ნინო ჯელაძემ OECD-ის მიერ ორგანიზებულ ფინანსური განათლების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილოება
საქართველოს ეროვნულის ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ, სარაევოში OECD/INFE-ის მიერ ორგანიზებულ ფინანსური განათლების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
წლევანდელი ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა ბოსნია და ჰერცოგოვინაა.
კონფერენციაში, რომლის სახელწოდებაა - „ფინანსური განათლების ტენდენციები და გამოწვევები“ - მონაწილეობდნენ სსფ-ის ნიდერლანდის ჯგუფის წევრი ქვეყნების რეგიონული ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები. მათ შორის, ხორვატიის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბოიან ფრასი, მაკედონიის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ტრაიკო სლავესკი, მოლდოვას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ანკა დრაგუ და ბოსნია და ჰერცოგოვინას ცენტრალური ბაკის პრეზიდენტი ჯასმინა სელიმოვიჩი.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „ფინანსური განათლების მნიშვნელობა ძლიერი ეკონომიკური ზრდისთვის“ ვრცლად ისაუბრა ფინანსური განათლების მნიშვნელოვან როლზე მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. ნინო ჯელაძემ პანელური დისკუსიის მონაწილეებს გაუზიარა ფინანსური განათლების სტრატეგიის განხორციელების ქართული გამოცდილება, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქალებისა და მეწარმეების როლის გაძლიერებაზე ისეთი ინიციატივების საშუალებით, როგორიცა სებ-ის ფინანსური განთლების პლატფორმა Finedu და მიზნობრივი პროგრამები, მათ შორის, „Finedu ქალებისთვის“.

(ნინო ჯელაძე მოლდოვას და ბოსნია და ჰერცოგოვინას ცენტრალური ბაკნების პრეზიდენტებთან)
„ეროვნული ბანკის ძალისხმევით ქვეყანას 2016 წლიდან აქვს ფინანსური განათლების სტრატეგია, რომელიც 2023 წელს განახლდა და ქალების სეგმენტი ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად განისაზღვრა. ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ფინანსური განათლება ყველაზე დიდ შედეგს მაშინ იძლევა, როდესაც საჯარო და კერძო სექტორი ერთად მუშაობს. ამ თანამშრომლობით ფინანსური განათლება იქცევა არა მხოლოდ ცნობიერების ამაღლების, არამედ რეალური შესაძლებლობების გამაძლიერებელ ფაქტორად. ფინანსური განათლება რჩება ეროვნული ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, ამიტომ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ეფექტური და შედეგიანი აქტივობებისათვის, რაც ჩვენი ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთი წინაპირობაა“, - აღნიშნა მან.
კონფერენციის ფარგლებში ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების მიმართულების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრებში და კოლეგებს საქართველოს გამოცდილება გაუზიარეს.
სებ-ის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი თეიმურაზ ხომერიკი და სებ-ის ფინანსური განათლების და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
საერთაშორისო კონფერენცია ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFE) ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ბოსნია და ჰერცოგოვინას ეროვნული ბანკის თანაორგანიზებით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ტექნიკური დახმარების პროექტი საქართველოსთან ერთად, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 9 ქვეყანას აერთიანებს და რეგიონში ფინანსური განათლების ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ
08.04.2026.16:51
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტენოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათგან კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, შეხვედრაში, რომელიც უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებითა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის აქტიური ჩართულობით წარიმართა, მონაწილეობდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, პროფესორ-მასწავლებლები და კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე, ხოლო საქართველოს ბანკის მხრიდან - მასობრივი და საოპერაციო პოზიციების მიმართულებით შერჩევის სამსახურის უფროსი ეთო ქობალია და კომუნიკაციების სწავლებისა და განვითარების სამსახურის უფროსი თამარ ჭანტურიშვილი.
სტუდენტებს უნივერსიტეტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი და საქართველოს ბანკის წარმომადგენლები ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ წარუდგინა და ახალგაზრდებს კარიერული განვითარებისა და სამომავლო დასაქმების შესახებ საუნივერსიტეტო ინიციატივებზე ესაუბრა; ასევე, გააცნო საქართველოს ბანკის წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კარიერული ზრდის შესაძლებლობებსა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივებზე ვრცლად ისაუბრა ნატო ქათამაძემ და ახალგაზრდებს აქტიურობისა და სამსახურთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და საქართველოს ბანკს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორულ ურთიერთობასა იმ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რაც ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაზე დადებითად აისახება.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა სტუდენტებს მივცეთ საშუალება მარტივად მოახერხონ მათთვის სასურველი ვაკანსიების მოძიება, რაშიც ხელს ვუწყობთ სხვადასხვა კავალიფიციურ დამსაქმებელთან შეხვედრის პროცესში. გარდა ამისა, ტრენინგებისა და სემინარების საშუალებით ვცდილობთ ახალგაზრდებს განვუვითაროთ ის უნარები, რომლებიც აუცილებელია დამსაქმებელთან კომუნიკაციის პროცესში. საქართველოს ბანკი ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაციაა საბანკო ინდუსტრიაში - მათთან არაერთი წელია პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს, რასაც თანამშრომლობის მემორანდუმიც ამყარებს. ერთობლივი ძალებით მრავალ აქტივობას ვახორციელებთ და ყველა მათგანი სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით იგეგმება. სწორედ ეს არის ჩვენი სამსახურის მიზანიც და მისიაც. მადლობა საქართველოს ბანკს, რომ ამჟამადაც ცდილობს ჩვენს სტუდენტებს ხელსაყრელი სამუშაო პირობებით აქტიური ვაკასიები შესთავაზოს" - განაცხადა ნატო ქათამაძემ.
საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა სტუდენტებს საქართველოს ბანკში არსებული აქტიური ვაკასიები გააცნეს, ისაუბრეს სტაჟირების პროგრამებსა და იმ ბენეფიტებზე, რომელსაც ბანკი დაინტერესებულ პირებს ჰპირდება, გაუზიარეს ინფორმაცია კარიერული შესაძლებლობებისა და იმ პროფესიული განვითარების გზების შესახებ, რასაც საქართველოს ბანკი პოტენციურ თანამშრომლებს სთავაზობს.
სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრა ინტერაქციურ რეჟიმში გაგრძელდა. სტუმრებმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს და მათ პროფესიული შესაძლებლობების ზრდის შესახებ პრაქტიკული რჩევებიც გაუზიარეს. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.