ველოდებით, რომ ჩინურ ბანკებთან უფრო გაძლიერდება ჩვენი თანამშრომლობა - ნათია თურნავა
საქართველო თავის როლს აძლიერებს და ჩვენი აქტუალობა საფინანსო სექტორის მიმართულებითაც იზრდება - აღნიშნულის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას ისაუბრა. მისი თქმით, მოლოდინია, რომ ჩინურ ბანკებთან ჩვენი თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება.
„მე ვახსენე ჩვენი დერეფნის აქტუალობა და საქართველოს აქტუალობა, როგორც დამაკავშირებელი ხიდის შუა დერეფანში. ანუ ევრაზიული დერეფანი დავარქვათ თუ გნებავთ, მაგრამ შუა დერეფანი შემოვიდა უკვე ეს ტერმინი, რომელიც ბევრ ქვეყანას აერთიანებს ერთი ნიშნით, ეს არის რეგიონალური ვაჭრობა, რეგიონალური ეკონომიკური ურთიერთობები, რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტები და ურთიერთობა. ამ რეგიონალურ პროექტებს ვაჭრობას, თანამშრომლობას ცხადია მოჰყვება ფინანსების სფეროში თანამშრომლობა. ბანკები ერთმანეთთან აკეთებენ გადარიცხვებს, კომპანიები ერთმანეთთან აკეთებენ ანგარიშსწორებას და ყოველთვის ასეთი შეხვედრების დროს ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, თუ როგორ დავაახლოოთ ჩვენი საფინანსო სისტემები უფრო მეტად. იმიტომ, რომ ჩვენ გავხდით უკვე გლობალური ბიზნესისთვის. ჩვენ უკვე გვყავს ახალი ციფრული ბანკები, რომელიც არის ზოგი სინგაპურული ბანკი, ზოგი სხვა იურისდიქციიდან და ნუ პრაქტიკულად ამ კუთხით საინტერესონი ვართ. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან დეტალური პრეზენტაცია ჩვენი საფინანსო სექტორის, რამდენად მიმზიდველია ჩვენი საინვესტიციო გარემო და ველოდებით, რომ იგივე ჩინურ ბანკებთანაც უფრო გაძლიერდება ჩვენი თანამშრომლობა დაწყებული საკორესპონდენტო ურთიერთობით ჩვენ ბანკებს შორის დამთავრებული კონკრეტულად ინვესტიციებით. ჩვენ დღეს მხოლოდ ერთი ჩინური ბანკი გვყავს ბაზარზე ეს არის ბაზის ბანკი. არაჩვეულებრივი, კარგი ძლიერი ბანკი არის, მაგრამ გაგვიხარდება თუ მეტად იქნება წარმოდგენილი. არამხოლოდ ჩინური ბანკები, მე ვახსენე სინგაპურული ბანკი, ასევე ჩვენ თურქეთთან გვაქვს ძალიან აქტიური ურთიერთობა და ცხადია ევროპასთან იმიტომ, რომ ევროპული საფინანსო ფინანსური ინვესტორები ჩვენთან წარმოდგენილები არიან კიდევაც და უფრო მეტად გვინდა გავაძლიეროთ. რამდენიმე თვის წინ იაპონური ფონდი შემოვიდა კრედო ბანკში და ეს არის აზიური ინვესტიცია, ასევე ამ შუა დერეფანს ეხება. საქართველო ამ კუთხითაც თავის როლს აძლიერებს და ჩვენი აქტუალობა ამ თვალსაზრისით იზრდება იქნება ეს საფინანსო სექტორი თუ საგადახდო სისტემა. გადახდები ჩვენს შორის უნდა გაძლიერდეს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
01.05.2025.01:52
ქართული ეროვნული ვალუტა იუბილარია. ლარი ხდება 30 წლის. როგორც სებ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში გაიმართება, თუმცა მაისის ბოლოს გრანდიოზული ღონისძიება იგეგმება, რომელსაც სსფ-ს წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები დაესწრებიან.
„ტრადიციულად ცენტრალური ბანკები აღნიშნავენ ხოლმე ეროვნული ვალუტების ესეთ იუბილეს. ჩვენც რა თქმა უნდა არ ვართ გამონაკლისი. ჩვენ მთელი რიგი ღონისძიებები გვაქვს მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი. საიუბილეო წელია, მაგრამ ერთ-ერთი ცენტრალური ღონისძიება მაისის ბოლოს გვაქვს დაგეგმილი, როდესაც დიდი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, სადაც ბევრი ჩემი კოლეგა, ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები გვყავს მოწვეული და ბევრმა დაგვიდასტურა კიდეც დასწრება. ისინი გამოვლენ კიდევაც ამ კონფერენციაზე და თავის მოსაზრებებსაც გაგვიზიარებენ. ამ კონფერენციაზე, ცნობილი ეკონომისტები, საერთაშორისო ინვესტორებიც გვეყოლება. საერთაშორისო სავალუტო ფონდიც გვყავს მოწვეული და ასევე გვიდასტურებენ და მისიას ემთხვევა და ჩვენ პატივი გვექნება, რომ დაესწრებიან. ძალიან მაღალი ინტერესია და ისევ და ისევ ამ მაღალ ინტერესს მე ვუკავშირებ ჩვენს ძალიან კარგ, ძალიან მყარ ეკონომიკურ მდგომარეობას. იმიტომ, რომ ყველას უჩნდება სურვილი რა ხდება ასეთი ამ საქართველოში, რომ მიუხედავად ასეთი გარე სირთულეებისა და გამოწვევებისა აქ ამდენად კეთილსაიმედო ეკონომიკური მდგომარეობაა და ხდება ის, რომ არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, არის მშვიდობა რაც მთავარია და არის სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტად გავამყაროთ ურთიერთობები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ამ გზავნილებს ვაწვდით ყველას და გვაქვს პოზიტიური პასუხიც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ