მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

Zolotaya Korona-ს საქართველოში გადმორიცხვებისთვის ძირითადად ფიზიკური პირები იყენებენ

news image

მიმდინარე წელს ქვეყანაში მიღებული ფულადი გზავნილების 24%-ი Zolotaya Korona-ზე მოდის. საერთო გადმორიცხვებში რუსეთიდან გადმორიცხვების 16%-ი სწორედ Zolotaya Korona-ს  წილია და აღნიშნულ სისტემას რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილის განსახორციელებლად ძირითადად ფიზიკური პირები და უმეტესწილად რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები  იყენებენ, რისი მიზეზიც აღნიშნული სისტემის შედარებით დაბალი სატარიფო პოლიტიკაა. აღსანიშნავია ისიც, რომ Zolotaya Korona განსაკუთრებით მიმზიდველია შედარებით მცირე ოდენობის თანხების გზავნილების გასაკეთებლად და ყოველთვიურად აღნიშნული სისტემით საქართველოდან და საქართველოში ბევრი ფიზიკური პირი სარგებლობს. 

როგორც Business Insider Georgia-ს მიერ სებ-დან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, 2024 წლის იანვარ-ივლისში  Zolotaya Korona-ს მეშვეობით საქართველოში მიღებული იქნა 463.2 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ფულადი გზავნილები, რაოდენობით 991,5 ათასი ცალი.

მათ შორის რუსეთიდან Zolotaya Korona-ს მეშვეობით საანგარიშო პერიოდში მიღებული იქნა 313.8 მილიონი დოლარის, 862 ათასი გზავნილი.

2024 წლის 7 თვის განმავლობაში ყველა გზავნილის სისტემით მიღებული გზავნილების თანხა სულ შეადგენდა 1 956 მილიონ დოლარს, ხოლო რაოდენობა - 4 679 ათას ერთეულ გზავნილს.

საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ  Zolotaya Korona-ს მეშვეობით რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების საშუალო თანხა დაახლოებით 360 დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში საქართველოში  Zolotaya Korona-ს ფულადი გზავნილების განხორციელება შეჩერებული იყო, თუმცა დღეიდან პროცესი აღდგა და Zolotaya Korona-ს გამოყენება საქართველოდან გადარიცხვების და საქართველოში გადმორიცხვების განხორციელებისათვის უკვე ხელმისაწვდომია. 

აქართველოს საბანკო ასოციაციაში განმარტეს, რომ Zolotaya Korona-ს მომსახურება დროებით იყო შეჩერებული, რადგან სექტორი აზუსტებდა  Zolotaya Korona კავშირს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სანქცირებულ სხვა კომპანიასთან. 

„მოკვლევის შედეგად, აღნიშნული კავშირი არ დადგინდა. შესაბამისად,  Zolotaya Korona-ს მომსახურება აღდგენილია“, - აცხადებენ საბანკო ასოციაციაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში შეჩერებულია ფულადი გზავნილების რუსული სისტემების Unistream-ისა და Contact-ის ოპერირება. Unistream-მა საქართველოში გზავნილები 2023 წლის სექტემბრიდან შეაჩერა, Contact-მა კი 2024 წლის მარტიდან.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ჩვენი მიზანია, შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი - არჩილ გაჩეჩილაძე

09.04.2026.19:00

FTSE 100 ინდექსში მოხვედრა Lion Finance Group-ისთვის მიღწეული წარმატების აღიარებაა, თუმცა არა საბოლოო მიზანი - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სტრატეგიული ამოცანა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიაში წამყვანი საბანკო ქსელის შექმნაა, სადაც საქართველო ცენტრალურ როლს შეასრულებს.

„ჩვენთვის FTSE 100 ეს არის იმ წარმატების აღიარება, რასაც დღეს მივაღწიეთ. თუმცა ეს თავისთავად მიზანი ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მიზანი არის, რომ შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი, რომელსაც შეიძლება ფოკუსი ასევე ცენტრალურ აზიაშიც ჰქონდეს. თუმცა აი ამ ბაზრებზე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი და მგონია, რომ ჩვენი გუნდი ყველაზე უფრო კარგად არის პოზიციონირებული ამისთვის. ჩემთვის მომავალში როცა ვფიქრობ, რომ აი ყველა ვარსკვლავი ერთ რიგში რომ დალაგდეს, როგორ წარმოიდგინება ხვალინდელი დღე – ალბათ ეს იქნება, რომ ასეთი ქსელი იყოს და საქართველო იყოს მისი ცენტრალური ადგილი. შესაბამისად მგონია, რომ ყველაზე ბევრს ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში გავაკეთებთ, როცა აი ამას მივაღწევთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა