კიბერთაღლითობა | ბიზნესი და შესაძლო დანაკარგები
კიბერთაღლითების სამიზნე არა მხოლოდ ცალკეული ადამიანები, არამედ კომპანიებიც შეიძლება იყოს. არ აქვს მნიშვნელობა, მცირე ბიზნესი იქნება ეს თუ დიდი ზომის კომპანია. კიბერშემთხვევის შედეგად კომპანიამ შესაძლოა დაკარგოს ფინანსები, მნიშვნელოვანი ინფორმაციული აქტივები, მათ შორის კლიენტების პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია და ამასთან ერთად, კლიენტების ნდობაც. ამიტომ, თუ ფლობთ ბიზნესს, პირად ფინანსურ უსაფრთხოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია იზრუნოთ კომპანიის კიბერუსაფრთხოებაზეც.
გიზიარებთ რამდენიმე გავრცელებულ სქემას და მათგან საკუთარი ბიზნესის დაცვის გზებს:
კიბერკრიმინალები კომპანიის თანამშრომლებს მათ კორპორატიულ იმეილზე უგზავნიან ფიშინგ წერილებს, რომლითაც ცდილობენ ყალბ ბმულზე გადაიყვანონ და პერსონალური ან კომპანიის ფინანსური ინფორმაცია მიითვისონ, ან მავნე პროგრამა ჩამოატვირთინონ, რომელმაც სხვადასხვა ტიპის ზიანი შეიძლება მიაყენოს კომპანიას. ასეთი წერილები ხშირად ნაცნობი, ან სანდო გამომგზავნის სახელით იგზავნება, რათა თანამშრომლები შეცდომაში შეიყვანოს.
მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, თქვენ, როგორც ბიზნესის მფლობელმა შესაძლოა ინვესტირება გააკეთოთ ელ. ფოსტის უსაფრთხოების კონტროლის სისტემაში, რომელიც საეჭვო წერილებს აღმოაჩენს და დანერგოთ კონტროლის სხვა მექანიზმები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, იზრუნოთ თანამშრომლებში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებაზე, რათა მათ ჰქონდეთ ფიშინგის შესახებ ინფორმაცია და სიფრთხილით მოეკიდონ საეჭვო წერილებს.
მავნე პროგრამას, როგორც არის მაგალითად ransomware, შეუძლია დაშიფროს კომპიუტერი და მასში არსებული მონაცემები, რის შემდეგაც ის ხელმიუწვდომელი გახდება მომხმარებლისთვის. შიფრის გასაღებისთვის კი კიბერკრიმინალმა თანხის გადახდა მოითხოვოს. აღსანიშნავია, რომ თანხის გადახდის შემთხვევაშიც არავითარი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ თაღლითი შიფრის გასაღებს მოგცემთ.
მავნე პროგრამები თქვენს კომპიუტერში შესაძლოა მოხვდეს საეჭვო ბმულებზე გადასვლისას, საეჭვო ფაილების ჩამოტვირთვისას, არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის დაინსტალირებისას და ა.შ. ამიტომ გამოიყენეთ ლიცენზირებული პროგრამები, მათ შორის ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფები და განაახლეთ ისინი პერიოდულად. არ გადახვიდეთ საეჭვო წერილებში მოთავსებულ ბმულებზე. გააკეთეთ მნიშვნელოვანი ინფორმაციის „ბექაფი“ (სარეზერვო ასლი), რადგან კომპიუტერიდან წაშლის შემთხვევაში, არსებობდეს მისი ასლი.
თაღლითებმა შესაძლოა შექმნან ყალბი ონლაინ ბიზნესები, რომლებიც თითქოსდა თქვენი კომპანიის მართვაში დახმარებას, ან სულაც ბიზნესისთვის სესხის აღებას გთავაზობდნენ. ყოველთვის კარგად გამოიკვლიეთ, ვინ დგას ასეთი კომპანიებს უკან, რამდენად რეალურია კომპანია ან მათი მომსახურება, ჰკითხეთ თქვენს სფეროში სხვა მეწარმეებს, თუ გაუგიათ ან უთანამშრომლიათ ამ კომპანიასთან.
სიფრთხილით მოეკიდეთ ისეთ კომპანიებს, რომლებიც სესხის აღებას შემოსავლის დადასტურებისა და საკრედიტო ისტორიის შემოწმების გარეშე გთავაზობენ. სესხის დასამტკიცებლად კი საკომისიოს გადარიცხვას ითხოვენ წინასწარ. დიდი ალბათობით, ასეთი კომპანიების უკან თაღლითები დგანან და თქვენ მიერ გადარიცხულ თანხას მიითვისებენ.
საეჭვო წერილების მსგავსად, კიბერთაღლითებმა შესაძლოა გამოგზავნონ ინვოისი, რომელიც თითქოსდა თქვენი მომწოდებლისგან არის, თუმცა ანგარიშის ნომერი იყოს შეცვლილი და ამ ანგარიშზე გადარიცხვისას თანხა თაღლითის ხელში აღმოჩნდეს.
გადარიცხვამდე დარწმუნდით, რომ ინვოისში მითითებული მომსახურება/პროდუქტი მართლაც გქონდათ შეკვეთილი, ასევე, ნამდვილად თქვენი მომწოდებელი არის თუ არა წერილის გამომგზავნი და ეკუთვნის თუ არა მას ეს ანგარიში. შესაძლოა მისი ელ.ფოსტა კომპრომეტირებული იყოს და თქვენი მიმწოდებლის სახელით, თაღლითი გარწმუნებდეთ, რომ ანგარიშის ნომერი შეიცვალა და ახლა ამ ანგარიშზე უნდა ჩარიცხოთ ინვოისით გათვალისწინებული თანხა. ასეთ შემთხვევაში სხვა გზით, მაგალითად, წინასწარ შეთანხმებულ საკონტაქტო ნომერზე (და არა ინვოისზე მითითებულ ნომერზე) დაუკავშირდით მომწოდებელს და ჰკითხეთ, მართლა შეიცვალა თუ არა კომპანიის ანგარიში.
წყარო: https://www.finedu.gov.geბიზნესი
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
09.02.2026.21:29
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და საუნივერსიტეტიო საზოგადოება ეხმაურებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „რეგიონში ერთ-ერთ დიდ, მძლავრ ტექნიკურ-ტექნოლოგიურ უმაღლეს დაწესებულებად ჩამოყალიბების შესახებ”.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
როგორც სტუ-ის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, სწრაფად ცვალებადი გლობალური რეალობა, შრომის ბაზრის მოთხოვნები და ინოვაციური ეკონომიკის განვითარება თანამედროვე, მოქნილ და ხარისხზეორიენტირებულ საგანმანათლებლო პოლიტიკას მოითხოვს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თავისიმრავალწლიანი გამოცდილებით, აკადემიური და სამეცნიერო პოტენციალით სრულ მზადყოფნას გამოთქვამსაქტიურად ჩაერთოს განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და საუნივერსიტეტო საზოგადოება გულწრფელ მადლობასუხდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს კონსტრუქციული, ღია და პროფესიულ ინტერესებზე დაფუძნებულიდიალოგისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გადაწყვეტილება ასახავს როგორც აკადემიურისაზოგადოების პოზიციას, ისე ქვეყნის გრძელვადიან საგანმანათლებლო ინტერესებს: ტექნიკური უნივერსიტეტის - როგორც წამყვანი საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური განათლების ცენტრის - თვითმყოფადობისშენარჩუნება და მისი სამეცნიერო-ტექნიკური პროფილის გამოკვეთა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვანწინაპირობას ქვეყნის ტექნოლოგიური და ინდუსტრიული განვითარებისა და მდგრადი ეკონომიკის ფორმირებისთვის.
მიღებული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების სისტემის დივერსიფიკაციის, სპეციალიზაციისა და ინსტიტუციური იდენტობის განმტკიცების საერთაშორისო პრაქტიკასთან.
გლობალური ტექნოლოგიური ცვლილებების, ციფრული ტრანსფორმაციისა და შრომის ბაზრის სტრუქტურული გარდაქმნების პირობებში, განათლების სისტემის რეფორმა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს. რეფორმის მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ ინსტიტუციური რეორგანიზაცია, არამედ საგანმანათლებლო პროცესის შინაარსობრივი განახლება, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაძლიერება და უმაღლესი განათლების მჭიდრო კავშირი ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებთან. ამ კონტექსტში ტექნიკური განათლება განიხილება როგორც კომპონენტი ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოთქვამს სრულ მზაობას, სისტემურად და აქტიურად ჩაერთოს განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში. უნივერსიტეტი ფლობს მნიშვნელოვან ინსტიტუციურ, აკადემიურ და სამეცნიერო რესურსს, რაც საშუალებას აძლევს მას მონაწილეობა მიიღოს რეფორმის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ეტაპებზე. უნივერსიტეტის ხედვა ეფუძნება ხარისხზე ორიენტირებულ მართვას, სწავლებისა და კვლევის ინტეგრაციას, ინოვაციური პედაგოგიური მოდელების დანერგვას და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებას.
სტრატეგიული განვითარების პერსპექტივაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრიორიტეტები მოიცავს ტექნიკური და საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციას, კვლევითი და ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განახლებას, საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო ქსელებში ინტეგრაციის გაღრმავებას და ტექნოლოგიური ტრანსფერის მექანიზმების გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უნივერსიტეტის როლის გაძლიერებას ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებაში, კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაფართოებას და ახალგაზრდა მკვლევრებისა და ინჟინრების პროფესიულ განვითარებას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განიხილავს საკუთარ მისიას როგორც განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიური განვითარების ერთიან პლატფორმას, რომელიც ემსახურება ეროვნული და რეგიონული განვითარების მიზნებს. სახელმწიფოსა და სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოების პარტნიორობა ამ პროცესში განიხილება კრიტიკულ ფაქტორად რეფორმის ეფექტიანობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად. უნივერსიტეტი მზად არის, გააგრძელოს პასუხისმგებლიანი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა განათლების სისტემის იმგვარი ტრანსფორმაციისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან კონკურენტუნარიანობას.
დარწმუნებული ვართ, სახელმწიფოსა და აკადემიური საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელიიქნება ისეთი განათლების სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უპასუხებს დღევანდელ გამოწვევებს და მომავლისსაჭიროებებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავ დარჩება პროგრესის, ცოდნისა და ინჟინრულიაზროვნების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად საქართველოსა და რეგიონში“, - აღნიშნულია გავრცელებულ მიმართვაში.
ინფორმაციისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებსა და აკადემიური საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“ პრინციპის შესაბამისად სტუ გარდაიქმნება „წმინდა ტექნიკურ" უნივერსიტეტად. სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამები მილევად რეჟიმში გადავა.