მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0014
flag
AZN 1.5856
-0.0006
flag
CNY 39.508
-0.0049
flag
EUR 3.1757
-0.0043
flag
GBP 3.6539
-0.0007
flag
KZT 56.81
0.001
flag
TRY 0.0602
-0.0001
flag
USD 2.6954
-0.0009

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა

news image

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა, რომლის მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების ეკოლოგიურ ინიციატივებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა იყო.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ატმოსფერული ჰაერის დაცვა, ნარჩენების მართვა, პლასტმასის ნარჩენების უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე და ეკოკლუბების როლი თანამედროვე საზოგადოებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკოლოგიური პრობლემების პრევენციის გზებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ეკომეგობრული ჩვევების დანერგვას.

ინტერაქტიული ფორმატის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები, გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები და ემსჯელათ გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გარემოსდაცვით სფეროში არსებული დეფიციტური პროფესიების თემამ, რის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.

შეხვედრის მიზანი იყო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაზიარება, არამედ ახალგაზრდების მოტივირება, აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვით ინიციატივებში, გახდნენ ცვლილებების ინიციატორები და მომავალში წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მსგავსი ტიპის შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს, რათა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჩართულობა გარემოს დაცვის პროცესში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა

16.04.2026.14:17

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, თბილისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა, რომლის მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების ეკოლოგიურ ინიციატივებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა იყო.

შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ატმოსფერული ჰაერის დაცვა, ნარჩენების მართვა, პლასტმასის ნარჩენების უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე და ეკოკლუბების როლი თანამედროვე საზოგადოებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკოლოგიური პრობლემების პრევენციის გზებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ეკომეგობრული ჩვევების დანერგვას.

ინტერაქტიული ფორმატის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები, გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები და ემსჯელათ გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გარემოსდაცვით სფეროში არსებული დეფიციტური პროფესიების თემამ, რის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.

შეხვედრის მიზანი იყო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაზიარება, არამედ ახალგაზრდების მოტივირება, აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვით ინიციატივებში, გახდნენ ცვლილებების ინიციატორები და მომავალში წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მსგავსი ტიპის შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს, რათა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჩართულობა გარემოს დაცვის პროცესში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა