მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0029
flag
AZN 1.5957
-0.0001
flag
CNY 37.786
-0.0044
flag
EUR 3.1511
-0.0192
flag
GBP 3.635
-0.0167
flag
KZT 51.44
-0.0016
flag
TRY 0.0674
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0011

პაპუნა ლეჟავამ ყოველწლიურ საბანკო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ მონაწილეობა მიიღო გამოცემა The Financial-ის ორგანიზებით და ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის მხარდაჭერით გამართულ ყოველწლიურ საბანკო ფორუმში. ფორუმის - საბანკო სექტორის მომავალი (The Future of Banking-ის) ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ციფრული ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების გაძლიერების და საფინანსო სექტორის  მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხები.

პაპუნა ლეჟავამ ისაუბრა საბანკო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და ახალ შესაძლებლობებზე. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ფინანსური ბაზრის განვითარებაზე. მან ყურადღება გაამახვილა ვირტუალური აქტივების რეგულაციებზე. "2022 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები რამდენიმე კანონში, რითაც შექმნა საკანონმდებლო ბაზა ვირტუალური აქტივებისა და ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერებისთვის, რომელიც ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევიდა. მათ შორის ცვლილებები ეხებოდა ორგანულ კანონს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ და საქართველოს კანონს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ. შემოთავაზებული ცვლილებების პროექტი ეფუძნებოდა ფინანსურ ღონისძიებათა ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებს და სხვა იურისდიქციების პრაქტიკულ გამოცდილებას. საქართველოს ეროვნული ბანკი გააგრძელებს საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას და გაითვალისწინებს უცხოელი მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობის გამოცდილებას. ეს უზრუნველყოფს თანამშრომლობას და კოორდინაციას ვირტუალური აქტივების ეკოსისტემის მარეგულირებელი და საზედამხედველო სირთულეების დასაძლევად,"  - აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ფინანსურ სექტორში ინოვაციების ტემპი სულ უფრო იზრდება, რასაც, როგორც ახალი შესაძლებლობები, ასევე ახალი რისკები მოაქვს. ახალი ტექნოლოგიების ხელშესაწყობად და ფინტექის ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა.

ღონისძიებას საფინანსო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსური განათლება
image ალექსანდრე წულაძემ საერთაშორისო კონფერენციის „განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“ გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

25.06.2025.15:07

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისგანათლებაკეთილდღეობის კატალიზატორიგახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფის კუთხით განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ალექსანდრე წულაძე: „საქართველოს მთავრობა განათლებასა და მეცნიერებას განიხილავს როგორც ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ ღერძს. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ სამართლიანი და ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც უპასუხებს როგორც თანამედროვე მოთხოვნებს, ისე მომავალი თაობების საჭიროებებს, შექმნის ახალ შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის და ხელს შეუწყობს ინოვაციას, კონკურენტუნარიანობას და საზოგადოებრივ კეთილდღეობას.“  

სამდღიანი კონფერენციის მიზანია განათლების, როგორც პიროვნული და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალის წარმოჩენა და აღნიშნული მიმართულებით უნივერსიტეტების როლის ხაზგასმა. მონაწილეები იმსჯელებენ საზოგადოების კეთილდღეობასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და გადაჭრის გზებზე

კონფერენცია ფარავს შემდეგ მიმართულებებს: განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური მეცნიერებები; ეკონომიკა; სამართალი; ციფრული ტრანსფორმაცია; უნივერსიტეტის დანიშნულება და მისია; განათლების ხარისხი.

გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ადგილობრივი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

სამდღიან კონფერენციაში მონაწილეობენცნობილი მეცნიერები, საერთაშორისო ორგანიზაციებისევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA); Advance HE (Great Britain); HER (Great Britain) – წარმომადგენლები და პროფესორები ისეთი წარმატებული უნივერსიტეტებიდან, როგორებიცაა – Case Western University; Cleveland University (Ohio); Bremen University; Ashaferburg University; International University of Technology Cologne; Middlesex University (London); Arden University (London); Kings College London; Sorbonne University (Paris); Alicante University; University of Coimbra; Tuscia University; University of Education Upper Austria; University of Warsaw;

კონფერენციის კრებული გამოიცემა როგორც ბეჭდური სახით, ასევე, ნაშრომები გამოქვეყნდება საერთაშორისო მაღალრეიტინგულ ჟურნალში (SprigerBriefs).

კონფერენციაგანათლებაკეთილდღეობის კატალიზატორისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერითა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა