ვხედავთ, რომ კაპიტალის ბაზარზე აქტივობა არის - თიბისი კაპიტალის დირექტორი
ვხედავთ, რომ კაპიტალის ბაზარზე აქტივობა არის, - აცხადებს თიბისი კაპიტალის დირექტორი ოთარ შარიქაძე. მისი თქმით, ობლიგაციების გამოშვების მხრივ წელი საკმაოდ აქიური იქნება.
„წლების განმავლობაში მზარდია ტრენდი და 2 მლრდ-ს გადააჭარბა თანხის მოცულობამ. ვხედავთ, რომ წელს როგორც არსებულმა მოთამაშეებმა მოახდინეს დამატებით ემისიების განთავსება, ასევე ახალი სახელები გამოდიან. ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა განთავსებაზე და მგონია, რომ წელი საკმაოდ აქტიური იქნება კაპიტალის ბაზრისთვის, როგორც დოლარში, ისევ ევროს და ლარში ნომინირებული ობლიგაციების მიმართულებით. „ალმა“ არის ის სექტორი, რომელიც აქამდე არ იყო წარმოდგენილი ბაზარზე და აქედან გამომდინარე დივერსიფიკაციაც შეიძლება ინვესტორმა მიიღოს“, - ამბობს ოთარ შარიქაძე.
მისივე განმარტებით, თიბისი კაპიტალმა წელს 300 მლნ ლარამდე განთავსებებში უკვე მიიღო მონაწილეობა.
„ეს მეშვიდე განთავსება იყო ჩვენთვის. მგონია, რომ წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ტრანზაქცია გველოდება“, - განაცხადა თიბისი კაპიტალის დირექტორმა „ალმას“ მიერ ბაზარზე ობლიგაციების გამოშვების და ზოგადად კაპიტალის ბაზრის შეფასებისას.
ოთარ შარიქაძე აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდის ფონზე, უფრო მეტი კომპანიაა დაინტერესებული ობლიგაციების ემისიებით.
„გამოწვევებს რაც შეეხება ეკონომიკის ზომა არის მთავარი გამოწვევა. ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტი კომპანია კითხულობს თუ რა უნდა გააკეთოს, რას უნდა აკმაყოფილებდეს და რა ზომის უნდა იყოს იმისთვის, რომ შეძლოს ემისიების გაკეთება. აქედან გამომდინარე ინტერესი არსებობს. ის ფაქტი, რომ მათ კაპიტალის ბაზარზე გამოსვლით დივერსიფიკაციის საშუალება აქვთ, და დაფინანსების წყაროები მნიშვნელოვანია, ჩვენ ხელს ვუწყობთ მსგავს კომპანიებს, რომ მზად შეხვდნენ ასეთ ტრანზაქციებს“, - ამბობს შარიქაძე.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი - არჩილ გაჩეჩილაძე
09.04.2026.19:00
FTSE 100 ინდექსში მოხვედრა Lion Finance Group-ისთვის მიღწეული წარმატების აღიარებაა, თუმცა არა საბოლოო მიზანი - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სტრატეგიული ამოცანა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიაში წამყვანი საბანკო ქსელის შექმნაა, სადაც საქართველო ცენტრალურ როლს შეასრულებს.
„ჩვენთვის FTSE 100 ეს არის იმ წარმატების აღიარება, რასაც დღეს მივაღწიეთ. თუმცა ეს თავისთავად მიზანი ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მიზანი არის, რომ შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი, რომელსაც შეიძლება ფოკუსი ასევე ცენტრალურ აზიაშიც ჰქონდეს. თუმცა აი ამ ბაზრებზე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი და მგონია, რომ ჩვენი გუნდი ყველაზე უფრო კარგად არის პოზიციონირებული ამისთვის. ჩემთვის მომავალში როცა ვფიქრობ, რომ აი ყველა ვარსკვლავი ერთ რიგში რომ დალაგდეს, როგორ წარმოიდგინება ხვალინდელი დღე – ალბათ ეს იქნება, რომ ასეთი ქსელი იყოს და საქართველო იყოს მისი ცენტრალური ადგილი. შესაბამისად მგონია, რომ ყველაზე ბევრს ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში გავაკეთებთ, როცა აი ამას მივაღწევთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.