ვმუშაობთ ჩინურ ბანკებთან, რომ უფრო მეტად დავაინტერესოთ საქართველოს ბაზრით - ნათია თურნავა
შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში, სადაც სებ-ის პრეზიდენტს სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა, ნათია თურნავამ შეხვედრა გამართა ასევე ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან. როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ნათია თურნავამ განაცხადა, სებ-ი ინტენსიურად მუშაობს ჩინურ ბანკებთან, რათა ისინი საქართველოს ბაზრით დააინტერესოს.
„ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან იყო დაგეგმილი შეხვედრა, ხანმოკლე მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ასევე იმყოფებოდა შვეიცარიაში. ჩვენ ამ რამდენიმე ხნის წინ ჩინეთში გვქონდა ძალიან კარგი ვიზიტი, სადაც გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ჩემსა და ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტს შორის, ხელი მოეწერა მემორანდუმს. და ამ შეხვედრაზე მომეცა საშუალება, რომ გაგვეცვალა ინფორმაცია ამა თუ იმ მიმართულებით რა პროგრესი გაქვს, ვმუშაობთ ჩინურ ბანკებთან იმისათვს, რომ მეტად დავაინტერესოთ საქართველოს ბაზრით. ამ დღეებში დაგეგმილია და ველოდებით ჩინეთს უმსხვილესი სახელმწიფო საგადახდო სისტემის CIPS-ის პრეზიდენტის ჩამოსვლას. გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით წინსვლა. არის რაღაც მიმართულებები, სადაც მინდა უფრო მეტად დაგვეხმარონ, დავაჩქაროთ თანამშრომლობა და ამაზეც გვქონდა საუბარი. ეს რაც შეეხება შვეიცარიის ვიზიტს და ამას შემდეგ გადაება ლუქსემბურგში სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ჩვენი ჯგუფი ქვეყნების ცენტრალური ბანკების შეხვედრა და კონფერენცია, სადაც მიწვეული ვიყავი როგორც სპიკერი. იქ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე ვსაუბრობთ ხოლმე და არამხოლოდ ამ მომენტში რა გამოწვევებიც არის, რაც დაკავშირებულია გეოპოლიტიკასთან, დაძაბულობასთან, სავაჭრო ტარიფებთან და პროცესებთან, არამედ მუდმივი პრობლემები: დიგიტალიზაციას როგორ დავხვდეთ, ხელოვნურ ინტელექტის როლი რა იქნება საფინანსო-საბანკო სისტემაში, საგადახდო სისტემები როგორ განვავითაროთ, იგივე მდგრადი დაფინანსება, რაზედაც მე ვიყავი სპიკერი.მართლაც გაქვს გასაზიარებელი. მინდა ვთქვა, რომ საქართველოსთვის ეს მწვანე და მდგრადი დაფინანსება ეს არ არის ტრენდული მიმართულება, არამედ ეს არის კომერციულად ძალიან მიმზიდველი, რადგანაც ჩვენი განახლებადი ენერგიები და ეს პროექტები ისეთი პროექტებია, რომელსაც ბანკები აფინანსებენ, ინვესტორები თანხებს დებენ და ჩვენი გამოცდილება ყველასათვის საინტერესოა“, - აღნიშნა თურნავამ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
07.07.2025.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1871 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7180 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7180 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7191 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1871 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2020 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0149 ლარი შეადგინა.