მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ვარაუდობთ, რომ ყველა თანაბარი პირობების შემთხვევაში წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1%-ით შემცირდება - ნათია თურნავა

news image

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, წლის ბოლომდე ეტაპობრივად 1%-ით შემცირდება და 9,5%-მდე დაიწევს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კითხვის პასუხად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი განმარტებით, დღეს არსებული მაჩვენებლების გათვალისწინებით განაკვეთი, სხვა თანაბარ პირობები, საშუალო ვადიან პერიოდში 7,5%-მდე შემცირდება. 

„ეტაპობრივად გამოვდივართ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მდგომარეობიდან. ანუ ეტაპობრივად ვარბილებთ მონეტარულ პოლიტიკას. შეიძლება ეს ფრთხილი ბიჯებით გავაკეთოთ, მაგრამ გეგმა და ჩვენი პროგნოზი იგივეა, რაც აქამდე იყო გაცხადებული. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ყველა თანაბარი პირობების შემთხვევაში წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1%-ით შემცირდება და 9,5%-მდე დაიწევს. ეს პროცესი  შემდგომ გაგრძელდება და საშუალო ვადიან პერიოდი ვარაუდობთ, რომ დავალთ ე.წ. ნეიტრალურ განაკვეთამდე 7%-მდე.

ანუ ჩვენ არსებული ვითარება გვალევს შესაძლებლობას, რომ დავიწყოთ შერბილება მონეტარული პოლიტიკა იმდაგვარად, რომ ინფლაციის მაჩვენებლები კვლავაც დაბალი იყოს და რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ მომავალი წლის ბოლოსთვის ინფლაცია დასტაბილურდეს მიზნობრივი ინფლაციის, ანუ 3%-ის ირგვლივ ეს იყოს მიღწეულია.  რა თქმა უნდა ჩვენ ვაკვირდებით ყოველთვიურად მიმდინარე პროცესებს და გვაქვს საშუალება, რომ მოქნილად ვირეაგიროთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 2 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25 პროცენტს შეადგენს.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ფინანსები
image ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა

07.05.2025.17:56

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1219  ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7467 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7467 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7473 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1219 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი  3.1105 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ  0.0114  ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა