ზოგჯერ მესმის, რომ სებ-ი ხელოვნურად იჭერს კურსს, ეს შეუძლებელია - ნათია თურნავა
ზოგჯერ მესმის ხოლმე, რომ სებ-ი ხელოვნურად იჭერს, ეს შეუძლებელია, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, შეუძლებელია, ამხელა მზარდი ეკონომიკის პირობებში ხელოვნურად დაჭერა მოხდეს, რადგან მას „იჭერს ჯანსაღი ეკონომიკური ვითარება“.
„აშშ-ში ვიზიტი იყო საკმაოდ დადებითი, ძალიან კარგი გზავნილებით წამოვედით. იყო რა თქმა უნდა პოლიტიკური ნაწილიც, რომელშიც ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მონაწილეობდა, იყო უფრო მეტად ეკონომიკური ნაწილიც, სადაც ძირითადად სსფ-სთან და მსოფლიო ბანკთან შეხვედრები იყო, იმიტომ, რომ თვითონ პლატფორმაც იყო წლიური, საგაზაფხულო შეხვედრები მსოფლიო ბანკის და სსფ-სი, რომელიც ყოველწლიურად იმართება. საინტერესო იყო, რომ ამჯერად ეს შეხვედრები ყველა ქვეყანასთან ტარდებოდა ერთი მთავარი ეგიდით, ეს არის გლობალური გამოწვევები და რამდენად არის ესა თუ ის ქვეყანა მზად ამ გლობალური გამოწვევების მიმართ. საქართველო ამ კუთხით გამორჩეულად კარგად გამოიყურება, იმიტომ, რომ გაქვს ჯანსაღი, კეთილსაიმედო ეკონომიკური ვითარება, გვაქვს 2 წელიწადზე მეტია მოთოკილი ინფლაცია, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს. მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ იყო და წელს დასტაბილურდა მის ირგვლივ. და აქედან გამომდინარე საკმაოდ დადებითი შეფასება მიიღო ჩვენმა მონეტარულმა პოლიტიკამ. გარდა ამისა ეკონომიკური ზრდა ძლიერია, რითაც ვერ დაიკვეხნის ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის უფრო განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნები. იცით, რეცესიაა მთელ რიგ სახელმწიფოებში. საქართველოს ეკონომიკის პირველი კვარტლის მაჩვენებელი კი 9,3%-ია. ეს არ არის რაღაცა ერთჯერადი. ბოლო 4 წელი, რომ ავიღოთ საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 9,3%. მარტის მაჩვენებელიც მაღალია - 9%. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა პროდუქტიულობის ახალ ზღვარზე გადავიდა და ძირითადად ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მაღალპროდუქტიული სფეროების სწრაფად განვითარებით. ზრდა მაღალია, მაგრამ ეს არ აწვება ინფლაციას და არ ზრდის ინფლაციას. ასევე აღარ შევჩერდები სხვა მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე. საგარეო ანგარიშის დეფიციტი არის გაუმჯობესებული, ისტორიულ მინიმუმზეა მშპ-სთან მიმართებაში თუ ავიღებთ. არის სტაბილური შემოდინებები სავალუტო იგივე ტურიზმიდან, ექსპორტიდან და რაც აისახება კიდეც სავალუტო კურსზე.
ზოგჯერ მესმის ხოლმე, რომ სებ-ი ხელოვნურად იჭერს, ეს შეუძლებელია. შეუძლებელია, რომ ჩვენ ამხელა მზარდი ეკონომიკის პირობებში რაიმე ხელოვნურად დავიჭიროთ. ამას იჭერს ჯანსაღი ეკონომიკური ვითარება. ჩვენც ვამბობდით, რომ არანაირი მაკროეკონომიკური მიზეზები არ არსებობს კურსის ასეთი რყევების და გაუფასურების და მართლაც სენტიმენტები იყო ბაზრის. შესაბამისად ახლა ეს გამყარება სეზონურიც არის, ტურისტული სეზონიც დაიწყო. ახლა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გლობალურად დოლარის გაუფასურებაც მიმდინარეობდა და ამანაც შეუწყო ხელი. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ სწრაფად შევავსოთ რეზერვები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
დღის ტოპ 10 სიახლე
რატომ არ ასაჯაროებს სებ-ი BMatch პლატფორმით შესყიდვების მომდევნო თვის 25 რიცხვამდე - ნათია თურნავა
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
05.05.2025.18:30
7 მაისს სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც რეფინანსირების განაკვეთთან ერთად, მიმდინარე ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზიც იქნება განხილული და შემდგომ გამოქვეყნებული.
როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, სებ-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ყოველთვის არის კონსერვატიული.
„ჩვენ წინასწარ არ ვამბობთ, რადგანაც მართლაც ისეთი დეტალური მსჯელობა მიმდინარეობს კომიტეტზე, ეს ის კომიტეტია როდესაც ჩვენ წლიურ პროგნოზებსაც ვანახლებთ ამჯერად და მნიშვნელოვან ფაქტორებს გავითვალისწინებთ. მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენთვის, რომ ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულზე მაღალია. იმიტომ, რომ ჩვენი პროგნოზი უფრო კონსერვატიული იყო და ზრდა უფრო მაღალია. ეს ერთის მხრივ ნიშნავს განვითარებას ქვეყნისთვის, ახალ სამუშაო ადგილებს,მეტ დასაქმებას, მეტ შემოსავლებს. მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენი კუთხით ეს განიხილება, როგორც შეიძლება,პოტენციური სტიმული ინფლაციური პროცესების. თუმცა აქამდე ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. იმიტომ, რომ მე მოგეხნათ ეს პროდუქტიულობის ზრდა არის. თუმცა ჩვენ ყოველთვის ვალდებულები ვართ, რომ ამას შევხედოთ სიფრთხილით. გარდა ამისა პოზიტიურია ის რაც ვთქვით, ინფლაცია სწორედ ისე იქცევა, როგორც იყო ჩვენი პროგნოზი. 2024 წელი, რომ ავიღოთ ბევრად დაბალი იყო მიზნობრივზე, 1,1% წლიური საშუალო, მაგრამ როცა ასეთი დაბალია წინა წლის მაჩვენებელი ანუ შესადარისი პლატფორმა, წელს ცოტა უფრო მაღალი გამოჩნდება და კვლავაც იტრიალებს მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ამ დროისათვის საპანიკო არაფერია, თუმცა როგორც ნათია თურნავა ამბობს „არის გლობალური გამოწვევები“.
„ამ ეტაპზე არ გაქვს, თუმცა არის გლობალური გამოწვევები. არის ისეთი რისკ ფაქტორები, რომელიც არ არის ჩვენს კონტროლ ქვეშ და რომელსაც ჩვენ ყოველთვის უნდა გავუწიოთ ანგარიში და ამიტომ ვართ ჩვენ ეროვნული ბანკი, რომ ყოველთვის ძალიან ფრთხილები ვუყურებთ თუ რამდენად არის ვოლატიური ფინანსური ბაზრები, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ. იგივე ეს სატარიფო სავაჭრო პროცესები, რომელიც ახალი გამოწვევაა და აქედან გამომდინარე მათი ზემოქმედება სასაქონლო ბაზრებზე და ჩვენ მაინც იმპორტიორი ქვეყანა ვართ ბევრი პოზიციის მიხედვით, და ბევრი სახეობა ჩვენს სასაქონლო კალათაში ბევრ წონას ატარებს და ზემოქმედებას ახდენს პოტენციურად ინფლაციურ პროცესებზე. და რა თქმა უნდა გეოპოლიტიკური გამოწვევები და კონფლიქტები, რომელიც ბევრი მცდელობისა ჯერჯერობით დროის თვალსაზრისით პროგნოზირება ძალიან რთულია, იგივე რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგი მსვლელობის, ვხედავთ პერიოდულ ესკალაციას და ასევე ახალი კერები ჩნდება. რაც ყველაფერთან ერთად, გლობალურ დაძაბულობასთან ერთად და ზემოქმედებასთან ფინანსურ ბაზრებზე, გაურკვევლობასთან, ინვესტორების სენტიმენტებზე მოქმედებს ეს. ეს შეიძლება ნიშნავდეს პოტენციურად, გარკვეულ პროდუქციის მიწოდების შეფერხებასაც გლობალურად, ასევე სხვადასხვა ნაკადების გადამისამართებას და ამას ყველაფერს ვითვალისწინებთ. თუმცა ერთი რამეც მინდა ვთქვა, რომ როდესაც მსჯელობა იყო სსფ-სთან, მსოფლიო ბანკთან საქართველოს პოზიციონირებაზე ამ გლობალური გამოწვევების ფონზე, აღინიშნა, რომ რამდენად მედეგია ქართული ეკონომიკა, რამდენად მზარდ ვართ ჩვენ და ვუმკლავდებით ზედიზედ ამ რამდენიმე შოკს. ვართ დივერსიფიცირებულები და ვცდილობთ, რომ უფრო მეტად დივერსიფიცირებულები ვიყოთ. განსაკუთრებით რეგიონში გაძლიერდა ჩვენი პოზიციები. თვითონ ჩვენი შუა დერეფნის როლი გაძლიერდა, იმიტომ, რომ სხვადასხვა გეოპოლიტიკური გამოწვევის გამო ინვესტორებმა, იგივე ტვირთების მფლობელებმა, გადამზიდავმა კომპანიებმა, ლოგისტიკურმა კომპანიებმა ჩათვალეს, რომ მართლაც რასაც ჩვენ ამდენი ხანი ვამტკიცებდით, ჩვენი შუა დერეფანი ერთ-ერთი ყველაზე კეთილსაიმედოა. შეიძლება ჩრდილოეთის მარშრუტი უფრო იაფი იყოს, როცა იქ ერთ, ორ აქტორთან გაქვს საქმე და ჩვენთან რამდენიმე ქვეყანაა, ყველაზე მეტად ფასობს მშვიდობა, ყველაზე მეტად ფასობს სტაბილურობა. გადმოერთო ტვირთები. იგივე მსოფლიო ბანკის ვარაუდით 2030 წლისთვის კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, გასამმაგდება ტვირთების ნაკადი ჩვენს რეგიონში და საქართველოს გავლით. იმედია კონფლიქტები მალე დასრულდება, მაგრამ ეს ისტორიული მეხსიერება კვლავ დარჩება და კვლავ დივერსიფიკაციის ეგიდით წარიმართება. ამიტომ ჩვენ ამ ტვირთებს არათუ დავკარგავთ, არამედ გაიზრდება. ამას ემსახურება ემსახურება სებ-ის ხშირი კონტაქტები რეგიონულ კოლეგებთან“, - აცხადებს ნათია თურნავა.