მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.4
-0.0026
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.893
-0.0001
flag
EUR 2.8447
-0.0048
flag
GBP 3.4159
-0.0035
flag
KZT 58.29
-0.0007
flag
TRY 0.0514
0
flag
USD 2.5927
-0.0001
news banner

ლევან დავითაშვილი | საქართველოს ეკონომიკის შეფასებები და სტრატეგიული პროექტები, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ხორციელდება

news image
mbc image

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

18.11.2026.20:20

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საჯარო უწყებებში სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის განხორციელების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში ამოქმედდება.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ მოაწერეს ხელი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრას ორგანიზება სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებამ გაუწია.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნების გათვალისწინებით, მემორანდუმის ამოქმედება მიზნად ისახავს შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ხელშეწყობას, უმაღლესი და პროფესიული განათლების განვითარებას, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებას საერთო ინტერესების შეჯერების გზით.

ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ წერეთლის განცხადებით, კომპანიასთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობის გაღრმავებას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების პროფესიული განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, ინოვაციური მიდგომების დანერგვას, კვალიფიციური კადრების ერთობლივად მომზადებასა და მათი დასაქმების ხელშეწყობას, რაც ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

როგორც თამარ წერეთელმა განმარტა, მემორანდუმი მნიშვნელოვანი მექანიზმია უნივერსიტეტსა და დარგობრივ უწყებას შორის მჭიდრო და გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის. მისი თქმით, მხარეები ერთობლივად მოამზადებენ სამეცნიერო კონფერენციებს, სამუშაო შეხვედრებსა და ტრენინგებს, რომელთა თემატიკა შეეხება სახიფათო და არასახიფათო ნარჩენებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მართვის აქტუალურ საკითხებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია ისეთ სახელმწიფო კომპანიებთან პარტნიორობა, რომლებიც ქვეყნის ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და მდგრად განვითარებაზე ზრუნავენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმი ჩვენს სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოსცადონ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამოცდილება მიიღონ. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს დარგში მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა სპეციალისტების ინტეგრაციას, რაც საბოლოოდ როგორც უნივერსიტეტის, ისე მთლიანად ქვეყნის ინტერესებს ემსახურება“, - აღნიშნა ვიცე-რექტორმა.

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებულ პროფესორ ნატო ქათამაძის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში პრაქტიკულ სწავლებასა და სტაჟირებას გაივლიან, რითაც პროფესიულ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ, ახალ გამოცდილებას შეიძენენ და კვალიფიკაციას აიმაღლებენ. როგორც ნატო ქათამაძემ აღნიშნა, სტაჟირების პროცესში ახალგაზრდებს მენტორობას კომპანიის წამყვანი სპეციალისტები გაუწევენ, რაც მათ სამუშაო სპეციფიკის სიღრმისეულად შესწავლაში დაეხმარება. გარდა ამისა, სტაჟირების პროგრამა მორგებული იქნება სასწავლო პროცესზე, რათა სტუდენტებმა აკადემიური მოსწრების პარალელურად პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება შეძლონ. მისივე განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად გაზრდის შრომის ბაზარზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობასა და მათი შემდგომი დასაქმების პერსპექტივას.

სტუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები, ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა