ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი 8%-ის ფარგლებში იქნება - დავით რუსია
ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიმდინარე ინფლაციის მაჩვენებლები არ მისცემდა საშუალებას სებ-ს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებისკენ გადაედგა ნაბიჯები, - ამის შესახებ განცხადებას საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი დავით რუსიას აკეთებს. მისი თქმით, რეფინანსირების განაკვეთი შემდგომ სხდომაზეც სავარაუდოდ უცვლელი დარჩება.
„უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვიცით, რომ მთავარი მარეგულირებელი თავისი გადაწყვეტილების მიღების დროს ითვალისწინებს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ინფლაციის მაჩვენებელი. რადგან თარგეთირების მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია 3%-ი გვაქვს, ხოლო რეალური ინფლაცია 5%-ის ოდნავ აჭარბებს - ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ მისცემდა საშუალებას სებ-ს, რომ განაკვეთის შემცირებისკენ გადაედგა ნაბიჯები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი 8%-ის ფარგლებში იქნება და დეკემბრის სხდომაზეც შესაძლოა შემცირება არ მივიღოთ. რაც შეეხება ზრდას, ესეც ნაკლებად სავარაუდოა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები, როგორც მოზიდულ ასევე განზიდულ სახსრებზე იქნება დღევანდელი მაჩვენებლების მიახლოებულ პარამეტრებში“,- აცხადებს დავით რუსია.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა
11.12.2025.17:04
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1582 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6991 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6991 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6995 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1582 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1398 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0184 ლარი შეადგინა.