მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7094.6
-0.0098
flag
AZN 1.5767
-0.0008
flag
CNY 38.805
-0.0058
flag
EUR 3.1782
-0.0071
flag
GBP 3.6508
-0.0076
flag
KZT 54.1
-0.001
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.6807
-0.0012

წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

news image

2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.44 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (3.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.4 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-0.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.3 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ტანსაცმლის (4.9 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (2.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

განათლება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.15 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (10.4 პროცენტი), დონით განუსაზღვრელი განათლება (8.2 პროცენტი), საშუალო განათლება (3.5 პროცენტი) და უმაღლესი განათლება (0.6 პროცენტი);

კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 4.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.89 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (25.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (19.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (16.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.8 პროცენტი), თევზეული (11.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.1 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა საავადმყოფოების მომსახურების (9.4 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.2 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.1 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.1 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.26 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (6.0 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.4 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.2 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.7 პროცენტი).

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image „კრისტალი“ აგრძელებს განვითარებას და საკუთარი მისიის შესრულებას, რომელიც ორიენტირებულია მიკრო და მცირე მეწარმეებზე - არჩილ ბაკურაძე

13.02.2026.19:00

„კრისტალი“ აგრძელებს განვითარებას და საკუთარი მისიის შესრულებას, რომელიც ორიენტირებულია მიკრო და მცირე მეწარმეებზე - ამის შესახებ მიკრობანკ „კრისტალის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა არჩილ ბაკურაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა.

მისივე თქმით, იგი მიკრობანკის ოპერირებას 2025 წელს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ „კრისტალის“ ძალისხმევა მთლიანად მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე.

„კრისტალმა ზუსტად ერთი წლის წინ მიიღო მიკრობანკის ლიცენზია და აქტიურად ავითარებს საქმიანობას. 2025 წელი კარგი წელი იყო და ველოდებით, რომ ბანკი გააგრძელებს განვითარებას და საკუთარი მისიის შესრულებას, რომელიც ორიენტირებულია მიკრო და მცირე მეწარმეებზე.

ამ კუთხით, ჩემი აზრით, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს ახალი სექტორია და მრავალი გამოწვევა არსებობს. მიუხედავად ამისა, ეკონომიკური განვითარების და არსებული ტემპის შენარჩუნების საფუძველთა საფუძველი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაა. ვიცი, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს დონეზე დიდი ძალისხმევა იხარჯება.

ჩვენი სტრატეგია მიმართულია იმისკენ, რომ „კრისტალმა“ მოემსახუროს ამ სექტორს, განსაკუთრებით რეგიონებში, რადგან ქვეყანა მხოლოდ ერთი ან ორი ქალაქით ვერ განვითარდება. შესაბამისად, ჩემი აზრით, „კრისტალის“ მისია ძალიან მნიშვნელოვანია და მე, როგორც დამფუძნებელსა და აქციონერს, მიმაჩნია, რომ „კრისტალი“ სწორედ ამ მიზნისთვის არსებობს“, - აცხადებს არჩილ ბაკურაძე, კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა