მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

დღეს ქართველი სტუდენტი ვერ იღებს სათანადო ხარისხის განათლებას უნივერსიტეტში - ირაკლი კობახიძე

news image

დღეს, ქართველი სტუდენტი ვერ იღებს სათანადო ხარისხის განათლებას უნივერსიტეტში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები, არა კოსმეტიკური, არამედ რეალური ცვლილებები, თუ ვინმეს აქვს განსხვავებული აზრი რეფორმის შინაარსთან დაკავშირებით, უნდა გამოვიდეს საკუთარი არგუმენტებით და არა უარგუმენტო კრიტიკით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, განათლების სისტემის რეფორმას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სწორი განვითარებისთვის და ხელისუფლება მას ბოლომდე მიიყვანს. 

„რომ ავიღოთ თბილისი და თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტის თემა, ამას ემატება კიდევ მესამე უნივერსიტეტი. საქართველოს დედაქალაქში ჩვენ გვაქვს 3 მულტიფუნქციური უნივერსიტეტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არ არის დარგობრივი უნივერსიტეტი, ესეც არის ჩამოყალიბებული ბოლო 35 წლის განმავლობაში, როგორც მულტიფუნქციური უნივერსიტეტი. ერთ მარტივ მაჩვენებელს მოვიყვან - ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების, დაახლოებით 60% გადის არატექნიკურ კურსებს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ესენია არატექნიკური დისციპლინები, შესაბამისად, ტექნიკური უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა დაახლოებით ისეთ უნივერსიტეტად, როგორიცაა თსუ, როგორიცაა ილიას უნივერსიტეტი და ერთ ქალაქში გვაქვს 3 მულტიფუნქციური უნივერსიტეტი, რის საშუალებასაც არ აძლევს საკუთარ თავს, მაგალითად, გერმანია. ერთადერთი პრეცედენტია ბერლინი, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, სადაც არის 2 უნივერსიტეტი. ყველა სხვა ქალაქში, მათ შორის, მილიონიან ქალაქებში არის თითო უნივერსიტეტი და საქართველოში, სადაც არის სერიოზული პრობლემები, სერიოზული დეფიციტი, მათ შორის, ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, როგორ შეიძლება, ერთ ქალაქში გქონდეს, მაგალითად, 3 იურიდიული ფაკულტეტის შენარჩუნების ფუფუნება. ეს, თავისთავად, მეტყველებს იმაზე, რომ ის მწირი რესურსიც კი, რაც გვაქვს, სრულიად ირაციონალურად გამოიყენება. აქედან გამომდინარე, ჩვენ არგუმენტებით ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა უნდა შეიცვალოს, რა უნდა გაკეთდეს და ოპონენტები საუბრობენ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. თან, რეალურად, თავის დროზე აღიარებული აქვთ, რომ სერიოზული, უმძიმესი პრობლემებია განათლების სისტემაში და როგორც კი შევეხეთ, ერთხელ ნახევრად ხუმრობითაც კი ვთქვი, რომ უცბად თსუ გამოაცხადეს ჰარვარდად, ტექნიკური უნივერსიტეტი გამოაცხადეს კემბრიჯად, ილიას უნივერსიტეტი კი ოქსფორდად, როცა მანამდე ყველა აღიარებდა, რომ არსად არ იყო უზრუნველყოფილი განათლების სათანადო ხარისხი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი არგუმენტები არ არსებობს, მოსაწესრიგებელია თავიდან ბოლომდე სისტემა. ჩვენ გვაქვს ერთი მარტივი ამოცანა, დღეს ქართველი სტუდენტი ვერ იღებს სათანადო ხარისხის განათლებას უნივერსიტეტში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ არის გარდამტეხი ცვლილებები საჭირო, არა კოსმეტიკური, არამედ რეალური ცვლილებები. თუ ვინმეს აქვს განსხვავებული აზრი რეფორმის შინაარსთან დაკავშირებით, უნდა გამოვიდეს საკუთარი არგუმენტებით და არა უარგუმენტო კრიტიკით იმაზე, თუ რას აკეთებს ხელისუფლება. გამომდინარე იქიდან, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ რეფორმას ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის, ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, ეს რეფორმა ბოლომდეა მისაყვანი და ამ რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასის ციკლი დაიწყო

11.03.2026.15:35

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასის ციკლი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, მასტერკლასის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის ნაწილაკების ფიზიკისა და ბირთვული კვლევების მიმართულებით მიმდინარე საერთაშორისო სამეცნიერო ექსპერიმენტების გაცნობა.

სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასის ციკლის ფარგლებში პირველი ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ჩატარდა, რომელშიც შვიდი საჯარო სკოლის 34-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროფესორ ბესიკ კეკელიას თქმით, მოზარდებმა მოისმინეს თემატური ლექციები ნაწილაკების ფიზიკის, დეტექტორების ტექნოლოგიების და მაღალი ენერგიის ფიზიკის ექსპერიმენტების შესახებ, ასევე ჩაერთნენ პრაქტიკულ აქტივობებსა და მონაცემთა ანალიზის სამუშაოებში.

„CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასები თანამედროვე მეცნიერების პოპულარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საგანმანათლებლო ფორმატია. პროგრამის მთავარი ღირებულება გახლავთ ის, რომ სკოლის მოსწავლეებს ექმნებათ შესაძლებლობა პრაქტიკულად შეიმეცნონ ის სამეცნიერო პროცესი, რომელიც ფუნდამენტურ ფიზიკაში გლობალური კვლევების საფუძველია. მასტერკლასების ფარგლებში ახალგაზრდები ეცნობიან ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის საფუძვლებს, სწავლობენ დეტექტორების მუშაობის პრინციპებს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მუშაობენ რეალურ მონაცემებთან, რომლებიც მიღებულია ისეთი უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ექსპერიმენტებიდან, როგორიცაა დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC) მიმდინარე კვლევები. CERN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა დაინტერესებულ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ერთი დღით „მეცნიერის როლში“ აღმოჩნდნენ და თვითონ განახორციელონ მონაცემთა ანალიზი, რაც მათ დახმარებას უწევს კვლევითი აზროვნების განვითარებაში“, - აცხადებს ბესიკ კეკელია.

სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, პროგრამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აქტიურად ცდილობენ ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას STEM მიმართულებებით. როგორც რექტორი აღნიშნავს, საერთაშორისო მასტერკლასები ყოველწლიურად ათიათასობით მოსწავლეს აერთიანებს მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში და მასში ასობით უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი მონაწილეობს. აღნიშნული ფორმატი ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას ადრეულ ასაკში გაეცნონ თანამედროვე სამეცნიერო მეთოდოლოგიებს, გაიაზრონ კვლევის კულტურა და დაინახონ, როგორ მუშაობენ საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციები.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართულობა ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბირთვული ინჟინერიის ცენტრის მონაწილეობა CERN/IPPOG-ის საგანმანათლებლო ინიციატივებში საშუალებას გვაძლევს, ჩვენს მოსწავლეებსა და სტუდენტებს გავაცნოთ თანამედროვე ფუნდამენტური კვლევების გარემო და მათთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ლაბორატორიებში იქმნება. მასტერკლასები აფართოებს ინტელექტუალურ სივრცეს, ახალგაზრდები სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას, მონაცემთა ანალიზს და გუნდურ მუშაობას. სწორედ ასეთი გამოცდილებაა საფუძველი იმისა, რომ სამომავლოდ ჩამოყალიბდნენ ახალი თაობის მეცნიერები, ინჟინრები, ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები, რომლებიც შეძლებენ ქვეყნის სამეცნიერო განვითარებასა და ინოვაციებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველო აქტიურად იყოს ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინიციატივებში. CERN/IPPOG-ის მასტერკლასების ორგანიზება ემსახურება სწორედ ამ მიზნებს: ახალგაზრდებისთვის მეცნიერების ხელმისაწვდომობას, ცოდნის ინტერნაციონალიზაციას და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ინტეგრაციას გლობალურ კვლევით სივრცეში“, - აცხადებს დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, მასტერკლასის ფარგლებში, CERN-იდან ონლაინ ჩართვით სამყაროს წარმოშობის შესახებ ლექცია წაიკითხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერმა იური ბაღათურიამ. მოსწავლეებს თეორიული ლექციები ასევე წაუკითხეს სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის თანამშრომლებმა - ბესიკ კეკელიამ და ნიკო ცუცქირიძემ. ლექციების შემდეგ გაიმართა პრაქტიკული სესია, რომლის დროსაც მონაწილეებმა CMS დეტექტორის რეალური მონაცემები გაანალიზეს. პრაქტიკული მუშაობის პროცესში მოსწავლეებს ტუტორობას უწევდნენ ბირთვული ინჟინერიის ცენტრის თანამშრომლები - გიორგი ბოხოჩაძე და ელა აბრამოვი.

ცნობისთვის: KIU-ის პარალელურად, საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასი ერთდროულად ჩატარდა ილდიზის ტექნიკურ (სტამბოლი, თურქეთი) და ბეჟაიას (ალჟირი) უნივერსიტეტებში, ასევე რუჯერ ბოშკოვიჩის ინსტიტუტში (ზაგრები, ხორვატია).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა