მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

ირაკლი ქარქაშაძე | რამდენად გაიზარდა ქვეყნის შემოსავლები მოგზაურობიდან

news image

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტმა დაარსების თარიღი საქველმოქმედო ღონისძიებით აღნიშნა

22.05.2026.16:55

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტმა დაარსების თარიღი საქველმოქმედო ღონისძიებით აღნიშნა - ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, მენეჯერი ავთანდილ ადეიშვილი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები „ფაკულტეტის დღისადმი“ მიძღვილი ღონისძიებების ფარგლებში, სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებითა და ქველმოქმედების მხარდაჭერის მიზნით, ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარს ესტუმრნენ.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ვიზიტის მიზანი თავშესაფარის ბენეფიციართა მხარდაჭერა, მათთვის საჭირო ნივთებისა და პროდუქტების გადაცემა, ასევე სტუდენტებში სოციალური პასუხისმგებლობის, თანადგომისა და ქველმოქმედების კულტურის გაძლიერება იყო.

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდებში ჰუმანისტური ღირებულებების, მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში. პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის თქმით, საქველმოქმედო ღონისძიების ინიციატორის და მხარდამჭერის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, თავშესაფარში მცხოვრებ ოჯახებს სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტმა ძეგვის თავშესაფარში მცხოვრებ 80 ბენეფიციარს, მათ შორის 23 ბავშვს, ერთი განსაკუთრებული და თბილი დღე აჩუქა. ვიზიტის ფარგლებში თავშესაფრის ბენეფიციარებს გადავეცით მათთვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის მაცივარი, ასევე სხვადასხვა სახის საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტები. ეს საუნივერსიტეტო ღონისძიება მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატვაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და მზრუნველობას საჭიროებენ. რექტორის მხარდაჭერით უნივერსიტეტში ხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას, მოხალისეობრივი კულტურის განვითარებასა და სოციალური სოლიდარობის გაძლიერებას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ჩვენ მიერ განხორციელებული პირველი საქველმოქმედო ღონისძიება. უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის თანადგომით, წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომლის ფარგლებშიც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი სხვადასხვა სოციალურ და საქველმოქმედო აქტივობას ახორციელებს.

დღევანდელი აქცია ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - იმდენად, რამდენადაც იგი ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ტარდება. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი უკვე 10 წლისაა და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ როგორც საგანმანათლებლო, ისე საზოგადოებრივი საქმიანობის მიმართულებით. ათწლიანი განვითარების გზა დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერებასთან, თანამედროვე სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, სტუდენტების მხარდაჭერასა და მათთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შეთავაზებასთან. წლების განმავლობაში ფაკულტეტმა შეძლო ჩამოეყალიბებინა ძლიერი აკადემიური და სამეცნიერო სივრცე, სადაც ცოდნის მიღებასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეროვნულ ღირებულებებზე, ასევე მოწინავე საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიების დანერგვას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფაკულტეტის საიუბილეო თარიღის აღნიშვნა მხოლოდ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღონისძიებებით არ შემოიფარგლებოდეს. გვინდა ეს თარიღი ასევე დავუკავშიროთ სიკეთეს, ემპათიას და ადამიანების თანადგომას. ვფიქრობთ, რომ ფაკულტეტის განვითარების ათწლიანი ისტორია მხოლოდ აკადემიური მიღწევებით არ იზომება - ის განისაზღვრება იმ ღირებულებებითაც, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩამოვაყალიბეთ და გავაძლიერეთ“, - აცხადებს რუსუდან ქუთათელაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღე“ 2022 წელს რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესდა. დაარსების თარიღებს სტუ-ის ფაკულტეტები წლის სხვადასხვა დროს აღნიშნავენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა