში მათი დამკვიდრების მიმართ. სწორედ ამ ხედვისა და მხარდაჭერის შედეგია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ინსტიტუტის შექმნა, რისთვისაც სახელმწიფოს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით“, - აცხადებს დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, კრებულში შესულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ), ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ილინოისის უნივერსიტეტის, სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრების: კონსტანტინე ფხაკაძის, შალვა მალიძის, დავით გეგიას, ბიძინა ლემონჟავას, ალექსანდრე მასხარაშვილის, გელა ლობჯანიძის, გოჩა ნანიტაშვილის, ლალი ტიბუას, ლია კურტანიძის, მერიჰან ჰაზემ ანვარ ლაბიბ ბიშარას, მერიუმ ჰაზემ ანვარ ლაბიბ ბიშარას, რატი სხირტლაძის, ლეილა ავიძბას, ნათია ფონიავას, მიხეილ რუხაიას, ნინო გეგენავას, ელენე ქუთათელაძის, მარიამ ქათამაშვილის, დემეტრე ლაბაძის, ლუკა ფხაკაძის, რიტა მარღანიას, ბიძინა ლემონჯავას, ბესიკ დუნდუას ნაშრომები, კერძოდ: „პიროლოგი: პროლოგის გაფართოება წესებზე დაფუძნებული გამოყვანით”; „ქართულ-აფხაზური დინამიკური ტერმინოლოგიური პორტალი: მიზნები, კონცეფცია, მეთოდები”; „ქართული და აფხაზური ენების სრული მათემატიკური შესწავლისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მიზნები, გამოწვევები, შედეგები და რეკომენტაციები”; „ლოგიკის, ენის, ხელოვნური ინტელექტისა და ცოდნის ინჟინერიის სამსაფეხურიანი სასწავლო პროგრამის დაფუძნება-ამოქმედება, როგორც ჩვენი ინსტიტუტის ამეტაპობრივი მთავარი მიზანი”; „სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნების მიზეზები და უახლოესი მიზნები”; „ციფრული ეკონომიკის ტენდენციები და პერსპექტივები სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და გაძლიერებაში“; „TSR ლოგიკის მეთოდების გამოყენება“; „არამკაფიო ლოგიკაზე დაფუძნებული ინტერპრეტირებადი მოდელი ქალაქის გარემოში ელექტრომაგნიტური რისკების შეფასებისთვის“; „დამაკავშირებელი თეორია და პრაქტიკა: მასშტაბირებადი ალბათური ILP რეალური სამყაროს ხელოვნური ინტელექტისთვის“; „ბაიესისეული დალაგებიდან არაკლასიფიცირებულ ალბათობამდე: სამეცნიერო გზა ადამიანის მსგავსი ხელოვნური ინტელექტისკენ“; „ციფრული ტექნოლოგიების როლი აფხაზური ენის სწავლების პროცესში“; „ურანგო ალბათური ლოგიკის გამოყენება ბუნებრივი ენის ორაზროვნების გაგებისთვის“; „აფხაზური მარტივი წინადადების პირველი მათემატიკური ანალიზი შალვა ფხაკაძის აღნიშვნათა თეორიისა და კონსტანტინე ფხაკაძის ქართული ენის ლოგიკური გრამატიკის საფუძველზე”; „ქართული ენის ლოგიკური გრამატიკა როგორც ქართული ენის ლოგიკის საფუძველი”; „ენის ფილოსოფოსთა თეორიების გამოყენება თარგმანის პრაქტიკაში”; „ხელოვნური ინტელექტის საკითხი დასავლური ფილოსოფიის ისტორიის გადმოსახედიდან”; „რეგულარული ენების გაწარმოება მსგავსების მიმართებით”; „დრონების ჯგუფის ფორმალური მოდელირება”; „ქართული თვითგანვითარებადი კორპუსი და მასში ჩადგმული ქართული ტექსტების მორფოლოგიურად, სინტაქსურად და ლოგიკურად მაანალიზებელი სისტემების მიმოხილვა”; „აფხაზური თვითგანვითარებადი კორპუსი და მასში ჩადგმული აფხაზური ორთოგრაფიული მართლწერის შემუშავების მიზნები და მეთოდები”.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა