თუ ხართ SOLO Mastercard World Elite ბარათის მფლობელი, შესაძლებლობა გაქვთ, გაემგზავროთ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე
SOLO Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ გათამაშებაში და გაემგზავრონ მიუნხენში, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრებად.
Mastercard უკვე 30 წელია, რაც უეფას ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი სპონსორია და ბარათების მფლობელებს უნიკალურ და დაუვიწყარ გამოცდილებებს სთავაზობს.
წელს, SOLO და Mastercard ქართველ მომხმარებლებს, აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ გათამაშებაში და უდიდესი საფეხბურთო დღესასწაულის მონაწილეები გახდნენ.
გათამაშების წესები მარტივია:
SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდილ ყოველ 20 ლარზე გათამაშების 1 ბილეთი გროვდება;
22 და 29 აპრილს გათამაშების გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან;
გათამაშების პრიზია ფინალურ მატჩზე დასასწრები ორკაციანი საგზური (მატჩზე დასასწრები ბილეთები, ავიაბილეთები, ტრანსფერი და 3 ღამით სასტუმროში განთავსება).
გათამაშების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა - რა განიხილეს
05.03.2026.17:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდას, რომელიც ბანკის პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვია საქართველოს.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიანი ურთიერთობები.
როგორც მხარეებმა აღნიშნეს, აზიის განვითარების ბანკი თანამშრომლობის პირველივე დღიდან, საქართველოსთვის უაღრესად ღირებული პარტნიორია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ასევე სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში. ამჟამად, ბანკის პორტფელი საქართველოში 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.
მათ ყურადღება გაამახვილეს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ADB-ის ჩართულობაზე, რაც შუა დერეფნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში საქართველოს შესაძლებლობებისა და პოზიციების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ლაშა ხუციშვილმა ბანკის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ენერგეტიკული უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობის განმტკიცების, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაჩქარებისკენ. საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის როლს კერძო სექტორის მხარდაჭერის პროცესში.
აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც საქართველოსთვის სუვერენული სესხის გამოყოფა ადგილობრივ ვალუტაში განახორციელა.
თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის მნიშვნელობაზე, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, ბანკი გააგრძელებს აზიასა და ევროპას შორის რეგიონალურ კარიბჭედ საქართველოს წარმოჩენის მისწრაფების მხარდაჭერას. მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ოფისის გაფართოების ფაქტი ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობასა და თანამშრომლობის დიდ მასშტაბზე მეტყველებს.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და ცოტნე ყავლაშვილი, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ლეა გუტიერესი, ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლაჰმი, ბანკის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი კეიჩირო ინუი, უფროსი მრჩეველი ერიკ ალბერსი, კომუნიკაციების დეპარტამენტის მთავარი დირექტორი ბერნარდ ვუდსი.