ვენაში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საჯარო ფინანსების მართვის სფეროში პრაქტიკოსთა ურთიერთთანამშრომლობის ქსელის (PEMPAL) გაერთიანებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი დაესწრო საჯარო ფინანსების მართვის სფეროში პრაქტიკოსთა ურთიერთთანამშრომლობის ქსელის (PEMPAL) გაერთიანებულ შეხვედრას, თემაზე: „საჯარო ფინანსების მართვის სამომავლო პერსპექტივები თანამედროვე გლობალური გამოწვევების ფონზე - ინოვაციური გადაწყვეტა".
შეხვედრა მსოფლიო ბანკის, PEMPAL-ის ახალი პროგრამის არსებული და პოტენციური დონორების, მასპინძელი ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს, მოწვეული ექსპერტების და მსოფლიოს 30 ქვეყნის,მათ შორის, PEMPAL-ის 21 წევრი ქვეყნის 200-მდე წარმომადგენლის მონაწილეობით გაიმართა მიმდინარე წლის 25 მარტს ავსტრიაში, ქ. ვენაში.
პანელურ განხილვაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ერთად მონაწილეობდნენ მოლდოვისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ფინანსთა მინისტრები, ასევე ყირგიზეთის, რუმინეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ტაჯიკეთისა და სერბეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეები.
პანელის ძირითადი განსახილველი საკითხები ეხებოდა საჯარო ფინანსების მართვის თანამედროვე გამოწვევებს და ამ გამოწვევების საპასუხოდ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობებს PEMPAL-ის ქსელის ფარგლებში.
ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის დანერგვის მიმართულებით არსებულ მიღწევებზე, რომელიც დასტურდება არაერთი საერთაშორისო შეფასებითა და რეიტინგებით. ისაუბრა თანამედროვე გამოწვევებზე, მათ შორის, ციფრული ტექნოლოგიების როლზე საჯარო ფინანსების მართვის სფეროში, ასევე PEMPAL-ის ქსელის მნიშვნელობაზე გლობალური გამოწვევების საპასუხო მექანიზმების დანერგვაში.
PEMPAL-ის ქსელი თანამშრომლობს 3 თემატური მიმართულებით: ბიუჯეტირება, ხაზინა და შიდააუდიტი და შიდა კონტროლი. აღნიშნული მიმართულებებით შექმნილი საორგანიზაციო და თემატური კომიტეტების ფარგლებში წარმოდგენილი არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის, შიდა კონტროლის დეპარტამენტის და სახაზინო სამსახურის წარმომადგენლები.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
22.06.2025.00:26
Mastercard, ფინანსური ტექნოლოგიების მსოფლიო ლიდერი, საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის მხარდასაჭერად შექმნილ ინიციატივას აძლიერებს და Rezto-სთან, ქართულ ციფრული სარესტორნო პლატფორმასთან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში შემოსული უცხოელი ტურისტები, რომლებიც Mastercard-ის ბარათებით გადაიხდიან, Rezto-ს პარტნიორ რესტორნებში ექსკლუზიურ ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ.
ახალი ინიციატივა Mastercard-ის ტურისტული ინდუსტრიის მხარდაჭერის სტრატეგიის ნაწილია და მიზნად ისახავს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის უნიკალური, ტექნოლოგიურად მოწინავე სერვისების შეთავაზებას.
„Mastercard-სთვის ტურიზმის სექტორი ყოველთვის იყო მთავარი პრიორიტეტი და ეს ინიციატივა წარმოადგენს ჩვენი გლობალური ტურისტული პროგრამების ლოგიკურ გაგრძელებას", - აცხადებს დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში. "სწორედ საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და ადგილობრივი სარესტორნო ინდუსტრიის სწრაფი განვითარების გათვალისწინებით, Mastercard-მა გადაწყვიტა Rezto-სთან პარტნიორობა, რათა ჩვენი რეგიონის 500 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა საქართველოში უნიკალური გამოცდილება მიიღოს”.
Mastercard-ის საერთაშორისო ბარათის მფლობელი ტურისტები Rezto-ს პლატფორმის მეშვეობით:
„ეს პარტნიორობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში მიიღონ ევროპული სტანდარტის ციფრული სერვისი ლოკალური გემოს გამოცდილებასთან ერთად. პროგრამა ითვალისწინებს როგორც მაღალი კლასის სასტუმროების რესტორნებს, ისე ლოკალურ ობიექტებს, რომლებიც ტურისტებს ქართული გასტრონომიული ტრადიციების ავთენტურ გამოცდილებას სთავაზობენ“. - დავით წიკლაური, Rezto-ს დამფუძნებელი.
Mastercard-ის მონაცემებით, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში როგორც საბარათე, ასევე, ციფრული გადახდების მაჩვენებლები მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ეს მიუთითებს როგორც ტურიზმის, ასევე ბარათების გამოყენების კულტურის განვითარებაზე.
„საქართველო ტურისტული მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია ჩვენს რეგიონში და ამიტომ გადავწყვიტეთ სპეციალური ინიციატივის დანერგვა, რომელიც ადგილობრივ სპეციფიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე არის აგებული. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევები და მომხმარებლებზე დაკვირვება ადასტურებს, რომ ტურისტები უფრო მეტად არიან ორიენტირებულები ციფრული სერვისების გამოყენებასა და გამარტივებული საგადახდო ფორმებით სარგებლობაზე", - განმარტავს დავით ზღუდაძე.
Mastercard-ის და Rezto-ს პარტნიორობის პირველი ეტაპი მოიცავს თბილისის ცენტრალურ რაიონებში მდებარე 50-მდე რესტორნის ჩართვას. www.rezto.ge, რომელიც სულ რამდენიმე თვეა, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და მალევე მოიპოვა ცნობადობა, გაფართოებას საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ცენტრებში, მათ შორის ბათუმში, მცხეთაში, გუდაურსა და ბაკურიანში გეგმავს. შესაბამისად გაფართოვდება Mastercard-ის და Rezto-ს პარტნიორობის არეალიც და სულ მალე, მთელს საქართველოს დაფარავს.