მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

გურამ გურამიშვილი | მიმდინარე პროცესები ანაკლიის პორტში

news image
mbc image

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კომპანია „ბორუსან კატ საქართველოსა“ და სამთო-მომპოვებელ საწარმო „RMG“-ს შორის სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13.11.2026.12:47

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სამთო ტექნიკის წამყვან მომწოდებელ კომპანია „ბორუსან კატ საქართველოსა“ (Borusan Cat Georgia) და სამთო-მომპოვებელ საწარმო „RMG“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება მიზნად ისახავს უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზარს შორის ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებას, სამთო ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებას და მაღალკვალიფიციური, თანამედროვე პროფესიული სტანდარტების შესაბამისი კადრების მომზადებას.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, სამმხრივი შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა პროფესორმა თამარ წერეთელმა, „ბორუსან კატ საქართველოს“ დირექტორმა ნიჰათ ბერქ ოზთურქმა და „RMG“-ის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა, წარმოადგენს აკადემიური სექტორისა და ინდუსტრიის წარმომადგენელთა ერთობლივ ინიციატივას, რომლის ძირითადი ამოცანაა საგანმანათლებლო პროცესის პრაქტიკულ საწარმოო გამოცდილებასთან დაახლოება და სამთო დარგში პროფესიული კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა.

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თეორიული ცოდნის, სიმულაციური სწავლებისა და უშუალო საწარმოო პრაქტიკის ერთიან საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრირებას.

„მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება სწავლების პროცესის უშუალოდ საწარმოო გარემოში გაგრძელება. „RMG“-ის საწარმოო ტერიტორიაზე დაგეგმილია ინსტრუქტაჟისა და პრაქტიკული მეცადინეობების ორგანიზება, რაც სასწავლო პროცესს რეალურ სამუშაო გამოცდილებასთან დააკავშირებს. სტუდენტებსა და გადამზადების პროგრამებში ჩართულ სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკულად გაეცნონ სამთო-მოპოვებითი საქმიანობის სპეციფიკას, მძიმე ტექნიკის ექსპლუატაციის პირობებსა და საწარმოო პროცესების ორგანიზების თანამედროვე მიდგომებს. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ერთობლივი პროგრამების შემუშავებას. მხარეები ითანამშრომლებენ სასწავლო კურსებისა და მეთოდური რესურსების შექმნის მიმართულებით, რომლებიც განკუთვნილი იქნება არა მხოლოდ მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის, არამედ ინჟინრების, ტექნიკური ზედამხედველებისა და სერვისის პერსონალისთვისაც. აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროფესიული მიმართულების წარმომადგენელთა კომპეტენციების სისტემურ განვითარებას და მათთვის თანამედროვე ტექნოლოგიურ მოთხოვნებთან შესაბამისი ცოდნისა და უნარების მიწოდებას. თანამშრომლობის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, Borusan Cat-ის ტექნიკური ექსპერტები და „RMG“-ის პრაქტიკოსი სპეციალისტები. მათი ერთობლივი საქმიანობა გამოცდილების გაზიარებას, დარგის აქტუალური საჭიროებების იდენტიფიცირებასა და პრაქტიკაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო მიდგომების განვითარებას დაეფუძნება. ამასთანავე, დაგეგმილია მასტერკლასების, ტექნიკური დემონსტრაციების, გამოყენებითი კვლევებისა და საპილოტე პროექტების განხორციელება, რაც უნივერსიტეტსა და საწარმოო სექტორს შორის ცოდნისა და ტექნოლოგიური გამოცდილების გაცვლის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის“, - აცხადებს ნოე ხოზრევანიძე.

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, უნივერსიტეტს, „ბორუსან კატ საქართველოსა“ და „RMG“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი მნიშვნელოვანია როგორც პროფესიული განათლებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარების, ისე სამთო მრეწველობის ტექნოლოგიური მოდერნიზაციის თვალსაზრისით. პროფესორ თამარ წერეთლის განცხადებით, აკადემიური ცოდნის, ტექნიკური ექსპერტიზისა და საწარმოო გამოცდილების გაერთიანება ქმნის საფუძველს, რომ სასწავლო პროგრამები უფრო მეტად დაუახლოვდეს ინდუსტრიის რეალურ მოთხოვნებს, ხოლო მომზადებული სპეციალისტების პროფესიული კომპეტენციები თანამედროვე სამუშაო გარემოს საჭიროებებს შეესაბამებოდეს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განათლების, მეცნიერებისა და რეალური ეკონომიკური სექტორის ურთიერთკავშირის გაძლიერება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პრიორიტეტია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, უნივერსიტეტში მიღებული აკადემიური ცოდნა მაქსიმალურად დავუახლოვოთ თანამედროვე საწარმოო პროცესებს, ტექნოლოგიურ განვითარებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, კომპანია „ბორუსან კატ საქართველოსა“ და სამთო-მომპოვებელ საწარმო „RMG“-ს შორის გაფორმებული სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც პროფესიული განათლების, პრაქტიკული სწავლებისა და დარგობრივი კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის. მიმაჩნია, რომ აღნიშნული თანამშრომლობის განსაკუთრებული ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ სამი განსხვავებული, თუმცა ურთიერთშემავსებელი მიმართულების მქონე ინსტიტუცია ერთიან საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების სივრცეს ქმნის. უნივერსიტეტს აქვს აკადემიური, სამეცნიერო და საინჟინრო განათლების მრავალწლიანი გამოცდილება, „ბორუსან კატ საქართველო“, როგორც Caterpillar-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, ფლობს მძიმე ტექნიკის, თანამედროვე საინჟინრო სისტემებისა და ტექნიკური მომსახურების მიმართულებით მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოცდილებას, ხოლო „RMG“ წარმოადგენს რეალურ საწარმოო გარემოს, სადაც სამთო-მოპოვებითი საქმიანობა, თანამედროვე ტექნოლოგიები, საინჟინრო პროცესები და უსაფრთხოების სტანდარტები ყოველდღიურ პრაქტიკაში ხორციელდება. ამ სამი კომპეტენციის გაერთიანება საშუალებას გვაძლევს, სტუდენტებსა და მოქმედ სპეციალისტებს შევთავაზოთ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ მისი პრაქტიკაში გამოყენების სრულყოფილი შესაძლებლობა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ინდუსტრიასთან თანამშრომლობა ახალი მიმართულება არ არის. ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობთ საწარმოო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა საინჟინრო განათლება მუდმივად განახლებადი ტექნოლოგიური მოთხოვნების შესაბამისი იყოს. განსაკუთრებით აღსანიშნავია უნივერსიტეტისა და „RMG“-ის მრავალწლიანი პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ინიციატივა განხორციელდა. თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2017 წლიდან ვითარდება და მოიცავს საინჟინრო მიმართულების სტუდენტების მხარდაჭერას, სტაჟირებას, სტიპენდიებს, პროფესიულ მომზადებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს განვითარებას. ამ პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია უნივერსიტეტში სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნიკური და პროგრამული რესურსებით არის აღჭურვილი. ცენტრის განვითარებამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ სამთო-გეოლოგიური მოდელირების, სასარგებლო წიაღისეულის რესურსების შეფასებისა და გეოტექნიკური კვლევების თანამედროვე მეთოდებს. ახალი მემორანდუმი ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო ფართო და პრაქტიკულ განზომილებას სძენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ბორუსან კატ საქართველოს“ ჩართულობა, რადგან თანამედროვე სამთო ინდუსტრია წარმოუდგენელია მაღალტექნოლოგიური მძიმე ტექნიკის, მისი მართვის, ტექნიკური მომსახურებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის სათანადო ცოდნის გარეშე. Caterpillar-ის ტექნიკა მსოფლიო მასშტაბით გამოიყენება სამთო-მოპოვებით და სხვა მძიმე ინდუსტრიებში, შესაბამისად, ამ ტექნოლოგიების შესწავლა სტუდენტებს საერთაშორისო პრაქტიკასთან და თანამედროვე საინჟინრო მიდგომებთან დააკავშირებს“, - აცხადებს თამარ წერეთელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა