მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

ვენაში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საჯარო ფინანსების მართვის სფეროში პრაქტიკოსთა ურთიერთთანამშრომლობის ქსელის (PEMPAL) გაერთიანებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

news image
mbc image

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი დაესწრო საჯარო ფინანსების მართვის სფეროში პრაქტიკოსთა ურთიერთთანამშრომლობის ქსელის (PEMPAL) გაერთიანებულ შეხვედრას, თემაზე: „საჯარო ფინანსების მართვის სამომავლო პერსპექტივები თანამედროვე გლობალური გამოწვევების ფონზე - ინოვაციური გადაწყვეტა".

შეხვედრა მსოფლიო ბანკის, PEMPAL-ის ახალი პროგრამის არსებული და პოტენციური დონორების, მასპინძელი ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს, მოწვეული ექსპერტების და მსოფლიოს 30 ქვეყნის,მათ შორის, PEMPAL-ის 21 წევრი ქვეყნის 200-მდე წარმომადგენლის მონაწილეობით გაიმართა მიმდინარე წლის 25 მარტს ავსტრიაში, ქ. ვენაში.

პანელურ განხილვაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ერთად მონაწილეობდნენ მოლდოვისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ფინანსთა მინისტრები, ასევე ყირგიზეთის, რუმინეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ტაჯიკეთისა და სერბეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეები.

პანელის ძირითადი განსახილველი საკითხები ეხებოდა საჯარო ფინანსების მართვის თანამედროვე გამოწვევებს და ამ გამოწვევების საპასუხოდ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობებს PEMPAL-ის ქსელის ფარგლებში.

ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის დანერგვის მიმართულებით არსებულ მიღწევებზე, რომელიც დასტურდება არაერთი საერთაშორისო შეფასებითა და რეიტინგებით. ისაუბრა თანამედროვე გამოწვევებზე, მათ შორის, ციფრული ტექნოლოგიების როლზე საჯარო ფინანსების მართვის სფეროში, ასევე PEMPAL-ის ქსელის მნიშვნელობაზე გლობალური გამოწვევების საპასუხო მექანიზმების დანერგვაში.

PEMPAL-ის ქსელი თანამშრომლობს 3 თემატური მიმართულებით: ბიუჯეტირება, ხაზინა და შიდააუდიტი და შიდა კონტროლი. აღნიშნული მიმართულებებით შექმნილი საორგანიზაციო და თემატური კომიტეტების ფარგლებში წარმოდგენილი არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის, შიდა კონტროლის დეპარტამენტის და სახაზინო სამსახურის წარმომადგენლები.

იხ.ვრცლად: https://www.pempal.org/events/future-pfm-strategic-alignment-and-innovative-solutions?fbclid=IwY2xjawJQ0mFleHRuA2FlbQIxMAABHRGyJHDtxqUuX1lxUOtAIuxnhRiEhDUJTAAPwDCrxhy3472j57JvpkTLgw_aem_UPBk4pWTMKHg2yuoTYBp8A

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში სრულად არის გათვალისწინებული იმ შენიშვნებისა და წინადადებების უმეტესობა, რომელიც პარლამენტის მხრიდან იქნა გამოთქმული საკომიტეტო მოსმენების დროს - ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე

06.11.2026.16:19

2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში სრულად არის გათვალისწინებული იმ შენიშვნებისა და წინადადებების უმეტესობა, რომელიც პარლამენტის მხრიდან იქნა გამოთქმული საკომიტეტო მოსმენების დროს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, დოკუმენტში, მათ შორის, ასახულია პენსიის ზრდა ინდექსაციაზე უფრო მაღალი მოცულობით, ასევე გაზრდილია საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება.

„ჯამში, 2027 წლის ბიუჯეტში მაკროეკონომიკური პარამეტრები შეცვლილი არ არის, თუმცა ასახულია პარლამენტის მხრიდან გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების უმეტესობა, მათ შორის, ასახულია პენსიის ზრდა ინდექსაციაზე უფრო მაღალი მოცულობით. დაახლოებით, იგივე პროცენტული მაჩვენებლით იზრდება 70 წლამდე პირთა პენსია, რაც 70 წელზე ზევით მეტი ასაკის პირთა პენსია. ამავდროულად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსიაც და ისევე, როგორც 70 წლამდე პირთა პენსია, ინდექსაციის მიღმა იზრდება. ამ მიმართულებებით, ჯამში, 150 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი. გარდა ამისა, გაზრდილია საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება. მნიშვნელოვანი მიმართულება უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების უზრუნველყოფის ნაცვლად კომპენსაციების თანხის გამოყოფას. ამ მიმართულებით, 2026-2027 წლებში, ჯამში, 300 მლნ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი. გარდა ამისა, დამატებითი რესურსები გამოიყო თავდაცვისა და პოლიციის მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი ინიციატივების დაფინანსება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

როგორც მან აღნიშნა ორშაბათს პარლამენტში, ასევე, დარეგისტრირდება 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი.

„ეს არის 2027 წლის ბიუჯეტის, გარკვეულწილად, შემავსებელი დოკუმენტი. ჩვენ წელს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ვიდრე თავიდან იყო დაგეგმილი, რაც დამატებით შემოსავლებს გვაძლევს. დამატებითი რესურსი გამოყენებულ იქნა ერთი მხრივ, ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად, მეორეს მხრივ, იმ საჭიროების დასაფინანსებლად, რაც წლის განმავლობაში გამოიკვეთა. ამავდროულად, გარკვეული რესურსები გამოიყო იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელება დაგეგმილია მომდევნო წელს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა