მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

ვფიქრობთ, რომ ახლო პერიოდში გვეყოლება პირველი კანდიდატი - ნათია თურნავა მიკრობანკებზე

news image

მიკრობანკის სტატუსისთვის სებ-ი მალე პირველ განაცხადეს ელოდება. როგორც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა „ვფიქრობთ, რომ ახლო პერიოდში გვეყოლება პირველი კანდიდატი“.

„მიკრობანკების ახალი ლიცენზიის შემოღება სწორედ იმას ემსახურება, რომ გაჩნდეს დამატებითი საინტერესო მიმზიდველი ინვესტორებისთვის საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც გარკვეულწილად იქნება გარდამავალი ეტაპი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ასე ვთქვათ, სრულყოფილ ბანკებს შორის. ინტერესი არსებობს. მე ამასწინათაც მქონდა შეხვედრა ინდუსტრიასთან, მიკროსაფინანსო სექტორთან. ვესაუბრებოდი იმ ორგანიზაციებს ვინც ფიქრობს, რომ შემოიტანოს განაცხადი. შესაძლოა გარკვეული დახვეწა დასჭირდეს რეგულაციებს, რადგანაც ეს არის ახალი პრაქტიკა და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ და ღია ვართ დიალოგისთვის. ვფიქრობთ, რომ ახლო პერიოდში გვეყოლება პირველი კანდიდატი“, - აცხადებს ნათია თურნავა. 

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტმა "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ" კანონი და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რის შედეგადაც, ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებას, ახალი სუბიექტი მიკრობანკი - დაემატა.


მიკრობანკების სალიცენზიო (გარდა მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობისა), კორპორაციული მართვის (გარდა ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხებისა), ადმინისტრატორთა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა შესაფერისობის მოთხოვნები, არსებითად არ განსხვავდება კომერციული ბანკებისათვის დაწესებული მოთხოვნებისგან და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივითა (2013/36/EU დირექტივა, CRD) და ევროპის საბანკო უწყების სახელმძღვანელოებით განსაზღვრულ მოთხოვნებს ეფუძნება. კაპიტალის ადეკვატურობის სტანდარტებთან დაკავშირებული აქტის პროექტიც კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრული პილარ 1-სა და პილარ 2-ის სტანდარტებს აერთიანებს და მეტწილად მსგავსია კომერციული ბანკის მიმართ განსაზღვრული მოთხოვნებისა, თუმცა პილარ 2-ით განსაზღვრული კაპიტალის ხუთი ბუფერიდან მიკრობანკებისათვის აქტის პროექტით მხოლოდ ორი მათგანის მოთხოვნა განისაზღვრა. გარდა ამისა, აქტის პროექტი, რომელიც ლევერიჯის მოთხოვნებს ადგენს, ასევე დაფუძნებულია კომერციული ბანკებისთვის განსაზღვრულ ლევერიჯის მოთხოვნებზე, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის სტანდარტებს, ევროკავშირის შესაბამისი დირექტივითა (2013/36/EU დირექტივა, CRD) და ევროპის საბანკო უწყების სახელმძღვანელოებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 5.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა

07.11.2025.13:57

2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 175.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშირისო სავალუტო რეზერვები 5.6 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, ხოლო სექტემბერში 100.0 მლნ-ის  წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-სექტემბერში წმინდა შესყიდვებმა 1 596.0 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ოქტომბრის სტატისტიკა კი 25 ნოემბერს გამოქვეყნდება.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვისორიენტირებულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე-ოქტომბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.

2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.4%-ს  (920.6 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 420.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 5 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა